Digest Logo

გინეკოლოგები ავსტრიიდან, სამშობიარო ბლოკი სახლში - ფოტოამბები ბერუკა ივანიშვილის შესახებ

1610547491
ივანიშვილი ბერუკა

1 წლის ბერუკას წარმოდგენაც არ აქვს, რომ ყველაზე მდიდარი ქართველის, ბიძინა ივანიშივლის შვილიშვილია. ყველაზე პატარა ივანიშვილმა საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ დაბადებამდე მიიქცია. ამ ბლოგში  „დაიჯესტი“ მოგიყვებათ ყველაფერს, რაც მის შესახებ ვიცით. 

ბერუკას მშბლები ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე არიან.

ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს ჭორვილაში, თავის სახლში დაიბადა.

XXI საუკუნეში სახ­ლში მშო­ბი­ა­რო­ბა მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­აა. ამე­რი­კა­ში, ინ­გლის­სა და საფ­რან­გეთ­ში უკვე ასო­ბით შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ქა­ლე­ბი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ირ­ჩე­ვენ შინ მშო­ბი­ა­რო­ბას.

მშო­ბი­ა­რო­ბის ამ ფორ­მას ირ­ჩე­ვენ უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბიც. მა­გა­ლი­თად, სინ­დი კრო­უ­ფორდმა ორი­ვე შვი­ლი სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა და მას მე­უღ­ლე და სამი ბე­ბი­ა­ქა­ლი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა სუ­პერ­მო­დელ­მა ჟი­ზელ ბუნდჰენ­მა, ევა რე­ი­ჩელ ვუდ­მა, ჰი­ლა­რი დაფ­მა და პა­მე­ლა ან­დერ­სონ­მა, რო­მელ­მაც ორი­ვე შვი­ლი სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა.

რა გასაკვირია, რომ მილიარდელის პირველი შვილიშვილი სახლში დაიბადა. ჭორ­ვი­ლაში სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ა­წყვეს სამ­შო­ბი­ა­რო ბლო­კი და ინ­კუ­ბა­ტო­რიც კი ახალ­შო­ბი­ლის­თვის, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბო­და. ივა­ნიშ­ვი­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ავ­სტრი­ი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს მეან-გი­ნე­კო­ლო­გი და სა­ნიტ­რე­ბის ჯგუ­ფი. მშო­ბი­ა­რო­ბას ეს­წრე­ბო­და ოჯა­ხის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

ბერუკას პირველი ფოტო

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

რატომ დაარქვეს ბავშვს სახელად ბერუკა?

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

ყველა ელოდებოდა რომ პატარას ბიძინას დაარქმევდნენ, თუმცა ცნობილი გახდა რომ ბაბუის სახელის ნაცვლად, მშობლებმა საკუთარი შეურჩიეს. რამდენადაც ცნობილია ბერამ და ნანუკამ შვილს მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს ბერუკა.

ბერ (ბერა) + უკა (ნან–უკა)

ბერუკას ნათლიები

ივანიშვილებმა ბერუკა, მართლმადიდებლური წესის თანახმად, დაბადებიდა მე-40 დღეს მონათლეს. პატარა ბერუკა ივანიშვილის ნათლიები კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ამიკო ჯანელიძე არიან.
ამიკო, იგივე ამირან ჯანელიძე ცნობილი რეპერია და მას თინეიჯერებს შორის ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა. სავარაუდოდ, სწორედ რეპმა დააკავშირა ის ბერა ივანიშვილთან.

ბერუკა ერთი წლისაა

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

ბერუკას პირველი ახალი წელი

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ქორწილი 80 წლის ასაკში, 15-წლიანი პატიმრობა - ასლან აბაშიძის პორტრეტი

VIDEO: კამერებმა რუსთაველის თეატრის აჩრდილი დააფიქსირა - იდუმალი შენობის პარანორმალური ამბები

თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული გიორგი აბულაძის ტრაგედია