ეს ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ არც თურქული სერიალიდანაა, არც ზღაპრიდან და არც ჭორია, ის ნამდვილი და არც მეტი არც ნაკლები ასლან აბაშიძის პირად ცხოვრებას ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი (1991-2004 წლებში) ასლან აბაშიძის პირადი ცხოვრება მუდმივად გასაიდუმლოებული იყო, მისი მეორე ქორწინება კულუარებმა ვერ დაიტია და ცნობილი გახდა, რომ მან 2019 წელს 80 წლის ასაკში ოფიციალურად იქორწინა თავის ყოფილ მზარეულზე.
აბაშიძის რჩეული ანაიდა ოვაკუმიანი სომეხია. ის ასლან აბაშიძის ოჯახში მზარეულად მუშაობდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველის პირველი მეუღლის მაგული გოგოიტიძის გარდაცვალების შემდეგ ის აბაშიძემ მოსკოვში პირად მზარეულად წაიყვანა. ანაიდა ასლანზე 43 წლის უმცროსია, მან საყვარელ მამაკაცს ჯერ შვილი გაუჩინა, 3 წელში კი ოფიციალურად იქორწინეს.
აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს სამი შვილი ჰყავს. ორი – დიანა და გიორგი პირველი ქორწინებიდან, ხოლო მეორე ქორწინებიდან ვაჟიშვილი – ალექსანდრე აბაშიძე შეეძინა.
ასლან აბაშიძის შვილი და რძალი
რაც შეეხება აბაშიძის მოკლე ბიოგრაფიას - ასლან აბაშიძე სტალინის დროს რეპრესირებულ ოჯახში დაიბადა. მისი პაპა ცნობილი საზოგადო მოღვაწე მეჰმედ აბაშიძე იყო. აბაშიძემ საქართველოში სამოქალაქო მღელვარებების დროს საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდირება მოახდინა და ფაქტობრივად, რეგიონის ერთპიროვნულ მმართველად იქცა.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აბაშიძის დამოკიდებულება წინააღმდეგობრივი იყო, 2003 წელს მომხდარი ე. წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასლან აბაშიძემ უკანონოდ გამოსცა განკარგულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. ამის შემდეგ ის ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას.
დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია 2004 წლის მაისში, როდესაც ასლან აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს ხიდი მდინარე ჩოლოქზე. იმავე დღეებში მოხდა ოპოზიციის გამოსვლების დარბევა, თუმცა საპროტესტო ტალღა არ შეჩერებულა. აჭარაში განთავსებული საჯარისო ნაწილების შემადგენლობამ მასიურად დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე გადასვლა. 2004 წლის 6 მაისს, ასლან აბაშიძემ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი აჭარაზე. ამის შედეგად იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის იგორ ივანოვის თანხლებით დაეტოვებიანა აჭარა.
2005 წლის დეკემბერში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ და იგი ძებნაში გამოაცხადა. მას ტერორიზმსა და კორუფციაში დასდეს ბრალი. 2006 წლის მარტში ასლან აბაშიძის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდება წამოაყენეს — ამჯერად მისი ყოფილი მოადგილის ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობის (1991) მუხლით.
2007 წლის 22 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 60 მილიონი დოლარის გადახდა.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
VIDEO: კამერებმა რუსთაველის თეატრის აჩრდილი დააფიქსირა - იდუმალი შენობის პარანორმალური ამბები
თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული გიორგი აბულაძის ტრაგედია
მოჭრილი თავი, დასახიჩრებული ცხედარი, დამწვარი ბავშვი - საქართველოში მომხდარი სატანისტური მკვლელობები