ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი პირად ცხოვრებაზე ღიად არასდროს საუბრობს. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მამაკაცია და მასზე ხშირადაც ჭორაობენ.
ილიკო სუხიშვილის ცხოვრებაში იყო ბევრი რომანი. არაოფიციალური ურთიერთობები და მხოლოდ ერთი ქორწინება, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა - 21 წლის ულამაზესი გოგო გაურკვეველ ვითარებასში დაიღუპა.
ილიკო სუხიშვილი და გვანცა შერგელაშვილი
აბობდნენ, გვანცა ულამაზესი გოგო იყოო. ილიკოს ის ერთი ნახვით და სამუდამოდ შეყვარებია. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ილიკო და განცა დაქორწინდენ. რომ არა ის საბედისწერო გასტროლი ალბათ, დღემდე ბედნიერად იცხოვრებდნენ.
2001 წელს მოსულმა უეცარმა ცნობამ მთელი საქართველო შეძრა. 9 აგვისტოს, გვიან ღამით, ვენესუელაში ილიკო სუხიშვილის მეუღლე, 21 წლის გვანცა შერგელაშვილი მოკლეს. ის ჩვეულებრივი ღამე ისე ფატალურად წარიმართა, თითქოს რაღაც ძალა განგებ ამზადებდა უბედურებას. ეს ტრაგედია ყველამ განიცადა. გვანცას მთელი საქართველო გლოვობდა. ვენესუელაში ყველა ქვეყნის საელჩომ გამოხატა თავისი მწუხარება გვანცას დაღუპვის გამო.
ამბავი კი ასე დაწყებულა - გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს რომ სიგარეტი გაუთავდათ, რის გამოც სასტუმროს ვესტბიულში ჩასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ დაკეტილი დახვდათ. უთხრეს, რომ იქვე 300 მეტრში კაფე იყო, სადაც ყველაფრის შეძენა შეეძლოთ. სწორედ ამ დროს, თავს დაესხნენ მძარცველები. 3 შეიარაღებული. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ოთხივეს მიუშვირა. მათ ჯიბეები ამოიტრიალეს და აჩვენეს, რომ არავითარი ფული არ ჰქონდათ, მხოლოდ ერთ მეგობარს წაართვეს უბრალო სანთებელა, აი, ისეთი, ჩვენთან 20 თეთრად რომ იყიდება. მძარცველები მათთვის უცხო ენაზე საუბრობდნენ, რის გამოც არაფერი ესმოდათ. ერთმა ბოროტმოქმედმა გვანცას ხელი სტაცა. ილიკომ მას ხელი მოხვია და უკნიდან გადაეფარა. ხოლო წინიდან გვანცას ერთ-ერთი მეგობარი ჰფარავდა. მძარცველებმა სამჯერ გაისროლეს. მიუხედავად, იმისა რომ გვანცა დაფარული იყო, ტყვიამ რაღაც მილიმეტრებში გაიარა და გვანცას მოხვდა.... ქართველებმა კი ტაქსი გააჩერეს და უმალვე საავადმყოფოში მიიყვანეს დაჭრილი, თუმცა იგი მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
პოლიცია საავადმყოფოში მაშინვე მივიდა. საქმეს სამი უწყება იძიებდა: სამხედრო უწყება, პოლიცია და კიდევ მათი პუბლიკ პოლიცია ანუ სახალხო პოლიცია. ამ სამმა უწყებამ პირდაპირი ბრძანება გასცა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადგილზე ლიკვიდაცია მოეხდინათ. დამნაშავეებს რა ბედი ეწიათ უცნობია... მას შემდეგ ილიკო სუხიშვილი აღარ დაქორწინებულა.
ილიკო სუხიშვილის შვილები
ილიკოს 2 შვილი ჰყავს - დაშა და ლიზი. დაშა რუსეთში დაიბადა. ილიკო დედამისს მალე დაშორდა და ბავშვს ილიკო და ნინო ზრდიდნენ. გოგონა ინტერვიუში ამბობდა: „ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე“.
ილიკომ რამდენიმე წლის წინ მეორე შვილიც იპოვა. აღმოჩნდა, რომ ლიზაც რუსეთში დაიბადა. გოგონა რამდენიმე თვით უმცროსია დარიაზე. არაფერია ცნობილი გოგონას დედაზე. ლიზი საქართველოში მამასთან ხშირად ჩამოდის.
როგორც ილიკოს და, ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, გოგონებს მამასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. „ილიკოს ორივე გოგო სახელით მიმართავს. მამას არცერთი არ ეძახის. ძალიან ჰგვანან მამას, მაგრამ ლიზა უფრო, შავგრემანია და ილიკოსნაირი აღნაგობა აქვს“, – ამბობს ნინო სუხიშვილი.
ახლა, ილიკო ქართული ნაციონალური ბალეტს ხელმძღვანელობს. მისი შემოქმედობითი საქმიანობა უდაოდ ნაყოფიერია. ანსამბლი ძველ დიდებას არ კარაგავს და მსოფლიოს თავისი უნიკალური სტილითა და წარმოდგენებით დღემდე აოცებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ნაადრევ ასაკში შექმნილი ოჯახი და კარიერა - ცოტა რამ მანიკა ასათიანზე
3 ქორწინება, სკანდალები და მსახიობთა 3 თაობა - ნინო ქორიძის პირადი
როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან