წლების წინ პოპულარული სერიალის „გოგონა გარეუბნიდან“ გადასაღებ მოედანზე დაწყებულმა სიყვარულმა მთელი ქვეყანა შეძრა. კაცი ქალზე უმცროსი იყო. მთელი 13 წლით! და აბა რა იქნებოდა?! წყვილს - თორნიკე გოგრიჭიანს და ნინო ქორიძეს დიდხანს თანაცხოვრებას არავინ უწინასწარმეტყლებდა, თუმცა აგერ უკვე 11 წელი გავიდა და ისინი კვლავ ერთად არიან. მათ უკვე პატარა გოგონა ჰყავთ.
ნინოსთვის ეს მეორე შვილია. მისი უფროსი ვაჟი ირაკლი კვირიკაძეა, რომელმაც 2018 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმში - "მძევლები" ირაკლის მიერ განსახიერებულმა გეგა კობახიძემ, არამარტო ქართველი, ევროპელი მაყურებლის სიყვარულიც დაიმსახურა.
როგორც მიხვდით, ნინო ქორწინებაში მანამდეც იყო, თუმცა სანამ მის პირადზე მოგიყვებით ცოტა უკან დავბრუნდეთ და სოფოს მშობლები გავიხსენოთ.
ნინო ქორიძე „ღიმილის ბიჭების“ ვარსკვლავის კახა ქორიძის ქალიშვილია.
კახას მეუღლე, თამარი მისი ბავშვობის სიყვარული, იყო რომელიც ცოლად უნივერსიტეტის დამტავრების შემდეგ მოიყვანა. წყვილს 6 შვილი შეეძინა. თამარი 2008 წელს გარდაიცვალა. როგორც კახა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, მის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირს:
„შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება ცოლიანი ვიყავი. ძალიან მტკივა გული, რომ ოთხი წელია, ცოცხალი აღარ არის... მიჭირს ამ ამბავთან შეგუება...“
მისი შვილებიდან საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ნინოა. ის განათელბით მხატვარია, თუმცა მსახიობის გზა აირჩია. ნინოს პირველი ქმარი დავით კვირიკაძეა (რომელიც ახლა ნინო ნოზაძეზე, მამულიჩას პირველ ცოლზეა დაქორწინებული). მათ ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნეს.
აი, როგორ იხსენებს ამ პერიოდს ნინო ქორიძე:
„16 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი და იმდენად წავედი პირადულისკენ, რომ ხატვას, პრაქტიკულად, თავი დავანებე. მაშინ ხშირი იყო მოტაცებები და მეც ერთ-ერთი მოტაცებული აღმოვჩნდი (იცინის). მართალია, მანქანაში ძალით არავის ჩავუტენივარ, გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ მოტყუებით აღმოვჩნდი ქალაქგარეთ. გარდატეხის ასაკის მერე, როდესაც უკვე აღარ ვთამაშობდი ბიჭებთან ფეხბურთს, დავსერიოზულდი და პრანჭვა დავიწყე, გავთხოვდი კიდეც. ჩემს დას, რომელიც ახლა 21 წლისაა, თექვსმეტის რომ გახდა და გავიაზრე, ზუსტად იმხელა ვიყავი, რომ გავთხოვდი, შოკში ჩავვარდი, გადავირიე – თურმე მთლად ბავშვი ვიყავი. ჩემი მეუღლე კი 18-ის იყო. ორ წელიწადში ერთმანეთს დავშორდით... პირველი ქმარი იყო დათო კვირიკაძე, „ბათურას“ ეძახდნენ. გვყავს ერთი შვილი, ირაკლი კვირიკაძე... ალბათ, ადრე გათხოვების ერთადერთი პლუსი სწორედ შვილია. თან ირაკლი მაღალი ბიჭია და, ვინც არ იცის, ყველას ჩემი ერთ-ერთი ძმა ჰგონია..“
ამის შემდეგ ნინო კიდევ ერთხელ იყო ქორწინებაში. მისი ქმარი კოტე გოგელია იყო, რომელიც ახლა მაკა ასათიანის მეუღლეა.
საზოგადოება ნინოს და თორნიკეს შვილსაც ტელეეკრანებიდან იცნობს. ის სერიალში „ხელოვნური სუნთქვა“ მთავარი გმირის ბავშობას ასახიარებს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ვინ არის მამულიჩას პირველი ცოლი და როგორ ცხოვრობს ის
ყველა ქალი, ვისაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ
ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები