Digest Logo

ირანელი გოგო უყვარდა... - ნიკა მელიას უცნობი სასიყვარულო ისტორიები

1613542800
ნიკა მელიას მეუღლე

17 თებერვალს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ ნიკანორ მელიას პოპულარობა გაიზარდა. 

საზოგადოებას მისი ქურთუკის გარდა, ცხოვრებისეული ამბებიც აინტერესებს.

სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში „დაიჯესტი“ მელიას სასიყვარულო ისტორიებს გიამბობთ.

მისი მეუღლე, ბიოლოგი, მაიკო ბეგიაშვილია. წყვილს ერთი შვილი, ალექსანდრე, ჰყავს.

 

 

ნიკა ბეგიაშვილთან ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, შესაბამისად საზოგადოებას დიდი ინტერესი ჰოქნდა ვინ იყო მელიას რჩეული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად მაიკოს არც პოლიტიკოსის მამა, ანზორ მელია იცნობდა.

როგორც ის მედიასთან განმარტავდა, მაიკოს შორიდან იცნობდა და იცოდა, რომ კარგი ოჯახის შვილი იყო.

ნიკას და მაიკოს შვილს დაბადების დღე 21 დეკემბერს ჰქონდა და პოლიტიკოსმა შვილის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„გაეღვიძა, ვერ იძინებს. ეიფორიით ხსნის საჩუქრებს“,- წერია ვიდეოს აღწერაში. ალექსანდრე 6 წლის გახდა.

საინტერესოა ისიც, რომ კულუარული ინფორმაციით ნიკას მაიკომდე ერთი იარანელი ქალი, გაზელი ჰყვარებია...

ეს ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა ნიკა ლონდონში ცხოვრობდა.

ოჯახი არ იყო მათი ქორწინების წინააღმდეგი, გოგო მზად იყო, ქრისტიანობა მიეღო, მაგრამ... ქორწინებამდე საქმე მაინც ვერ მივიდა.

„არავინ წინააღმდეგი არ წასულა, მაგრამ მაინც არ შედგა, ალბათ, ორივეში გაიღვიძა ფობიამ, რომ ერთი კულტურა საბოლოოდ მეორეს ვერ გაუგებდა... დღემდე გვაქვს ურთიერთობა სოციალური ქსელებით. ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში...“- იხსენებს მელია.

რაც შეეხება პირველ სიყვარულს, მას დიდი სიყვარული 15 წლის ასაკში ეწვია და „დაამუნჯა.“

„15 წლისას მეზობლის გოგო მიყვარდა. დანახვისას ხმას ვერ ვიღებდი”,- ჰყვება ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკა მელია.

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

როგორ დაეხმარა ივანიშვილი ბოკერიას დაქორწინებაში - აქამდე უცნობი ისტორია

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე