Digest Logo

ჯინაზე გავთხოვდი, ჩემი ქმარი ჩემზე ძალადობდა... შიშები ახლაც დამრჩა - სარიშვილის პირადი ცხოვრების დეტალები

1612385827
ირინა სარიშვილი - პოლიტიკოსი

პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა გადაცემაში „შორენას ეფექტი“ თავის პირადი ცხოვრების პიკანტურ დეტალებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ 10 წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინდა. მისივე თქმით, თავისი მეუღლე მასზე 3 წლის განმავლობაში ძალადობდა.  

„ჯინაზე გავთხოვდი, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო… ალბათ, მომწონდა, მაგრამ საკმაოდ მძიმე 3 წელი გამოვიარე.

რბილად რომ ვთქვა, იყო ძალადობა. ის ახლა თავისთვის ცხოვრობს, არავის ბრალი არ ყოფილა, ჩემი ბრალი იყო, ჩემი გადაწყვეტილება იყო… ვფიქრობდი - ალბათ, ყველა ასე ცხოვრობს-თქო. ოღონდ, მშობლებმა არაფერი იცოდნენ. მერე დასრულდა ჩვენი ურთიერთობა, იმედი მაქვს, ის ადამიანიც მოეგო გონს.

რატომ არ გავშორდი 3 წლის განმავლობაში ? მერე აფორიზმივით ჩამოვაყალიბე, ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ქალმა და ალბათ კაცმაც, ჩაიდინოს, ეს არის ურთიერთობის შეცოდების გამო შენარჩუნება, როგორც კი შეატყობ, რომ ადამიანი გეცოდება, შორს უნდა წახვიდე.

რაღაც პერიოდის მერე ბრაზიც გამდის, წყენაც… ერთადერთი, ფიზიკურად დამრჩა შიშები, რაღაცის გატეხვისა და კარის მობრახუნების ხმაზე მექანიკურად დამრჩა რეაქცია…“, - ამბობს სარიშვილი

აგრეთვე დაგაინტერესსებთ:

2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები

სხირტლაძე დედის გვარია, ჩემი ნამდვილი გვარია... ბებია კი სომეხი მყავდა - უცნობი ამბები დუტა სხირტლაძეზე

30 წლით უმცროსი ცოლი და რეკორდულად მაღალი ხელფასი - ამბები დავით საგანელიძის შესახებ