Digest Logo

ქართველი სელებრითები, რომელთა სიყვარულის ისტორია გადასაღებ მოედანზე დაიწყო

1604589039
სელებრითები სცენაზე

გადასაღები მოედნიდან, სცენიდან დაწყებული სიყვარულის ისტორიები რეალურ ცხოვრებაში ვითარდება და მეწყვილეებს ერთმანეთს აახლოებს.

დაიჯესტი“ მოგიყვებათ წყვილების შესახებ, რომელთა სიყვარულის ისტორია სცენაზე დაიწყო.

⚪ გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა

giorgi-vardosanidze-da-salome-chachua_o_h.jpeg

წყვილის ისტორია მეგა შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დაიწყო.

მსახიობ გიორგი ვარდოსანიძისა და მოცეკვავე სალო ჭაჭუას სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო. მათ ერთმანეთი სპექტაკლ „ვერის უბნის მელოდების“ დროს გაიცნეს, სადაც მიწვეულნი იყო როგორც სალომე, აგრეთვე გიორგიც. პირველად სწორედ ამ სპექტაკლის დროს გაიცნო წყვილმა ერთმანეთი მუს-კომედიის თეატრში რეპეტიციებისას, სადაც მათი ურთიერთობა როლებისთვის ერთ თვეს გაგრძელდა, შემდეგ გადაინაცვლეს რკინიგზელთა სასახლეში, სადაც, ასევე, რამდენიმე თვე დაhყვეს და ბოლოს წავიდნენ ბათუმში, სადაც შედგა სპექტაკლის პრემიერა.

შემდეგ იყო მეგა პროექტი და მათი ურთიერთობა ქორწილით დაგვირგვინდა. ახლა ისინი დაშორებულები არიან და ამ თემაზე ნაკლებად საუბრობენ.

⚪ თორნიკე გოგრიჭიანი და ნინო ქორიძე

tornike-gogrichiani-da-nino-koridze_o_h.jpeg

სამეფო კარის კანცლერის, კახა ქორიძის ქალიშვილი, ნინო ქორიძე თბილისში მუდამ პოპულარობით სარგებლობდა. ნინო ქორიძემ რამდენიმე წლის წინ მსახიობ თორნიკე გოგორიჭიანზე იქორწინა. თორნიკე 24 წლის იყო, ნინო 37-ის.

მათი სიყვარულის ისტორიაც სცენაზე დაიწყო. წყვილმა ერთმანეთი სერიალის „გოგონა გარეუბნიდან“ გადაღებებზე გაიცნო და მათი სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა.

⚪ ანი ბებია და ილო ბეროშვილი

ani-bebia-da-ilo-beroshvili_o_h.jpeg

მსახიობ წყვილს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. პოპულარული ცოლ-ქმარი ტელეეკრანებზე ერთად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სერიალის გმირს შავლეგ მადლიანს ვაკეში არსებული აფთიაქის ფარმაცევტი შეუყვარდა. ფარმაცევტის როლს ანი ბებია ასრულებდა.

სერიალში დაწყებული რომანი კი რეალურ ცხოვრებაში გაგრძელდა და ქორწინებით დაგვირგვინდა. მათ ერთი შვილი, ჯერი, ჰყავთ.

⚪ გიორგი ტაბიძე და ნინა ლორთქიფანიძე

giorgi-tabidze-da-nina-lortkiphanidze_o_h.jpeg

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირები, სანი და ელენე, დაინიშნენ. გიორგი ტაბიძე და ნინა ლორთქიფანიძე ახალგაზრდა მსახიობები არიან, რომელთა სიყვარულის ისტორია გადასაღებ მოედანზე დაიწყო. ისინი ცოტა ხნის წინ დაოჯახდნენ.

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ზურა ხაჩიძემ ამერიკაში კონცერტი გამართა

ტოპ 7 სექსუალური ქართველი ბიჭი - ფოტოები, რომლებიც ცხელ ჩაიზე მეტად გაგათბობთ

ცნობილები, რომლებიც წინაპრების პროფესიულ კვალს მიჰყვებიან