ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პროპორციული არჩევნების შედეგები სრულად დათვლილია.
დაიჯესტი გთავაზობთ 4 ცნობილ ქართველს, რომლებმაც დეპუტატის მანდატი მოიპოვეს.
⚪ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე - მსახიობი, მომღერალი
⚪ ზაალ უდუმაშვილი - ყოფილი ტელეწამყვანი
⚪ მამუკა ხაზარაძე - ბიზნესმენი, TBC ბანკის ყოფილი დირექტორი
⚪ ვიქტორ სანიკიძე - კალათბურთელი
ცესკოს მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში 61 დეპუტატს შეიყვანს, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ 35 დეპუტატს, „ევროპული საქართველო“ 5 დეპუტატს, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ 4-4 დეპუტატს, ალეკო ელისაშვილი „მოქალაქეები“ 2 დეპუტატს, „ლეიბორისტები“ კი მხოლოდ 1 დეპუტატს.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ: