„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია და ეს დღე კარგია ცვლილებებისთვის, ასევე თუ ჯანმრთელობის პრობლემები თავს იჩენს, ეცადეთ მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მათი 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია 👇
ვერძი - შესაძლოა გაგიჩნდეთ ახლის გაკეთების სურვილი და აქ სიფრთხილე გმართებთ, არ არის კარგი რისკებზე წასვლა, თუმცა კარგი დღეა დაგეგმოთ მოგზაურობა.
კურო - სასურველია ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა რაც გავალიათ ბოლომდე მიიყვანოთ და არ გადადოთ შემდეგი დღეებისთვის.
ტყუპები - ეს დღე მნიშვნელოვანია ურთიერთობების კუთხით, შეიძლება გადავიდეს ახლა ეტაპზე. იფიქრეთ რა გჭირდებათ.
კირჩხიბი - მნიშვნელოვანია იყოთ ორგანიზებული, კარგი იქნება თუ ერთგვარ გეგმას შეადგენთ იმისთვის თუ როგორ იმოქმედოთ.
ლომი - შემოქმედებითი ენერგია ისევ თან გსდევთ და თუ რამე ახლის დაწყება გინდათ კარგი დროა, შეიძლება აღმოაჩინოთ ახალი ჰობიც.
ქალწული - მნიშვნელოვანი დღე იქნება თქვენთვის, შეიძლება მოგიწიოთ საუბრები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არც ისე სასურველი იქნება, თუმცა ეცადეთ იპოვოთ გამოსავალი და მიიღოთ სასურველი შედეგი.
სასწორი - დადებითი დღეა და იდეალური დღეა პრეზენტაციისთვის და სიახლეებისთვის, მარტივად შეძლებთ სხვებზე შთაბეჭდილების მიღებას.
მორიელი - შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზება, მაგრამ არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან შეიძლება ეს ყველაფერი ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორც თქვენ გგონიათ.
მშვილდოსანი - კარგი იქნება თუ ენერგიას კონკრეტული მიზნისკენ მიმართავთ, ეცადეთ ენერგია ტყუილად არ გაფლანგოთ.
თხის რქა - ემოციური დღეა და არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება. ეცადეთ დაასრულოთ საქმეები, რომელიც დაწყებული გაქვთ და არ დაიწყოთ ახალი საქმე.
მერწყული - შეიძლება დღევანდელი დღე ისე არ დაიწყოს, როგორც გქონდათ დაგეგმილი, თუმცა არ იდარდოთ რადგან ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ შეიცვლება. აჰყევით დღევანდელი დღის რიტმის და არ შეეწინააღმდეგოთ.
თევზები - კარგი იქნება იყოთ აქტიურები და გადადგათ ნაბიჯები იმ სურვილისთვის რაც გაქვთ, გამოავლინეთ ლიდერის თვისება და გახდით ინიციატორები, გადადგით ახალი ნაბიჯები.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: