განათლება, ღირებულებები, შინაგანი სამყარო და კულტურა კარგია, თუმცა როდესაც საქმე საჯარო პირს ეხება, არასაკამრისია, ხოლმე. უფრო მეტიც - მათ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი იმიჯია.
ყოფილა ისეთი შემთხვევბი, როდესაც კონკრეტული პირის ჩაცმულობის სტილმა ქვეყანაში მიმდინარე მნიშნელოვანი ამბავიც კი გადაფარა. მართალია მეორე დღეს, „ინგასა და კუკარაჩას ამბის მსგავსად“, არც მათი სტილი ახსოვდა ვინმეს, მაგარმ წნეხის გადატანა მაინც მოუწიათ.
მოკლედ გთვაზობთ ცნობილ და გავლენიან ქალებს, რომლებიც ჩაცმულობის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
1. ეკა ბესელია - ჩექმა
პირველი ამ ამბავზე ეკა ბესელია გაგვახსენდა. ისეთი არაფერი, მსგავსი პალტო ან ჩექმა თქვენს მეზობელს ან თუნდაც ნათესვას რომ სცმოდა, ვერც შეამჩნევდით, მაგარმ აი, ამ უწყინარი ფერებისა და ჩაცმის სტილისთვის, ეკა ბესელია საზოგადოებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.
2. ანი მიროტაძე - ფეხსაცმელი.
როგორც ფოტოზე ხედავთ, ანის ერთი ზომით დიდი ფეხსაცემლი აცვია. ალბათ, გაიფიქრეთ რა პრობლემაა, რაც უნდა ის ჩაიცვასო, მაგრამ არა, ბატონო, საზოგადოებამ ანი მიროტაძეს ეკა ბესელიაზე ნაკლები დღე არ დააწია.
3. სალომე ზურაბიშვილი - მთელი ლუქი
ახლა პრეზიდენტი განვიხილოთ, ვისაც არ დაეზარა, ყველამ მის მაისურსა და კაბაზე იჭორავა.
ზურაბიშვილს პირველი „დარტყმა“ გადატანილიც არ ჰქონდა, როდესაც ფეისბუკ მეგობრებს რჩევით მიმართა და კაბის არჩევაში დახმარება სთხოვა.
ხალხმა რაც ადრე დააკლო, ამ პოსტის კომენტარებში აანაზღაურა.
4. შეხვედრები გრძელდებოდა, პოლიტიკოსები საგარეო ურთიერთობების დასალაგებლად ქვეყნიდან-ქვეყანაში მოგზაურობდნენ. ხალხი კი ამ დროს, მთელი ყურადრებით მათ ჩაცმულობასა და იმიჯს აკვირდებოდა.
წლების წინ ქართველების მთელი ძალ-ღონე ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის ჩაცმის გაკრიტიკებას შეეწირა.
ღარიბაშვილს ფეხსაცმელები დაუწუნეს, მის მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს კი დგომის მანერა.
5. მიმი შელია - ფეხსაცმელები
ვინ იფიქრებდა, რომ ამ სიაში მოდელი მიმი შელია მოხვდებოდა, მაგრამ ინსტაგრამს რას გამოაპარებ. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ინტერნეტ ვარსკვლავის ფეხსაცმელები უყურადღებოდ დარჩა. თაყვანისმცემლებმა არც ის დაინდეს და პლატფორმის ძირიანი ფეხსაცმლის არჩევისთვის უგემოვნოდ გამოაცხადეს.