მომღერალი ქეთა თოფურია მეორე შვილს ელოდება. ბავშვის მამა მისი ახალი სიყვარული მილიონერი დიპლომატი ლევ ძენგოვია.
პირველ ქმართან დაშორებისა და რეპერ გუფთან არშემდგარი „ლავსთორის" შემდეგ ქეთამ მილიონერი დიპლომატი მის დაბადების დღეზე გაიცნო, სადაც მომღერალი ჯგუფთან ერთად მღეროდა.
მართალია, ქეთა ლევ ძენგოვის ოფიციალური ცოლი არ არის, მაგრამ წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობს.
ქეთა თოფურია უკვე მუცელს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.