რეჟისორი ქეთი დოლიძე პოპულარობას არ კარგავს, მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები პროფესიულ საქმიანობაზე მეტადაც კი ექცევა ყურადღების ცენტრში.
სკანდალური განცხადებებით ცნობილი ქეთი დოლიძე ჟურნალ-გაზეთების ყდაზეც, ხშირად გვინახავს და სატელევიზიო შოუებშიც, თუმცა საზოგადოებამ რეჟისორის ცხოვრების ბევრი მნიშნელოვაი დეტალი არ იცის.
დღეს „დაიჯესტი“ მისი პირადის მნიშვნელოვან ამბებს მოგიყვებათ.
მაშ ასე:
ქეთი დოლიძე ცნობილი რეჟისორის, სიკო დოლიძის შვილია. ქეთი 6 წლის ყოფილა, როდესაც დედამისი კიბოთი დაავადდა და გარდაიცვალა. 13 წლისამ კი შეიტყო, რომ მამამისის ცხოვრებაში სხვა ქალი - მეგი წულუკიძე გამოჩნდა. მეგი მაშინ ცნობილი მსახიობი იყო. თან კონსტანტინე გამსახურდიას ყოფილი ცოლი და სიკო დოლიძესთან ქორწინებას მთელი ქვეყანა განიხილავდა.
თურმე რეჟისორი ცეკაშიც კი დაიბარეს და მეგის ცოლად მოყვანა აუკრძალე, თუმცა სიკომ არ დაიშალა... დედის პორტრეტი ეკიდა სახლის მთავარ ოთახში. ისე მოხდა, რომ სასტუმრო ოთახიდან სამზარეულოში გადმოიტანეს, ერთ დღესაც კი გაქრა. მითხრეს, რომ გამოფენისთვის ამზადებდნენ და მხატვარს, რაღაც დეტალები უნდა დაესრულებინა. ეს ამბავი ძალიან გამიხარდა. ერთ დღეს მეგის დედა გახდა ცუდად, სანახავად მივედი და ვხედავ კარადის უკან დედაჩემის პორტრეტია... წამოვიღე მოვიტანე და ვთქვი - მხატვარმა დააბრუნა ეს პორტრეტი და ამიერიდან აქ იქნება-მეთქი - მამა ჩამეხუტა და მითხრა - ჩემი გადაწყვეტილება იყო, მეგი არაფერშუაშიაო...“
ქეთი დოლიძის სიყვარული
„სკოლაში ერთდროულად 7-8 ბიჭს ვუყვარდი. მაშინ იცით, როგორ გამოხატავდნენ სიყვარულს? მოვიდოდნენ და გკითხავდნენ - საშლელი ხომ არ გაქვს? კალამს ხომ ვერ მათხოვებ? მეკითხებოდნენ თავდახრილები...
პირველი დიდი სიყვარული 17 წლის ასაკში მეწვია. მაშინ კავაენზე გამოვდიოდი და ჩემზე უფროს კაცს შევუყვარდი. ჩემი ახლობლის ოჯახში იჯდა და ტიროდა, ისე უნდოდა ჩემთან ურთიერთობა. შემდეგ მე წავედი სოფელში დასასვენებლად, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მწერდა, ცოლობას მთხოვდა. ვეუბნებოდი, რომ არ ვიყავი ოჯახის შესაქმნელად მზად. მოზღვავებული იყო ეს გრძნობა, მე მივწერე რომ მოდი 2 თვე დავისვენოთ და შემდეგ ვნახოთ-თქოო, როცა დავბრუნდი თბილისში მას ჩემ მეგობართან დაუწყია რომანი. ჩემი მეგობარი მოვიდა და მითხრა - იცი რა ქეთი, თქვენ ისე გიყვარდათ ერთმანეთი, რომ ასეთი გრძნობა დროს ვერ უძლებს, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რადგან ასეთი ძლიერი გრძნობა მალე იწვისო - მე ვუთხარი ღმერთმა დაგლოცოს-მეთქი. სინამდვილეში, ძალიან მეწყინა. ისინი დაქორწინდნენ. ეს ამბავი ჩემს მეგობარს დღემდე ვერ ვაპატიე...
მეორე მთავრი და ნამდვილი სიყვარული საბჭოთა კინოს სექს-სიმბოლო რუსი მსახიობი იური ვასილიევი იყო.
„მამას დაურეკა რუსმა რეჟსორმა და სთხოვა, რომ თავისი მსახიობი და ერთი ჟურნალისტი მიეღო. არ ვიცოდი, ვინ იყო. წავედით დასახვედრად. როდესაც შორიდან დავინახე უკვე მივხვდი, რომ ის ჩემია და მე მისი. როდესაც პრემიერა დამთავრდა, 2 დღის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით . გასეირნება მცხეთაში, შიომღვიმეში, როგორც ხდება, ხოლმე. სხვათა შორის ასეთი ლეგენდა არსებობს, რომ შიომღვიმის მთებთან უნდა დაიძახო სახელი და თუ ექო მოგიბრუნდება ესე იგი სამუდამოდ გეყვარებათ ერთმანეთი, ჩვენ ერთმანეთის სახელები დავიძახეთ და დაგვიბრუნდა და მართლა დიდი სიყვარული იყო... მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ მან იძულებით შექმნა ოჯახი, ბავშვი უნდა დაბადებულიყო და... ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, მოკლედ ორივენი ავცდით ერთმანეთს. ძალიან არეული ვიყავი იმ პერიოდში და თითქოს ჩემი თავი ვაიძულე ოჯახი შემექმნა.
6 წლის განმავლობაში ვუყვარდი მსახიობს, რომელიც ნახევრად დაღესტნიდან იყო და ნახევრად აზერბაიჯანელი, მევედრებოდა ცოლად გავყოლოდი და ყოველთვის უარს ვეუბნებოდი, მერე ისე მოხდა, რომ შემთხვევით შევხვდი ლიტვაში და დავქორწინდი, მასთან ერთად უმძიმესი 13 თვე გავატარე ბაქოში.
ცუდად ვიყავი, დეპრესია დამეწყო. ჩამოვედი თბილისში და ფსიქიატრთან მივედი. მას დეტალურად მოვუყევი ჩემი მდგომარეობის შესახებ. ექიმმა ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ ეს ნოსტალგიის კლინიკური შემთხვევა იყო და თუ არ დავბრუნდებოდი თბილისში შეიძლებოდა უბრალოდ გული გამსკდომოდა და ასე დავშორდით...
კოკა ბზიავა ჩემი ბოლო სიყვარული იყო. ის ვარშავაში გავიცანი, ძალიან კარგი მეტალურგი იყო, ნამდვილი არისტოკრატი, ევროპელი ადამიანი. ძალიან დახვეწული, ყველა ამბობდა, ვაიმე, ქეთი, როგორი ინტელიგენტი ქმარი გყავსო.
მასთან 2 შვილი შემეძინა. ჩემზე ამბობდნენ შვილი არ ეყოილებაო, ეს მეც თავში მქონდა ჩაბეჭდილი და როცა შვილები გამნოჩნდა საოცრად ემოციური დედა ვიყავი. ახლა კი ყვებიან ჩემი შვილები რომ დედაჩემი სულ გვაკლდაო, მაგრამ ძალინ ვეფოფრებოდი და ვუფრთხილდებოდი მათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რატომ ხოცავდა სადისტურად მხოლოდ ქერათმიან გოგონებს სოხუმელი პოლიციელი
ქორწინება 27 წლით უმცროს ქალზე და 3-ჯერ შექმნილი ოჯახი - ამბები მალხაზ ქვრივიშვილზე