Digest Logo

ქორწინება 27 წლით უმცროს ქალზე და 3-ჯერ შექმნილი ოჯახი - ამბები მალხაზ ქვრივიშვილზე

1613032036
მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი

მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის პირადი ცხოვრება ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს, რადგან მისი სასიყვარულო ურთიერთობები და ოჯახები ხშირად იცვლიდა ფორმას. მსახიობმა მალხაზ ქვრივიშვილმა ოჯახი სამჯერ შექმნა, მისი ორი ქორ­წი­ნე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. აქედან ყველაზე სკანდალური კი მსა­ხი­ო­ბის მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა იყო, რო­დე­საც ცხოვრება 27 წლით უმ­ცროს მა­რი­ამ ახო­ბა­ძეს და­უ­კავ­ში­რა.

მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი თავის ახალგაზრდა ცოლთან, მარიამ ახობაძესთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა.
თანაცხოვრებამ და შემდგომ უკვე დაქორწინებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან მალხაზ ქვრივიშვილსა და მის მეუღლეს შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ დიდი იყო.

წყვილს საერთო შვილიც გაუჩნდა, თუმცა მათმა სიყარულმა დროს ვერ გაუძლო და ისინი დაშორდნენ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­რი­ა­მი მსა­ხი­ობ ანრი ბი­ბი­ნე­იშ­ვილს გაჰ­ყვა ცო­ლად, თუმ­ცა ეს ქორ­წი­ნე­ბაც უიღ­ბლო აღ­მონჩდა.

რამდენიმე უიღბლო ქორწინების შემდეგ მალხაზს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ოჯახი აღარ შეექმნა, მაგრამ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა სიყვარულზე, დიდი გრძნობა სწორედ მაშინ ეწვია. ქალი, რომელმაც აზრი შეაცვლევინა, ხათუნა ფეიქრიშვილი გახლავთ.

ხათუნა ფეიქრიშვილი საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე იყო. ერთხელ შემთხვევით მოხვდა სერიალში „ელიტარული დახმარება“, სადაც პრემიერმინისტრის როლი განასახიერა და სწორედ იქ შეხვდა მალხაზ ქვრივიშვილს.

„არ მეგონა, ცოლს კიდევ თუ მოვიყვანდი. ცხოვრებაში სულ სხვა მიზნები და გეგმები მქონდა, ბავშვებსა და ჩემს საქმეებზე ვიყავი გადართული. ბოლო წლებში ძალიან ჩაკეტილი ვიყავი. ჩემს პროფესიასა და პირად ცხოვრებაში იმედგაცრუებები ერთდროულად იყო. ამხელა პაუზის შემდეგ იმდენად კარგად შემოვიდა ხათო ჩემს სულში, რომ ცხოვრება ყველანაირად უკეთესობისკენ შეცვალა. ვთვლი, რომ ქალი ქმნის მამაკაცს. ხათუნა ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულეა. უკონფლიქტოა, დაძაბული სიტუაციები არ უყვარს. ასეთი ადამიანები მხოლოდ ჩემს ფანტაზიაში არსებობდნენ და მეგონა, ცხოვრებაში ვერ შევხვდებოდი“, - ამბობდა მალხაზ ქვრივიშვილი მესამე ქორწინების შემდეგ.

ხათუნა: „ერთი წლის განმავლობაში მეგობრები ვიყავით. რა თქმა უნდა, ორივე ვხვდებოდით, რომ ეს ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო, მაგრამ მალხაზი ინიციატივას არ იჩენდა. ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებდით, ბევრს ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, გავგიჟდი მის იუმორის გრძნობაზე“.

ხათუნა და მალხაზი დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რუსი მილიარდერის საყვარელი, ჭორები ჩეჩნეთის პრეზიდენტთან რომანზე და სხვა ამბები თინა კანდელაკის შესახებ

სოფიკოს თავში აუვარდა, ყველას ზემოდან გვიყურებდა, მის სიკვდილზე არანაირი ემოცია არ მქონია - გიორგი შენგელაიას ცხოვრება

რატომ უნდოდა მაკა მახარაძეს მტკვარში თავის დახრჩობა და რატომ დაშორდა ქმარს - ცოტა რამ მის ოჯახზე