
იურისტის, პოლიტიკოსის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრის, ნიკოლოზ რურუას შესახებ ბევრი რამ ცნობილი არაა. ის ნაკლებად საუბრობდა ოჯახურ გარემოცვასა და პირად ცხოვრებაზე. ამბობდა, რომ პირადი იმიტომაა პირადი, რომ მარტო მას ეხება...
„დაიჯესტი“ ეცდება, რურუას შესახებ აქამდე უცნობი ისტორიები მოგიყვეთ...
ბავშვობა
ცნობისმოყვარე ვიყავი 9 თუ 10 წლის ვიყავი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია რუსულიდან ქართულად ვთარგმნე... მივხვდი, რომ კარგი რაღაც უნდა ყოფილიყო, ჰოდა მეც გადავთარგმნე. მახსოვს მამას ვაჩვენე და ცხოვრებაში პირველად შექება დავიმსახურე.
მამა ყოველთვის მკაცრი იყო, რაც ვფიქრობ, კარგი მიდგომა არაა. ბავშვი უნდა შეაქო კიდეც და არ უნდა დაძაბო, მას „ფრთები არ უნდა მოაჭრა“, რათა რეალიზდეს....
დედა მოსიყვარულე და დამთმობი იყო, მამას არ ჰგავდა.
მამას ყოველდღიურად ვერ ვნახულობდი. სულ გადაღებებზე დადიოდა... მეც მივყვებოდი, ხოლმე. მაინტერესებდა კინოს მიღმა კადრები, ვესწრებოდი გადაღებას და შემიყვარდა ხელოვნება.
სტუდენტობა
ჩემი სტუდენტობის დროს საბჭოთა კავშირი დაიშალა. მაშინ კერძო პროდიუსერები არ არსებობდნენ, სახელმწიფოს მხრიდან კი ყოველგვარი დაფინანსების სისტემა მოიშალა, ამიტომ სწავლა სამართლის სფეროში განვაგრძე. გადავწყვიტე, რომ ეს სფერო ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა...
სამართლის ფაკულტეტი ამერიკაში დავამთავრე. იქიდან რომ დავბრუნდი, ერთმა მეგობარმა ზურაბ ჟვანია გამაცნო. მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ არ არსებობდა. მე და ჟვანიას კიდევ რამდენიმე საერთო მეგობარი გვყავდა და ასე ჩავერთე პოლიტიკაში.
აქტიური სტუდენტი ნამდვილად ვიყავი, ომშიც საკუთარი ნებით წავედი... ზუსტად არ მახსოვს - 22-23 წლის ვიქნებოდი. „მხედრიონელებთან“ ერთად ვიყავი. 800 მათგანი იქ დაიღუპა.
მხედრიონის წლები
„მაშინ ქართული ჯარი არ არსებობდა. გვარდიაც ემბრიონულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ომში ვნახე ის უთავბოლობა, რაც არავის ბრალი არ იყო, მაგრამ ამავდროულად, ყველას ბრალი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ, ფაქტობრივად, დაგვენგრა ყველაფერი.
სამოქალაქო ომმა ახალი სახელმწიფო სისტემის მშენებლობა გამორიცხა და ამ პერიოდში ომის წამოწყება არასწორი ნაბიჯი იყო. იქ ჩასვლისთანავე მივხვდი, რომ ეს წაგებული ომი გახლდათ. ბევრი ვაჟკაცობის მოწმე გავხდი. ბიჭები ყველანაირი წვრთნისა და მომზადების გარეშე ებმებოდნენ ომში და იღუპებოდნენ.
მაგალითად, ჩემი მეგობარი, ლევან აბაშიძე საღამოს ვნახე და მითხრა, რომ დილით აფხაზეთში მიდიოდა (მაშინ თბილისში ცოტა ხნით ვიყავი ჩამოსული). ჩავიდა თუ არა, იმავე დღეს დაიღუპა... რომ ამბობენ, იქ რაღაც მხეცობები ხდებოდაო, - ტყუილია.
მხეცობები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სეპარატისტების მიერ დაქირავებული მეომრების მხრიდან დაიწყო მაშინ, როცა ჩვენმა ძალებმა სოხუმი დატოვეს. ამის შესახებ პროკურატურაში 500-მდე საქმე დევს. ეს არის წარმოუდგენელი მხეცობის ფაქტები, დაუცველი ხალხის წინააღმდეგ - ნამდვილი ეთნიკური წმენდა.“
ნახირში გაქცევა
17 წლის ასაკში ჩხუბი მომივიდა და ცოტახანი სვანეთში ნახირში ვიყავი. მაშინ ვიყავი ჩემს მეგობართან და მანდ ვნახე პირვერლად მკაცრი, ცივი ზამთარი. ისინი ყოველდღე შრომობდნენ დაუღალავად დილიდან საღამომდე. მევ ვეხმარებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ მთხოვდა.
მთელი ზამთარი იქ გავატარე... სვანეთი როგორც მეორე სახლი ისე იყო.
მაშინ 80-იან წლებში ცოტა აცვენილები ვიყავით. გაორება მქონდა, მე-6 კლასიდან კარგად აღარ ვსწავლობდი...
ეს უსამართლო გარემო იყო, რამაც უამრავი ადამიანი შეიწირა...
მინისტრობა
პრეზიდენტმა ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად შემომთავაზა. მაშინდელი კულტურის მინისტრი, გია ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს. მოსაფიქრებლად 2-3 დღე ვთხოვე.
ვიფიქრე, ავწონ-დავწონე, მივხვდი, რომ ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო და ამიტომ დავთანხმდი. გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა მამასაც ვკითხე.
მან მითხრა: „უამრავ ისეთ ადამიანთან გექნება საქმე, ვისაც ვერაფერს გააგებინებ, ამიტომ ბევრი ნაწყენი გეყოლება და მაგ გადაწყვეტილების მიღებას არ გირჩევო“.
პირველი მეუღლე
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ჩემი სამზარეულოს წესები“ ხომ გახსოვთ? ნიკას პირველი ცოლი ამ პროექტის მონაწილე სოფო გორაძე გახლდათ. ის შვილთან, ლიზასთან ერთად იღებდა მონაწილეობას. როგორც ნიკა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ლიზას კულინარია ძალიან აინტერესებს და სურს, ქართული სამზარეულო მთელს მსოფლიოს გააცნოს, ისე როგორც იტალიელებმა ყველას შეაყვარეს პიცა...
როგორც ცნობილია, სოფო გორგაძე თელავის რაიონის, სოფელ შალაურში მესამე ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.
ნიკა რურუაზე დაქორწინებამდე ის ლაშა თაბუკაშვილის ცოლი იყო. თაბუკაშვილთან დაშორების შემდეგ, ის ნიკა რურუაზე დაქორწინდა. წყვილს ტყუპები - ლიზი და მარიამი ჰყავს, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ.
უკანონო ქორწინება
ნიკა მეორედ აღარ დაქორწინებულა. მას საქყვარელი ქალისგან ვაჟი, გიორგი ჰყვას. როგორც თავად ამბობს, საჭირო არაა ერქვას ურთიერთობას სახელი, მთავარია ერთმანეთის პატივიცემა იყოს და მნიშვნელობა არ აქვს ცოლი ერქმევა თუ ქმარი.
შვილები
ნიკას 3 შვილი ჰყავს. ტყუპი გოგოები პირველი ცოლისგან და ვაჟი.
როგორც თავად ამბობდა, ძალიან მკაცრი არ იყო. შვილებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
გოგოებთან ურთიერთობას რაც შეეხება, პირად თემებზე არ საუბრობდნენ, მაგრამ როდესაც რჩევა სჭირდებოდათ, მამა ყოველთვის მათ გვერდით იყო.
ძირითადად წიგნებზე საუბრობდნენ...
როგორც თავად ნიკა აღნიშნავდა, ყოველდღე 2 საათით აუცილებლად კითხულობდა წიგნს.
თავადაც არის წიგნის ავტორი სახელწოდებით „50 ალბომით შემოპარული თავისუფლება“...
წიგნი მუსიკალურადაა გაფორმებული და საუნდტრეკიც აქვს...
დასავლურმა „რბილმა ძალამ“ – იქნებოდა ეს ამერიკული ჯაზი თუ კინემატოგრაფია, ლიტერატურა თუ როკ-ენ-როლი – ჯერ საბჭოთა იდეოლოგიის გაშიშვლება და მერე კი აღსასრული დააჩქარა;
„მან მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ „ხე ნაყოფით გამოიცნობა“ – ანუ საბჭოეთში მცხოვრებთათვის ნათელყო, რომ დასავლური სისტემა, თავისუფალი ბაზრითა და სიტყვის თავისუფლებით, კაპიტალიზმითა და კერძო საკუთრებით უფრო ღირებულ შედეგს ქმნიდა, ვიდრე მარქსისტულ-ლენინისტური სოციალიზმი მისი ხუთწლედებით, „გმირი დედებითა“ და მოწინავე მწველავებით.
თავისუფალი სამყაროს ეს „ნაყოფი“ ყველაზე დამარწმუნებელი არგუმენტი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომელი იდეოლოგია სჯობდა სუპერსახელმწიფოთა ჭიდილში – სოციალისტური თუ კაპიტალისტური, კომუნისტური თუ დემოკრატიული“,- ვკითხულობთ წიგნის აღწერაში.
გარდაცვალება
ნიკა 2018 წლის 4 დეკემბერს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი ცხედარი, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის სახლში დედამ ნახა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
სავარაუდოდ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარება რურუას დედამ გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ორი ქორწინება, შვილმკვდარი მამა - „ღიმილის ბიჭის“ სევდიანი ისტორია
მშობლები მასთან ურთიერთობას მიშლიდნენ, რობერტს ჩუმად გავყევი – ბარძიმაშვილის მეუღლე