ინჟინერ-არქიტექტორმა გიგო გეგელაშვილმა წლების წინ ფოტოაპარატი მოიმარჯვა ხელში და ფოტოხელოვნების სამყაროს ეზიარა. როგორც ის ჟურნალ სარკეს უყვება უყვარს პორტრეტებზე მუშაობა, განსაკუთრებით კი ქალების გადაღება, რადგან მათში იმას ხედავს, რაც ბევრისთვის დაფარულია – სიძლიერეს.
– გიგო, ინჟინერ-არქიტექტორი კაცი ფოტოგრაფი როგორ გახდით?
– ბავშვობიდან ვხატავდი, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში სივრცის დიზაინს ვსწავლობდი. მამაც მხატვარი მყავს და შეიძლება ითქვას, რომ ეს ნიჭი გენეტიკურია. ბავშვობაში ვძერწავდი და ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. სტუდენტობისას ფირის აპარატით ვიღებდი, თავიდან ჰობი იყო, მერე სერიოზულად დავინტერესდი და ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
– როგორც ვიცი, კიდევ რამდენიმე პროფესია გაქვთ.
– თავიდან ვსწავლობდი აგრარულ უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე, მერე სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ იყო სასულიერო აკადემია, სადაც ხატწერას ვეუფლებოდი. საბოლოოდ ფოტოგრაფიაში ვიპოვე ჩემი ადგილი. 10 წელზე მეტია ამ სფეროში ვარ.
– კერძო შეკვეთებზე მუშაობთ, იღებთ ქორწილებს და ალბათ თავგადასავლებიც გექნებათ. გაიხსენეთ ერთ-ერთი.
– იყო შემთხვევა, როცა პატარძალს მოვეწონე. ქორწილის შემდეგ მუდმივად მობილურზე მირეკავდა. ნახევარი საათის შემდეგ ტელეფონი ავტომატურად ითიშებოდა, მაგრამ ისევ თავიდან მირეკავდა და თავის ისტორიებს მიყვებოდა.
– შეხვდით?
– არა. მას ჰქონდა ოჯახი და არ მინდოდა, მესამე პირი ვყოფილიყავი.
⚪აგრეთვე წაიკითხეთ:
თავხედურად დავარღვიე გაუთქმელობის შეთანხმება - რა საიდუმლოს გვიმხელს ნანუკა ჟორჟოლიანი
მიმტანი შვილი, ჩაცხრილული ბიძაშვილი, ცხოვრების სიყვარული... - ცოტა რამ მამუკა ხაზარაძის ცხოვრებაზე
წყარო: sarkenews.ge