Digest Logo

თავხედურად დავარღვიე გაუთქმელობის შეთანხმება - რა საიდუმლოს გვიმხელს ნანუკა ჟორჟოლიანი

1610190731
ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიტიკაში 2020

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ თავხედურად დაარღვია გაუთქმელობის შეთანხმება, რომელიც მის მეგობართან ჰქონდა დადებული.

როგორც ნანუკა წერს, ეს არის გოგო, რომელიც „ნანუკას შოუში“ უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, მის ვინაობას კი ნანუკა ანონიმურად ტოვებდა, რადგან სოფია ჭყონიას ესე სურდა.

დღეს კი ნანუკამ უცხოური გამოცემის ბმული გააზიარა, სადაც სოფია ჭყონიას შესახებ ვრცელი სტატია დაიწერა სათაურით - ვინ მართავს სინამდვილეში საქართველოს მოდას? დემნა არა.

„დაიჯესტი“ ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ამ ამბის მიღმა ყველა ჩემი გადაცემის შემდეგ ირჩევს გმირს და ცხოვრებას უცვლის. კი მაფრთხილებს ჩემი სახელი არ ახსენოო, მაგრამ თავხედურად დავარღვიე გაუთქმელობის შეთანხმება. თუ გამომიცხადებია რომ კეთილი ანონიმი ჩემ სტუმარს დაეხმარა, ხშირ შემთხვევაში ეს გოგო ყოფილა“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საინტერესო ამბებს⤵️

ვინ არის ყველაზე ხანდაზმული „კანონიერი ქურდი“ , რომელიც გარდაიცვალა

3 დღე მორგში ვიარე, რათა მოსწონებოდათ... - რას ჰყვება ქირურგი, რომელმაც „კანონიერ ქურდებს“ ოპერაცია გაუკეთა

პირველად სიტყვა „მიყვარხარ“ მესიჯით მომწერა - ცნობილი წყვილის „სათავგადასავლო“ ცხოვრება

ორი კვირისას აღმომაჩნდა სეფსისი, 15 ოპერაცია გამიკეთეს - მარიამ სადღობელაშვილის საოცარი ისტორია