Digest Logo

კოვიდდადებითები - ქართველი ცნობილები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

1602834639
ქართველი ცნობილები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

საქართველო უკვე მე-9 თვეა კორონავირუსის წინააღამდეგ იბრძვის, ქვეყენაში ბოლო რამდენიმე დღეა ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება, მაგალითად გუშინ 15 ოქტომბერს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც მზარდია, ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულია 15327, გამოჯანმრთელებულია 7613, ხოლო გარდაცვლილია 124 ადამიანი.

ავადმყოფობა არ განარჩევს არც სოციალურ სტატუსს. საქართველოში ვირუსი ბევრ ცნობად სახეს დაუდასტურდა, ზოგმა ის უკვე გადაიტანა, ზოგი კი ახლაც ებრძვის.

ავთო აბესლამიძე - მომღერალ ავთო აბესლამიძეს, რომელიც 2016 წლის „X ფაქტორის“ გამარჯვებული იყო, კორონავირუსი 6 ოქტომბერს დაუდასტურდა.

avto-abeslamidze_o_h.jpeg

„Covid 19 მომიბრძანდა ))) იმედია მშვიდობით გავაცილებ“,- წერდა აბესლამიძე.

ნოდიკო ტატიაშვილი - მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის კორონავირუსი 14 ოქტომბერს დაუდასტურდა.

როგორც მან „დაიჯესტთან“ საუბრისას განაცხადა, არანაირი სიმპტომი არ აქვს და ტესტი მხოლოდ იმიტომ გაიკეთა, რომ ინფიცირებულთან ჰქონდა შეხვედრა.

nodiko-tatishvili_o_h.jpeg

ზურა ბალანჩივაძე - „იმედის“ ჟურნალისტს ზურა ბალანჩივაძეს კორონავირუსი 3 ოქტომბერს დაუდასტურდა

მას ერთგავრი საკარანტინო დღიური აქვს გაკეთებული და ფეისბუქ გვერდზე მეგობრებს ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის, თუ როგორ ატარებს დროს კარანტინში, როგორ გრძნობს თავს.

გუშინ ზურას მდგომარეობა დამძიმდა, მას პნევმონია დაუდასტურდა.

zura-balanchivadze_o_h.jpeg

თაკო ჩარკვიანი - სტრატეგია „აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. ის უკვე თავს კარგად გრძნობს.

tako-charkviani_o_h.jpeg

თეონა ცხომელიძე - „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. თეონა საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის შესახებ სოციალური ქსელიდან ხშირად აწვდიდა ინფორმაციას.

მკურნალობის დასრულების შემდეგ, თეონას ტესტმა კორონაზე კიდევ დადებითი პასუხი აჩვენა. ჟურნალისტმა კორონავირუსი 28 სექტემბერს საბოლოოდ დაამარცხა.

teona-tskhomelidze_o_h.jpeg

შოთა არველაძე - საფეხბურთო კლუბ ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი 23 სექტემბერს დაუდასტურდა.

ინფიცირების გამო, შოთა არველაძემ გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის თამაშისას ვერ უხელმძღვანელა.

shoti-arveladze_o_h.jpeg

ვიკა ბუკია - „ტვ პირველი“ჟურნალისტს ვიკა ბუკიასა კორონავირუსის დიაგნოზი 16 სექტემბერს დაუსვეს.

ვიკას, როგორც მისი პოსტებიდან ჩანდა, ვირუსი საკმაოდ მძიმე ფორმებში ჰქონდა. ის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსს, მეუღლესთან, ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად მკურნალობდა.

vika-bukia_o_h.jpeg

ლევან გოგიჩაიშვილი - დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის 16 სექტემბერს დაუდასტურდა.

როგორც გოგიჩაიშვილი ამბობდა, მისთვის უცნობი იყო, ვინ ან რა გახდა კორონავირუსით ინფიცირების წყარო.

კახა მიქიაშვილი - საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომელსა და მსახიობს, კახა მიქიაშვილს 10 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა საპატრიარქოს არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს.

kakha-mikiashvili_o_h.jpeg

თეონა ჩაჩუა და გიორიგი დანელია - ინფლუენსერ თეონა ჩაჩუას და მის მეუღლეს გიორგი დანელიას კორონავირუსი 9 ოქტომბერს დაუდასტურდათ. წყვილი სახლში გადის მკურნალობას, მათ ვირუსი რთულ ფორმაში არ აქვთ.

„ყველას გვგონია, რომ ეს ყველაფერი სადღაც სხვაგან ხდება. თურმე არა, ამ წამს ჩემს თავს ხდება. 2-დღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ამაზე გვესაუბრა და მინიმუმ დავხმარებოდით სხვებს გაეაზრებინათ რისკი და უსაფრთხოების ზომების დაცვის აუცილებლობა“,- წერს გიორგი დანელია სოციალურ ქსელში.

teona-chachua-da-giorigi-danelia_o_h.jpeg

ნიკოლოზ გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინეს, მისი ინფიცირების წყარო თანამშრომელი გახდა.

nikoloz-gamkrelidze_o_h.jpeg