Digest Logo

კრახით დასრულებული 4 სიყვარულის ისტორია - როდესაც გგონია, რომ ის ის არის

1607513862
ასდგფდფგსფგჰსფგ

ცხოვრება რომ სერიალია, ალბათ, დამეთანხმებით. ამ სერიალის თითოეულ სერიას კი ჩვენ ვწერთ. ცხოვრების ზოგიერთ ეტაპზე გვგონია, რომ სიყვარული ვიპოვეთ, თუმცა ამაოდ...

ადამიანს ხშირად გემოვნება ეცვლება, რასაც თან სდევს ღირებულებების ცვლა. შესაბამისად, მისი მეორე ნახევრის იდეალიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული პიროვნებაა.

ამიტომაა ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული რომ ხარ სხვადასხვა ადამიანით, გგონია ისაა, იპოვე ვისაც ეძებდი, მაგრამ ამაოდ...

„დაიჯესტი“ მოგიყვებათ იმ ადამიანების სიყვარულის შესახებ, რომლებმაც მეგზურები „არასწორად“ ამოირჩიეს და მათი სიყვარულის ისტორია მალევე დამთავრდა.

⚪ ხატია წერეთელი - ეპატაჟური მომღერლისა და მისი „ყოფილი“ სიყვარულის, იმედა ვახტანგიშვილის, ისტორია მალევე დასრულდა. საზოგადოება ბევრს საუბრობდა მათზე, რადგან წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. მიუხედავად ასაკისა, ხატია სატელევიზიო სიუჟეტებში ამბობდა, რომ ერთად კომფორტულად იყვნენ და დაშორებას არ აპირებდნენ. თუმცა, „ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმემს განა?...“ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხატია იმედას დაშორდა, მიზეზი კი მეტად ბანალური რამ „სიხარბე“ იყო. როგორც ხატია ამბობს, იმედას მისგან მხოლოდ ფული და „კარგი ცხოვრება“ აინტერესებდა. ამ ამბის გამო, ბევრი ქალი უთანაგრძნობდა ხატიას, რადგან ყველა ქალმა იცის, რამდენად რთულია „შეჩვეული“ სიყვარულის დაკარგვა.

⚪ გიორგი წერეთელი - ქართული „მოლხენილი“ სიმღერების შემსრულებელზე ბევრი ქალი აფანატებს, თუმცა 8 მილიარდი ადამიანიდან, მან „ის ერთი“ ცხოვრების მეგზური არასწორად ამოირჩია. სამწუხაროდ, გიორგისა და ლოლა წერეთლის სასიყვარულო ისტორია „ჰეფიენდით“ არ დამთავრდა.

⚪ გიორგი ვარდოსანიძე - ყველა გოგოსთვის სასურველი მსახიობის სიყვარულის ისტორია დიდი ხანი არ გაგრძელებულა. „სცენის მტვერით“ დაწყებული სიყვარულის ისტორია, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელდა. გიორგისა და მოცეკვავე სალომე ჭაჭუას წყვილზე ბევრი ლაპარაკობდა, ალბათ, ბევრ გოგოსაც უნდოდა სალომეს ადგილას ყოფნა... სხვადასხვა სიუჟეტში წყვილი აღნიშნავდა, რომ ბედნიერი იყო, თუმცა, საბოლოოდ მიხვდენენ რომ ერთმანეთისვის დაბადებელები არ იყვნენ...

ნინი ბადურაშვილი - მომღერლის პირველი სიყვარულის შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმა ატყდა. ნინის სიყვარულის ობიექტი გარეგნობის გამო დაიწუნეს და წყვილს დიდი ხნის განმავლობაში „აბულინგებდნენ“. იმასაც ამბობდნენ, ნინი ფულის გამო გაჰყვა ბიზნესმენ, ირაკლი კუტალაძესო. რა მნიშვნელობა აქვს ხალხი რას იტყვის, მთავარია გრძნობები ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ ესეც აღარ შემორჩათ და ბავშვის გაჩენამდე დაშორდნენ.

⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:

VII, VIII დღესაც, შეიძლება, მსუბუქ პაციენტებში დაიწყოს გართულება - ექიმი

არიან თუ არა რისკჯგუფში ალერგიული პაციენტები - ექიმის რჩევები