„მთავარი არხის“ სამედიცინო გადაცემას ნანუკა ჟორჟოლიანი ესტუმრა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ისაუბრა. ნანუკა ყველას ურჩევს მონოდიეტებსა და ლიპოსაქციაზე უარი თქვან და წონის კორექცია ცხოვრების ჯანსაღი წესით მოახდინონ.
„ჩემი პრობლემა არ დაწყებულა მხოლოდ ფეხმძიმობის შემდეგ. ბავშვობიდან მქონდა ეს პრობლემა, თუმცა ორსულობამ დააყენა დღის წესრიგში და ფეხმძიმობის დროს მოვიმატე 48 კილო. სამშობიაროს დატოვების დღიდან ვცდილობდი წონის დაკლებას, ჩემმა ექსპერიმენტებმა, რომლებიც წლები გაგრძელდა, დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შემდგომ პანიკურ შეტევებზე. ყველას ვურჩევ, არასდროს გამოიყენოთ მონოდიეტები. მე გავიკეთე და ასევე ვურჩევ ყველას, რომ არ გაიკეთოთ ლიპოსაქცია ჭარბი წონის დროს, ის ეფექტურია მხოლოდ ლოკალური პრობლემის დროს, მაგრამ ამასაც ცოდნა უნდა, მერე აუცილებელია ვარჯიში…
ერთ დღეს ავიწონე და 100 კილომდე ორი კილო მაკლდა. დავიწყე ეტაპობრივი სწორი კვება, ჩემს ცხოვრებაში მანამდე საუზმე არ არსებობდა, ახლა კი აუცილებელია – მასში შედის კვერცხი, სხვადასხვა რამ, ზოგჯერ ტკბილის ჭამის უფლებასაც ვაძლევ თავს. დღეს ჩემთვის საუზმე რიტუალია. აუცილებელია წყალი. ახლა ჩემი თავის დიეტოლოგი ვარ, თუმცა არ არსებობს ამ ქალაქში დიეტოლოგი, რომელთანაც არ ვყოფილვარ.
გეტყვით ჩემს დღევანდელ რაციონს, მაგრამ მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ამის უკან დგას დღეში 700 კალორიის დაწვა, ველოსიპედზე, ან სარბენ ბილიკზე….“ - ამბობს ნანუკა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„შევეცდები, აგიხსნათ, თუ რა არის ასეთი მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი“ - აკაკი ავალიანი
🔵„ამ კვირაში 3 ურთულესი დღეა“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს