„ლევან, ცოტა ნაკლები რომ ილაპარაკო ტელევიზორში და ცოტა მეტად გადაარჩინო ხალხი, ბევრად უკეთესი იქნებოდა“ - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორს ლევან რატიანს.
სააკაშვილის თქმით, ლევან რატინიას კლინიკას ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს რეანიმაციის პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
„ლევან რატიანი ტელევიზორიდან არ გამოდის, უკაცრავად, ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს რეანიმაციის პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მე ყოველთვის პატივისცემით ვიყავი ლევანის მიმართ, მაგრამ ლევან, ცოტა ნაკლები რომ ილაპარაკო ტელევიზორში და ცოტა მეტად გადაარჩინო ხალხი, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს ქვეყანა არ არის თქვენი საგულაო და არ არის გასანადგურებელი, რომ ყელყელაობდეთ „ოცნების“ ღონისძიებებზე.
კი, გაგიშვით უცხოეთში სასწავლებლად, არა იმისთვის, რომ თანამონაწილეობდე შენი მოქალაქეების მკვლელობაში. მეტი არაფერი არ ჰქვია ამას, რასაც აკეთებს სამედიცინო ფუნქციონარები დღეს საქართველოში. ყველა, ვინც დღეს თანამშრომლობს დანაშაულებრივ რეჟიმთან, არის კოლაბორანტი და თავისი მოქალაქეების მკვლელობის თანამონაწილე. ნამდვილად არ ვაპირებ ენის მოჩლეფით გელაპარაკოთ. სიმართლე უნდა გითხრათ თვალებში. ყველანი კარგები ვართო, არაფერი კარგები არ ხართ. ყველა, ვინც დაეხეტებით იმ ღონისძიებებზე, ხართ თანამონაწილე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის განადგურების და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის. წერტილი. არ ვაპირებ, ენის მოჩლეფით ველაპარაკო ყველას, ვინც ანადგურებს ჩემს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა, ღირსება და ქართველი ერი გაგცემთ საკადრის პასუხს უახლოეს კვირეებსა და თვეებში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა „მთავარი არხის" ეთერში.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„სამტრედიასთან ბენზინგასამართ სადგურთან გავჩერდი და ..." - ნახეთ, რა შეემთხვა გიორგი ღოღობერიძეს
ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებით და წითელი ბოტასებით, რომელმაც ქონებით ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო