მსოფლიოს კიდევ ერთი მილიარდერი ჰყავს, ის ქართველი მიხეილ ლომთაძეა. მან ქონებით ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო. საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს მონაცემებით, ლომთაძე Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მე-600-ე ადგილზე იმყოფება და მის ანგარიშზე 5 მილიარდია.
ამ სტატიაში სწორედ ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთაძის შესახებ მოგიყვებით, გავიგოთ როგორია მილიარდერის ცხოვრება.
„ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ მდიდრები და არა მეფეები“, – აცხადებს მიხეილ ლომთაძე საკუთარ საბანკო-საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით.
მიხეილ ლომთაძე 1975 წელს ბათუმში დაიბადა. მან ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, სადაც მაგისტრის ხარისხიც მიიღო.
მამას სურდა შვილს ტექნიკური განხრით ესწავლა, თუმცა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა მის ასეთ დიდ წარმატებას.
ბიზნესმენს ერთი და ჰყავს, რომელიც მშობლების მსგავსად, ბათუმში ცხოვრობს.
მილიარდერმა ბაკალავრის MBA ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.
ბიზნესსაქმიანობა საქართველოში დაიწყო. კომპანია „ჯი-სი-ჯი აუდიტი“ დააფუძნა და მისი ხელმძღვანელობა ითავა. 2002 წელს ეს კომპანია „ერსტ ენდ იანგის“ შემადგენელი ნაწილი გახდა.
2002 წლიდან საქმიანობა რუსეთში დაიწყო. 2003 წლიდან ლომთაძე რუსეთის წამყვანი ლიზინგური კომპანია, „ეუროპლანის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, მოგვიანებით კი მისი თავმჯდომარე გახდა.
ყახაზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი – „კასპი ბანკი“ 1991 წელს შეიქმნა. თავდაპირველად, მისი სახელწოდება „ალ ბარაკა ყაზახსტანი“ იყო. 1997 წელს მან სახელი შეიცვალა და „კასპიისკი ბანკი“ გახდა.
2008 წლის 18 ნოემბრიდან ამ სტრუქტურაში კიდევ ერთხელ განხორციელდა რებრენდინგი და მას „კასპი ბანკი“ ეწოდა.
ლომთაძე ყაზახურ ბანკს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი მისვლით კომპანიამ ბევრი ინოვაციური პროექტი განახორციელა, რაც წარმატებით დასრულდა.
ლომთაძე ქველმოქმედებითაც გამოირჩევა.
„კასპიბანკის“ დამფუძნებლებმა, მიხეილ ლომთაძემ და ვიჩესლავ კიმმა, კორონავირუსის 100 ათასი ტესტი შეისყიდეს და ლაბოროტორიებს გადასცეს.
ის საქართველოსა და რუსეთში მოღვაწეობდა. 2008 წლიდან კი ყაზახურ „კასპი ბანკს“ ხელმძღვანელობს.
ქონება
ყაზახური კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ვიაჩესლავ კიმი და მიხეილ ლომთაძე მილიარდერები კომპანიის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად გახდნენ.
მიხეილ ლომთაძის ქონება კომპანიის საჯარო განთავსების შემდეგ თავდაპირველად $3.8 მილიარდ დოლარად შეფასდა. თავად Kaspi-მ 2019 წელს შემოსავლის სახით $1.3 მილიარდი დოლარი მიიღო, იმავე წელს მისი წმინდა მოგება $515 მილიონი დოლარი იყო. 2020 წლის პირველ ნახევარში კი ჯგუფმა $740 მილიონის შემოსავალი და $286 მილიონის წმინდა მოგება გამოიმუშავა.
Forbes-ის მილიარდერთა სიაში ამჟამად სულ ორი ქართველი მილიარდერი ირიცხება, მათგან პირველის - ბიძინა ივანიშვილის ქონება $4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მე-600 უმდიდრესი ადამიანია.
ყოველი ახალი ინოვაციური სერვისის წარდგენისას, ტრადიციულად, შავ პულოვერში, ჯინსებსა და წითელ ბოტასებში გამოწყობილი მიხეილ ლომთაძე, ძირითადად, მარტო დგას სცენაზე და დიდ ეკრანზე წარმოდგენილ სიახლეზე ქართველისთვის დამახასიათებელი ემოციურობით ლაპარაკობს, ისე, რომ აუდიტორიას ერთბაშად იპყრობს. მისი პრეზენტაციები ამ თვალსაზრისით ძალიან ჰგავს ახალი პროდუქტის სტივ ჯობსისეულ წარდგენებს. ალბათ, ამ და მისი სიახლეებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, მას ზოგჯერ მედია "ახალ ჯობსადაც" მოიხსენიებს.