
ცნობილი პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი თავის მიერ განვლილ გზაზე საუბრობს. ამბობს, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე შეჩერება მოუწია. გააანალიზა განვლილი გაზა, თავისი ყოველდღიურობა შეიცვალა და ოჯახისთვის უფრო საჭირო გახდა.
„ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც უნდა შეჩერდე და განვლილი გზა გააანალიზო. ზოგი უბრალოდ ამას აკეთებს, ზოგი იგნორირებას უკეთებს. მადლობა ღმერთს, საკუთარ თავს უფლება მივეცი, უკეთესად შევიცნო თავი…
ლოცვა ჩემი ცხოვრების რიტუალი და უდიდესი სიამოვნების მომტანი გახდა. ვსწავლობ, როგრ გავხდე ამ რეალობაში ბედნიერი. ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა, ოჯახისთვისაც უფრო სარგებლის მომტანი გავხდი…
ალკოჰოლის მეგობარი ვიყავი ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, უბრალოდ, ზოგი ამას ყურადრებას აქცევს, ზოგი – არა. ალკოჰოლის მოხმარება ხელს უშლის რეალური სამყაროს დანახვას, ამას მივხვდი და გადავწყვიტე, უარი მეთქვა. რაიმე სერიოზული ზიანი ჩემთვის არ მოუტანია. უბრალოდ, მიყვარდა ცხოვრება და მეგობრებთან ერთად მოლხენა“, - ამბობს კოტე მათითაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.