Digest Logo

„არ გამოტოვოთ ამ დღის „ოქროს წუთი“, ჩაიფიქრეთ სურვილი, გამოხატეთ მადლიერება და აუცილებლად გაუკეთეთ თქვენს საყვარელ ადამიანს საჩუქარი“ - ქეთი ოდიშელი ბუნიობაზე

1758362545
მზე და ბუნიობა

22 სექტემბერს, თბილისის დროით 22:19სთ-ზე მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რა დროსაც შემოდგომის ბუნიობა აღინიშნება. 

აღნიშნული მოვლენა  არის არა მხოლოდ ასტრონომიული შემოდგომის მაცნე, არამედ ის პლანეტაზე არსებული ყველა ბიოლოგიური ორგანიზმის ახალ რიტმზე გადასვლაზე მიანიშნებს.

შემოდგომის ბუნიობაზე ვრცლად ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს:

„შემოდგომის ბუნიობა: (წელს მზე გადადის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში 22 სექტემბერს 22:19 სთ-ზე, სწორედ ამ დროს აღინიშნება შემოდგომის ბუნიობა) ამ დღეს დედამიწის ღერძი მზის მიმართ დაიჭერს ვერტიკალურ მდგომარეობას, ამიტომ დღისა და ღამის ხანგრძლივობა იქნება ერთნაირი. (შემოდგომის დღეღამტოლობა).

ეს ერთ-ერთი ასტრობიოლოგიური წერტილია, რადგან არის არა მხოლოდ ასტრონომიული შემოდგომის მაცნე, არამედ მიანიშნებს პლანეტაზე არსებული ყველა ბიოლოგიური ორგანიზმის ახალ რიტმზე გადასვლაზე.

ყოველ წელს გვაქვს 4 მნიშვნელოვანი დღე:

გაზაფხულისა და შემოდგომის დღეღამტოლობა;

ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობა;

შემოდგომაზე სრულდება ფიზიკური აქტივობის ფაზა და იწყება შინაგანი ძვრების პერიოდი. ამიტომ, დადებული შედეგებითა და აღებული „მოსავლით“ გააკეთეთ ანალიზი, რა გამოგივიდათ? სად შეგეშალათ? რა უნდა გაასწოროთ?... იფიქრეთ...

გაზაფხულის დღეღამტოლობა იანური, მამაკაცური ენერგიის მატარებელია, რადგან იზრდება მზის ენერგია.
შემოდგომის დღეღამტოლობა კი ინური - ქალური ენერგიის ფაზის დასაწყისია.

ამიტომ მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა კულტურებსა და ტრადიციებში პატივს მიაგებენ დიდებულ (ქალ) ღვთაებებს, სამყაროს „დედას“. არაერთი დღესასწაული შეგიძლიათ ნახოთ ძველ ტრადიციებში. 21-23 სექტემბერს. (მაგ: ქრისტიანები 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას ზეიმობენ.).

ტრადიციულად დღეღამტოლობის დღეები განკუთვნილია სულიერი პროგრესისთვის, განვლილის გააზრებისა და თვითშეფასებისთვის. სასურველია მეტი მადლიერება გამოვხატოთ იმისთვის რაც გვაქვს და ვეძებოთ ის რაც გვჭირდება.

მნიშვნელოვანი ხდება ენერგიის დაზოგვაზე ფიქრი. თავისთავად შემოვა წონასწორობისა და სიმშვიდის განცდა, რაც ხელოვნების მოყვარული და შემოქმედი ადამიანებისთვის შესაძლოა შთაგონების წყაროც გახდეს. სასურველია მედიტაცია, სხვადასხვა რიტუალების ჩატარება.

ბუნება ემზადება ზამთრის ძილისთვის და საძირკველი ეყრება ახალ ენერგიას მომავალი ცხოვრების, სიცოცხლის ციკლისთვის. ბევრი ტრადიცია დავიწყებას მიეცა, დაიკარგა ძველი რიტუალების შესახებ ცოდნა, მაგრამ ამ დღეს, სადაც არ უნდა იყო შენ, შეჩერდი, გაიაზრე დედა ბუნების ნაჩუქარი ყველა სიკეთე და მადლობა უძღვენი მზეს, გარემომცველ სამყაროს.  არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ შენ, ქრისტიანი თუ მუსულმანი, ათეისტი თუ კერპთაყვანისმცემელი, რადგან ასეთ დღეს, როდესაც მოდის ძლიერი კოსმოსური ენერგიის ნაკადები, ბრძენი სამყარო აუცილებლად მიიღებს შენი მადლიერების სიტყვებს, შეისმენს შენს სურვილებს.

ახლა კი ვნახოთ რა კავშირი აქვს ამ 4 მნიშვნელოვან დღეს ასტროლოგიასთან:

ყველაფერი მარტივადაა, ამ დღეებში მზე გადადის კარდინალური ჯვრის ზოდიაქოს ნიშნებში, რომელიც ერთგვარი ძალის აკრეფის, სასტარტო წერტილებია.  შესაძლოა ამ დღემ სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ

დღეს აცხობენ ვაშლის, კომბოსტოს ღვეზელს, სუფრას ამშვენებენ სხვადასხვა ხილითა და კენკრით.
მიართმევენ განსაკუთრებულ სასმელს მზის ღვთაებას, თაფლი და სამკურნალო ბალახების ნაყენი, ხილის ნაყენი, რომელსაც მოაქვს ჯანმრთელობა, მდედრობითი სქესისთვის მომხიბვლელობა, სექსუალობა, ხოლო მამაკაცებისთვის სიმტკიცე და წარმატება.

სასურველია მიწაზე ფეხშიშველა სიარული. სიმდიდრის, კეთილდღეობის თილისმების დამზადება. დასკვნების გაკეთება, შეფასება განვლილისა, ეს არის მოსავლის აღების დრო! ამ სეზონის სიმბოლო სასწორია. ის მართალია ვენერას შვილია, მაგრამ არა სიყვარულის და განცდების იდეის გამო...

სასწორი უნდა გვახსენებდეს იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში ბალანსი და ზომიერებაა...

არ არის საჭირო იყოთ წმინდანი, ნურც ეშმაკის სახეს შექმნით საკუთარი თავისგან, თქვენ ხართ ადამიანი, შემოქმედის მშვენიერი, უნიკალური ქმნილება.

შეხვდით მზის ამოსვლას 22 სექტემბერს, გადით აივანზე, ან ღია ფანჯრიდან, სახით აღმოსავლეთისკენ, მიესალმეთ მზეს მიესალმეთ თქვენი და თქვენი სამყაროს ახალ ციკლს, ახალ დღეს.

გამოხატეთ მადლიერება და აუცილებლად გაუკეთეთ თქვენს საყვარელ ადამიანს საჩუქარი.
p.s. არ გამოტოვოთ ამ დღის „ოქროს წუთი“ (22:09 სთ-ზე ჩაიფიქრეთ სურვილი)“, - წერს ქეთი ოდიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არაა გამორიცხული, რომ ბევრ ქვეყანაში გლობალურად სახელმწიფო გადატრიალების ან საპროტესტო ტალღების მცდელობებმა იფეთქოს“ - გიორგი ლობჯანიძის პროგნოზი

დუდა სანაძის შვილი გაქრისტიანდა - პატარა ნინა ზაზა ფაჩულიამ მონათლა

როგორ აღნიშნა ჯანეტ ქერდიყოშვილის მამამ 65 წლის იუბილე - კადრები წვეულებიდან