2008 წლის 2 იანვარ მსახიობ ქეთი ხუციშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ავტოკატასტროფა, რომელმაც მსახიობის და 24 წლის ლიკა ხუციშვილი იმსხვერპლა, ნიშნობის დღეს მოხდა.
ახლად დაქოწრინებული წყვილი სიღნაღში მიდიოდა. საჭესთან ლიკას ქმარი იჯდა. ოჯახის ტრაგედია „ლუნამ“ „ფარულ კონვერტში” კიდევ ერთხელ გაიხსენა.
„ლიკა და გიორგი სიღნაღში რომ წავიდნენ, ჩვენ, ჩემს ოჯახში, სუფრასთან ვისხედით და ისევ მათ ვადღეგრძელებდით. ამ დროს დაგვირეკეს და გვითხრეს, მოაკითხეთ საავადმყოფოში ლიკასო. ლიკა უკვე აღარ იყო.
იმ დილით თავზე ხელი მიიდო და თქვა, საშინლად მტკივა თავიო. ავარიაში რომ მოჰყვა, ზუსტად იმ მხარეს, საფეთქელი ჰქონდა დარტყმული.“- ჰყვება ქეთი ხუციშვილი.