Digest Logo

მაია ასათიანი წიგნს წერს

1605077590
ასათიანი მაია

„სიცოცხლე ოცდახუთ წამში“- ასე ერქმევა წიგნს, რომელსაც ჟურნალისტი მაია ასათიანი წერს. წიგნი 1 თვეში გამოვა.

„მე მინდოდა მომეყოლა თქვენთვის, ჩემი ნამდვილი ამბავი და მინდა, რომ ეს წაიკითოხთ, იმიტომ, რომ ეს მართლა ჩემია და ნამდვილია“,- ამბობს მაია ასათიანი ვიდეოში.

როგორც მაია ჰყვება, ის არ ნერვიულობს და მისი მიზანია მკითხველთან ახლოს მივიდეს.

„ბიოგრაფიული ამბავია, შესაბამისად სიყვარულიც არის, ვნებაც არის, გაჭირვების ამბავიც არის, მძიმე ბავშვობის და აქედან თავის დახწევის ამბავიც არის. ყველაფერია მოკლედ, მალე წაიკითხავთ ისე, რომ არ მოგბეზრდებათ“- ამბობს მაია ასათიანი.

1 თვეში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მაია ასათიანის წიგნს წარადგენს, რომელიც ნებისმიერი წიგნის მაღაზიაში გაიყიდება და როგორც მაია ასათიანი ამბობს ხელმისაწვდომი ფასი ექნება, ასევე წიგნის ელექტრო ვერსიაც იქნება.

maia-asatiani-tsigns-tsers_o_h.jpeg


  • აგრეთვე წაიკითხეთ: