Digest Logo

„მაშინ ამის შესახებ ხმამაღლა არ გვითქვამს... რამდენიმე დღე დავაწვინეთ კლინიკაში...“ - გიორგი გასვიანი

1642415561
გიორგი გასვიანi

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი მეუღლის ფეხმძიმობისა და ახლად შეძენილი პატარას შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება. 

გასვიანი ჟურნალთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მარიტას ორსულობისას ერთი ისეთი ეპიზოდი გამოიარეს, რომლის შესახებაც მხოლოდ ახლა საუბრობს. 

„ფეხმძიმობის პერიოდი ძალიან ტკბილი იყო, თუ არ ჩავთვლით იმ დღეებს, როცა მარიტას კოვიდი ჰქონდა. მაშინ ამის შესახებ ხმამაღლა არ გვითქვამს, თავიდან შეგვეშინდა, ვნერვიულობდით, რადგან მედიაში გვესმოდა, რომ ამ ვირუსით ფეხმძიმეები იღუპებოდნენ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლევან რატიანს, რომელიც გვერდით დაგვიდგა. მარიტა რამდენიმე დღე დავაწვინეთ კლინიკაში და საბედნიეროდ, ვირუსი მსუბუქად გადაიტანა, მერვე თვეში აიცრა კიდე და ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარა. სხვა მხრივ ფეხმძიმობამ მშვიდობიანად ჩაიარა. მარიტას განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია, არც ტოქსიკოზს შევუწუხებივართ…“, - ამბობს გიორგი გასვიანი.

მან ინტერვიუში ასევე შვილის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პატარა გალა ორივეს ჰგავს.

„ორივეს გვგავს. რომ დაიბადა, ყველამ თქვა, გიორგის ჰგავს და მეც რომ ვუყურებ ჩემი ბავშვობის ფოტოებს, ვიმსგავსებ. მარიტასა და მარიტას ოჯახის წევრებსაც ჰგავს. სულ იცვლება და ვნახოთ, მაგრამ რომ ვუყურებ, ჩემს შვილში გენეტიკურ მსგავსებას ვხედავ და ამის გაცნობიერება ძალიან სასიამოვნოა…“, - ამბობს ტელეწამყვანი.

🔲აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ, აუცილებლად!“ - ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა

🔵27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

🔵„სრული შოკი მივიღე... 11 ადამიანს წაუვიდა ყინვისგან გული“ - რა მოხდა დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე

🔵„ზღაპარი გზაშია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი დადიანების სასახლეში გადაღებულ ულამაზეს ვიდეოს აქვეყნებს

🔵ოთოს და ჯულიანას ზღაპრული საახალწლო ნომერი - ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო