„ბლანჟე“, დავარცხნილ-დალაგებული წარბები, დახვეწილი ნაკვთები და არაქართულიგარეგნობა - დიახ, მარკუს მეტრეველს აღგიწერთ...
მომღერალი და მოდელი მარკუს მეტრეველი ხშირად ეხვევა კრიტიკის ქარცეცხლში. მისი პირადი ცხოვრება, ორიენტაცია და შემოქმედება ყოველთვის განიხილებოდა. შესაბამისად, პირად სკანდალებსა და უცნობ ამბებზე ხშირად საუბრობდა ჟურნალისტებთან.
დღეს სწორედ მის სკანდალებზე გიამბობთ, რაზეც მედიასთან თავადვე უსუბრია:
3-ჯერ ნაჩუქარი სიცოცხლე
პირველი ტრაგიკული ფაქტი, 8 წლის ასაკში შემემთხვა და დღესაც რომ ვიხსენებ, შიში მეუფლება. მაშინ მამა უცხოეთში იყო და იქიდან მე და ჩემს ძმას ბევრ ტკბილეულს გვიგზავნიდა.
დიღმის მასივში, მეცამეტე სართულზე ვცხოვრობდით. დედა ტკბილეულის ყუთებს აივანზე, კარადის თავზე ინახავდა, რომ ბევრი არ გვეჭამა.
ბავშვებს ეზოში „შტაბი“ გვქონდა და ყველაფერი იქ მიგვქონდა და მერე, ერთად მივირთმევდით. მოკლედ, დედა სამსახურში წავიდა, ბებია მეზობელთან ჩავიდა, ჩემი ძმა კი ტელევიზორს უყურებდა.
ვიფიქრე, სანამ მარტო ვარ, კანფეტებს მოვიპარავ და რომ ვერ დამინახონ, ზემოდან გადავყრი-მეთქი, დაბლა კი ბავშვები მელოდებოდნენ, ისინი აკრეფდნენ და რომ ჩავიდოდი, ერთად შევჭამდით.
მოკლედ, გავიტანე აივანზე სკამი, მეორე სკამი ზემოდან დავადგი და ყუთს რომ ვერ მივწვდი, პატარა სკამიც შემოვდე ზედ. შევდექი და ყუთში ჩავყავი ხელი. უცბად, ჩემი ძმა გამოვარდა და ხმამაღლა იყვირა: ბიჭო, რას შვრებიო.
შემეშინდა, ფეხები ამიკანკალდა, თავი ვერ შევიკავე და ჩემი კანფეტებიანად, პირდაპირ მეცამეტე სართულიდან გადავვარდი.
არ დამავიწყდება ის გრძნობა, თავი ფანტასტიკურ ფილმში მეგონა. იმწუთას ვერ გავიაზრე, რა მოხდა. მივფრინავდი და ჩემი მეგობრების გაოცებულ, პირღია სახეებს ვხედავდი ზემოდან.
მეთორმეტე სართულზე, სარეცხი იყო გაფენილი, იმაზე დავეცი და გავითიშე. თვალები რომ გავახილე, ბებიაჩემი კიოდა და აივნისკენ მექაჩებოდა.
იმწუთას რა მოხდა, ვერ გავიგე, ვერც შიში ვიგრძენი. მაგრამ, ამ ფაქტის შემდგომი რეაბილიტაცია იყო რთული. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მივხვდი, სიკვდილს გადავურჩი და ორი წილის განმავლობაში სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ გადავრჩი.
დამჩემდა სიმაღლის შიში და მარტო ვერ ვიძინებდი. გადმოვარდნისას მეკეთა ნათლობის ჯვარი და ვფიქრობ, იმან გადამარჩინა. სახლში გვქონდა ხატების კუთხე, ხშირად ვიდექი მათ წინ და ვლოცულობდი. ამის დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ.
მეორე საშინელი ფაქტი, როცა ასევე, სასწაულად გადავურჩი სიკვდილს, 14 წლის ასაკში შემემთხვა საბერძნეთში. იქ ჩემს მშობლებს რესტორანი ჰქონდათ. თინეიჯერობისას ძალიან მიყვარდა ჭამა. ეს რესტორანი შემაღლებულ ადგილზე იყო.
გარეთ, ჩემი მეგობრები ისხდნენ და ნაყინს მიირთმევდნენ. მე ახალი ნაჭამი მქონდა ნაყინი, მაგრამ მაინც შევედი რესტორანში. გამოვაღე მაცივარი და ორი ცალი ნაყინი გამოვიღე. მამამ რომ დამინახა, მეგობრების თანდასწრებით მითხრა:
მარკუს, ახლა არ ჭამე ნაყინი? შეხედე შენს თავს, როგორ გასუქდი, არ გრცხვენიაო.
იმდენად ამაყი ვიყავი, გავგიჟდი, მეგობრების თვალწინ ეს როგორ მაკადრა-მეთქი. დავჯექი გაბრაზებული ჩემს მოტოციკლზე და ამაღლებული ადგილიდან, დაახლოებით ხუთი მეტრის სიმაღლიდან, როგორ გადავფრინდი და ტრასაზე, როგორ შევფრინდი ავტობუსში, ვერ მივხვდი.
მოკლედ, ავტობუსის წინა საქარე მინა შევამტვრიე. ხალხი გაოგნებული მიყურებდა, ვერ მიხვდნენ რა მოხდა. დასისხლიანებული მიმიყვანეს საავადმყოფოში.
სერიოზული ტრავმა მივიღე – დამემართა ამნეზია. გარკვეული პერიოდი ვერ ვცნობდი მშობლებს, არ მახსოვდა განვლილი ცხოვრება და ეს პრობლემა დღესაც მაქვს – სახელებს და ზოგ ადამიანს ვერ ვიმახსოვრებ.
ამის შემდეგ, ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე და ახლიდან დავიწყე ცხოვრება. სკოლაშიც, სადაც წარმატებული მოსწავლე ვიყავი, ჩამოვრჩი, რადგან განვლილი მასალიდან აღარაფერი მახსოვდა.
რაც შეეხება მესამე შემთხვევას, ერთ-ერთ ახალ წელს კონცერტი მქონდა ჭიათურაში და შემდეგ დაგეგმილი იყო თბილისშიც, სადაც მეც გამოვდიოდი. არასდროს ვსვამ ჩემი მანქანის საჭესთან სხვას, თუმცა იმ დღეს მეგობარი დავსვი.
ალბათ, ესეც ბედი იყო. მოკლედ, ჭიათურაში კონცერტმა კარგად ჩაიარა, იქიდან წამოვედი გახარებული და დიღომში რომ შემოვედით, გამოქანდა დიდი „ჯიპი” და დაგვარტყა. ჩვენი მანქანა ამოტრიალდა და ბუჩქებში აღმოვჩნდით. ღვედი რომ არ მკეთებოდა, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდი.
მეუღლე
მზად არ ვიყავი ოჯახის შესაქმნელად, 20 წლისა დავქორწინდი. მინდოდა, ჯერ კარიერა შემექმნა, ფინანსური მდგომარეობა გამეუმჯობესებინა და შემდეგ დავქორწინებულიყავი. მშობლების ხარჯზე ცოლის მოყვანა დიდ სირცხვილად მიმაჩნია, მაგრამ რას ვიზამთ, მოხდა ეს გამრუდება და დაერქვა ლალის ცოლი.
ეს ადამიანი ჩემი რჩეული არ ყოფილა. მოხდა ისე, რომ ჩემი შვილების დედა გახდა და მივიღე.
რაც შეეხება იმ ცრუ ინფორმაციას, ამ ქალბატონმა რომ იკადრა – ეს იყო გამწარებული უინტელექტო, სასოწარკვეთილი, მდაბიო ქალის რეაქცია. მხოლოდ გაუნათლებელი ადამიანი თუ იკადრებდა მსგავს სიმდაბლეს, რაც ამ პიროვნებამ ჩემი, ჩემი ოჯახისა და შვილების წინაშე იკადრა. აბსოლუტური სიცრუე იყო ყველაფერი, რაც მან ტელეეთერით თქვა. მიუხედავად იმისა, რომ წყობიდან გამოვედი, ჩემს თავს მოვუწოდე, მის დონემდე არ დავცემულიყავი და სახალხოდ არ მეთრია ენით სტუდიაში.
ეს არის და ეს. ყველას მოსდის შეცდომა. ჩემი დიდი შეცდომა ლალი სვანიძე იყო!
2 შვილი
ლუკა და ვივიენი ჩემი ცხოვრების სიამაყეები არიან. მე მათთვის ყველაფერს გავაკეთებ, მიუხედავად იმისა, ის ქალი მიქმნის ბარიერს, რომ ბავშვები ვერ ვნახო. ისინი ჩემი შვილები არიან და რა გვარზეც არ უნდა დაწეროს და რა ილუზიებში, ტყუილშიც არ უნდა აცხოვროს, არაფერი გამოუვა.
მე მივმართე კიდეც სასამართლოს, მაგრამ, რადგან მასთან არანაირი ქორწინების დამადასტურებელი საბუთი არ მაქვს – არც ხელი მომიწერია და არც ჯვარი დამიწერია, შესაბამისად, ბავშვებსაც არ ჰქონდათ ჩემი გვარი. ხელჩასაჭიდიც არაფერი მაქვს, რომ სარჩელი შევიტანო სასამართლოში.
გაურკვეველი ორიენტაცია
ვალდებული არ ვარ, საზოგადოებას ანგარიში ვაბარო, თუ ვინ და რა მევასება ლოგინში იმისთვის, რომ სიამოვნება მივიღო. უბრალოდ, ეს გასაჯაროვდა და ამიტომ, კიდევ ერთხელ გავცემ პასუხს. სიყვარულს ორიენტაცია არ გააჩნია...
ლალიმ ბრძანა, ვითომ მე გაურკვეველი ორიენტაციის ვარ. ვიმეორებ, ეს იყო ერთი სასოწარკვეთილი, გაუნათლებელი დედაკაცის რეაქცია. მე მრცხვენია მის ნაცვლად. ნუთუ ღმერთის არ ეშინია, ბავშვები რომ გაიზრდებიან და იმ ჩანაწერს ნახავენ, როგორ გგონია, რა რეაქცია ექნებათ?
მაშინ რა პასუხს გასცემს ქალბატონი ლუკას და ვივიენს? ან, თუ ჩემზე ის ინფორმაცია ჰქონდა, რაც დამაბრალა, მაშინ რად უნდოდა ასეთი კაცისგან ორი შვილი და კიდევ მესამეს რომ მთხოვდა?!
მორიგი სიყვარული
ჩემზე უფროსია, მაგრამ ურთიერთობაში ეს ისე არ იგრძნობა, რომ მგონია, ის არის ჩვილი და მე მასთან – ბაბუა.
ხმას თუ ავუწევ ან ტონს გავამკაცრებ, მეუბნება: უკაცრავად, მე შენზე უფროსი ვარ და იქნებ დამიჯერო, მე უფრო სწორი ვარო.
ოჯახში სხვა ტიპი ვარ: ქართველი, ტრადიციული კაცი, მაგიდაზე მუშტს რომ დაარტყამს. ასეთი ვარ იმ ადამიანებთან, ვინც მიყვარს. ელემენტარული რამე რომ შეეშალოს, არ ვაპატიებ. შეიძლება, მთელი სახლი თავზე დავამხო, ოღონდ არა შეყვარებულს, არამედ მეგობარს, ძმაკაცს.
მაგრამ მერე ისე ვნანობ, საკუთარ თავს ვინადგურებ. მაგრამ ჩემი კარგი თვისება ის არის, რომ კონფლიქტი აღარ მახსოვს. ზოგს გიჟი ვგონივარ, შეიძლება, ადამიანს რაღაც თავზე დავამხო და ერთ საათში ჩავეხუტო: ჩემო ცხოვრება, როგორ მიყვარხარ! ჩემი მეგობრები გაოცებულები მიყურებენ ხოლმე და უკვე იციან, რომ მე ვაფრენ. შეყვარებულთან ასეთ რამეს ვერ დავუშვებ, რადგან ფაქიზი მომენტია.
ნაჩუქარი „ბენტლი“
კონცერტის შემდეგ სასტუმროს შესასვლელთან მხოლოდ მე დამახვედრეს ლურჯი „ბენტლი“. ის ორი დღე შოკი იყო ჩემთვის. თავიდან შევიფერე, მაგრამ რომ დავფიქრდი, ვისგან იყო, უარი ვთქვი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
პატიმრებმა მატროსოვის ციხეში ახალგაზრდა გოგო მოკლეს
„ზვიადისტების ოჯახი“, ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები
სამართალდამცველს ცოლი მოუკლეს და მკვლელობის ადგილას თავად გამოიძახეს - სისხლიანი შურისძიება