მსახიობ გიორგი ყიფშიძესა და ენი გასიევას ცოტა ხნის წინ ბიჭი ეყოლათ, რომელსაც კოსმო დაარქვეს. ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე კი წყვილმა ხელი მოაწერა.
„მამაჩემს ენი საგრიმიოროში გავაცანი. ჩემი გოგოა – მეთქი. რამდენი წლის არისო, – მკითხა. 22-ის მეთქი. შენი შვილიო? 18-ის მეთქი. შენ რამდენის ხარო? 42-ის-მეთქი. მერე? არ გრცხვენია, პედოფილი ხარ? დიდი სხვაობააო – იხუმრა.
„ენის დედა ჩემხელაა. ვერც აღვიქვამ, რომ ჩემი სიდედრია”, – ყვება მსახიობ ზურაბ ყიფშიძის ვაჟი გიორგი ყიფშიძე ჟურნალ ,,გზასთან”. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
პირველ რიგში, გილოცავთ შვილის დაბადებას! როგორია ემოცია? ალბათ, ამ ასაკში კიდევ უფრო სხვაგვარად აღიქვამ და აცნობიერებ, ხომ?
გიო:
- რაღაცნაირად, მთელი ცხოვრება მქონდა მოლოდინი და ზუსტად ვიცოდი, რომ სამი შვილი უნდა მყოლოდა. მართლა გეუბნებით! ესეც ბიჭია! თუმცა, სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სიხარული და შეგრძნება მაინც ერთი და იგივეა - ბედნიერი ხარ! ალექსანდრე 7 წლისაა და როცა ის შეგვეძინა, უკვე საკმაო ასაკი მქონდა, უფრო სხვანაირად აღვიქვი. ნატალია რომ გაგვიჩნდა, რაღაცნაირად დავიბენი, ვერ ვაცნობიერებდი, რას ნიშნავს შვილი, პატარა მეგობარივით უფრო გავზარდე, სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, ჩემი ძმაკაცივითაა (იცინის). ძალიან მაგარი ტიპშაა! მამისა და ქალიშვილის ურთიერთობა სულ სხვა რამეა, რაღაცნაირად შენია. ახლა კიდევ უფრო სხვა განცდა მაქვს, თანაც, უკვე სამი შვილის მამა ვარ და ეს უმაგრესი შეგრძნებაა.
ენი:
- მეც ასე ვარ. ჩემთვის პირველი შვილია და ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა დედა ხდები! სახელი გიომ შეურჩია - კოსმო (ანუ კოზმას თანამედროვე ვერსია).
- თავის დროზე ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა თქვენი ქორწინების შესახებ. როგორ შეხვდნენ თქვენი დაწყვილების ამბავს ოჯახების წევრები?
- ბატონ ზურასთანაც, ქალბატონ ლელესთან, ლენუკასთან, ნატალიასთანაც და ყველასთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. კოსმოს დაბადება, ბუნებრივია, ყველას ძალიან გაუხარდა.
გიო:
- მამაჩემს ენი მაშინ გავაცანი, როცა ის ჩემს სპექტაკლებზე მოდიოდა. ჩვენს თეატრში, საგრიმიოროში შემოდიოდა და იქ გავაცანი, - ჩემი გოგოა-მეთქი. - რამდენი წლის არისო? - მკითხა. - 22-ის-მეთქი. - შენი შვილიო? - 18-ის-მეთქი. - შენ რამდენის ხარო? - 42-ის-მეთქი. - მერე?.. არ გრცხვენია, პედოფილი ხარ (იცინის)? დიდი სხვაობააო... ეს იხუმრა და ახლა, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ენის დედა ჩემხელაა (იცინის). ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვერც აღვიქვამ, რომ ჩემი სიდედრია.
- თქვენ თუ გრძნობთ ამ ასაკობრივ სხვაობას?
- არა და სწორედ ესაა მთავარი. ჩვენ "საკაიფოდ" ვართ და რატომ ჩანს ასე, არ ვიცი. თუ მე ასე კომფორტულად ვარ, რატომაც არა?!
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- დავინახე ძალიან ლამაზი გოგო და პირველად თეატრში დავპატიჟე, ზრდილობიანად, კულტურულად. ენი ჩვენი საერთო ნაცნობისგან გავიცანი და მერე ვხუმრობდი, მას სულ რომ არაფერი გაეკეთებინა ჩემთვის კარგი, მარტო ამის გამო მეყვარებოდა-მეთქი. შემთხვევითობა მოხდა და ძალიან "გაასწორა". მთავარი ისაა, რომ ამხელა ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ერთმანეთს "საკაიფოდ" გავუგეთ. 20 წელი არ არის პატარა სხვაობა. სასაუბრო თემაც ხომ უნდა გქონდეს, მხოლოდ გარეგნობა ხომ არ არის?! მაგრამ ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობთ. რაღაც ეტაპის შემდეგ, მარტო ვიზუალი აღარ არის საკმარისი, რომ ადამიანი შეგიყვარდეს და ურთიერთობა გახანგრძლივდეს. "კომფორტის ზონა" უნდა ვიყოთ ერთმანეთისთვის. თუ რაღაც სიტუაციაში ადამიანს დისკომფორტში აგდებ, იმ სიტუაციაში ყოველთვის კონფლიქტი გექნება, ადრე თუ გვიან.
- რაში გამოიხატება ეს კომფორტულობა?
- სულ ყველაფერში. აბსოლუტურად ვავსებთ ერთმანეთს და ამავე დროს, აბსოლუტურად განვსხვავდებით. ერთმანეთის გამო, ტრანსფორმაცია განვიცადეთ, ანუ რაღაცებზე უარი ვთქვით, რაღაც დათმობებზე წავედით, შევიცვალეთ ერთმანეთის ზეგავლენით და ეს ძალიან მომწონს, "ასწორებს"! მთავარია, მცდელობა "მისთვის" და მე ეს მიღირდა.
ნატალიასა და ენის როგორი ურთიერთობა აქვთ?
გიო:
- სხვათა შორის, მეგობრობენ, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ერთმანეთს გაუგეს, თითქმის ერთი ასაკის არიან (იცინის). ენი 22 წლისაა, ნატალია კი 18-ის. ისე, ხანდახან მე თვითონ "მეუხეშება" ეს ციფრები... მაგრამ ენი ბავშვური ტიპაჟი არ არის, სერიოზულია, ჩამოყალიბებული და თითქოს ვერც იტყვი, რომ 22 წლისაა.
- ენი, რას საქმიანობ?
- კერძო ფოტოგრაფი ვარ. 15 წლიდან ვმუშაობ. მანამდე ვსწავლობდი, ახლა დროებით პაუზა მაქვს, პატარის გამო. ზოგადად, ყველაფერს ვიღებ, ძირითადად, არტ-ფოტოგრაფი ვარ. სხვადასხვა კლუბში ვმუშაობდი, ივენთებს, ქორწილებს ვიღებდი, პირად ფოტოსესიებს; ინტერიერი, ექსტერიერი - მოკლედ, ყველაფერი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„ჯაფარას სახლში“ პოლიცია შეიჭრა - ვიდეო