Digest Logo

მიშა ისე მომწონდა, ქუჩაში ვიდექი და პლაკატს ვუყურებდი - მერაბიშვილისა და სალაყაიას უცნობი ისტორია

1609919553
სალაყაია და მერაბიშვილის ოჯახი

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, 31 წლის ასაკში 17 წლის თაკო სალაყაიაზე დაქორწინდა.

ახლა წყვილი კამერებთან ნაკლებად ჩნდება, მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრა არ სურთ. ვერსად ვერ წააწყდებით სალაყიას ინტერვიუს ან რაიმე ახალ ამბავს მასზე. ის თითქოს აღარ არსებობს მედიისთვის, არადა იყო დრო როდესაც ყურადღების ეპიცენტრში იყო.

როგორც ცნობილია, სა­ლა­ყა­ია ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ა­ს მეჯვარე იყო, რო­დე­საც ჯვარი მომღერალ ზურა ხაჩიძეზე დაიწერა. თაკოს ბო­მონ­დუ­რი სა­მე­გობ­რო­დან სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ნინო ჩხე­ი­ძე, თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი და ლელა კი­ლა­ძე შე­მორ­ჩნენ…

როგორც წესი, ყოფილი მინისტრი, მეუღლეზე საუბარს თავს არიდებდა. ქორწინებიდან მალევე, მათ პირველი შვილი, მიშო მერაბიშვილი შეეძინათ.

„მომ­წონ­და ეს სა­ხე­ლი. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, შვილს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი დაარქვაო. ძა­ლი­ან მომ­წონს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი. არ­ჩევ­ნე­ბის დროს ვა­კე­ში მი­შას დიდი პლა­კა­ტი იყო გაკ­რუ­ლი და ისე მომ­წონ­და, ხში­რად ვი­დე­ქი და ვუ­ყუ­რებ­დი. მა­შინ უკვე ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. შემ­დეგ უკვე ვთქვი, რომ ჩემს შვილს აუ­ცი­ლებ­ლად მი­შას ან მი­შოს და­ვარ­ქმევ­დი. მე და ვა­ნომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თად მი­ვი­ღეთ. ვა­ნოს არ უნ­დო­და, შვი­ლის­თვის მე­ფის სა­ხე­ლე­ბი დაგ­ვერ­ქმია.

მიშა კი ისე­თი სა­ხე­ლი იყო, რო­მე­ლიც ორი­ვეს მოგ­ვწონ­და და დღეს ჩემს შვილს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ჰქვია“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში სალაყაია.

წყვილს მე­ო­რე შვი­ლი, და­თუ­ნა 2009 წელს შე­ე­ძი­ნა. ბავ­შვი 4 წლის იყო, რო­დე­საც მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

„ახლა დიდი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ჩემი შვი­ლი უნდა გა­ვიც­ნო“,– ამ­ბობდა 6 წლი­სა და 9 თვის შემ­დეგ ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლი უმ­ცროს შვილ­ზე.

მისივე თქმით, უფ­რო­სი შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობს და ჯერ­ჯე­რო­ბით მამა მხო­ლოდ ვი­დე­ო­ზა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ნახა.

გაცნობის ისტორია

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ერთმანეთი ახალციხეში, ერთ-ერთი ახლობლის ოჯახში გავიცანით. იმდენად დავახლოვდით, რომ ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. შემდეგ, როდესაც თბილისში ჩამოვედი, დამირეკა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. დეკემბერში გავიცანი, შემდეგ რაღაც პერიოდი ურთიერთობა არ გვქონდა და ივნისში მისი მეუღლე გავხდი. სულ, ალბათ, 6 თვე ვიყავით შეყვარებულები.

- რაღაც პერიოდი ურთიერთობა რატომ არ გქონდათ?


- ხომ იცით შეყვარებულების ამბავი, ერთი თვე გაბუტულები ვიყავით. თუმცა არც მახსოვს, რის გამო. მაშინ მე 17 წლის ვიყავი, ვანო - 31-ის. ჩვენი ურთიერთობა ჩემმა მშობლებმა იცოდნენ და წინააღმდეგნი არ იყვნენ.

- მომავალმა მეუღლემ სიყვარული როგორ აგიხსნათ?

- სიყვარული როგორ ამიხსნა, არ მახსოვს, უბრალოდ მახსოვს, რომ მაშინ ცისფერი „გოლფ-2“ ჰყავდა. იმ მანქანაში ვხვდებოდით ერთმანეთს და ყველგან მაგით დავდიოდით. იმ მანქანაში ჰოლანდიური ყვავილების იმხელა თაიგული მომართვა, რომ არც კი ეტეოდა. სხვათა შორის, ვარდები არასდროს მოურთმევია ჩემთვის. ძალიან მიყვარს ვარდები, მაგრამ ვანოს არ იზიდავს ერთფეროვნება, ჭრელი ყვავილების თაიგული უყვარს.

- ბოლოს როგორ შეუღლდით?

- ქუთაისში გავიპარეთ და ორი დღე ერთ-ერთ კერძო სასტუმროში ვცხოვრობდით. იმ დროს ვანო მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში მუშაობდა და მივლინება ჰქონდა ორი დღით ქუთაისში. ვანოს მშობლებს არ ვიცნობდი, არასდროს უთქვამს, მინდა ჩემი მშობლები გაგაცნოო. საერთოდ, ვანოს ოფიციალობა არ უყვარს. ამიტომაა, რომ ქორწილი არ გვქონია, მხოლოდ ხელი მოვაწერეთ.

- ოჯახში როგორ მიგიღეს?

- ვანოს მშობლებს მანამდეც ჰქონდათ ჩემი ნახვის სურვილი, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს. თან ახალციხე იმდენად პატარაა, რომ ყველაფრის გაგება შეიძლება. ადვილი იქნებოდა ჩემი სურათის მოძებნა და ინფორმაციის მოპოვება. ახალციხეში ვარ დაბადებული, თუმცა მე და ვანო არც ისე ახლოს ვცხოვრობთ. მე პირველ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება დავამთავრე.

ვანომ მეხუთე საშუალო სკოლა დაამთავრა. ადრე ერთმანეთს არ შევხვედრივართ, თან ვანო 17 წლის ასაკში თბილისში წამოვიდა და ახალციხეში იშვიათად ჩამოდიოდა. ჩვენს შეუღლებამდე არც ისე ცნობილი იყო, რაც შეეხება ჩვენს ახალციხეში ჩასვლას, ალბათ მეც და მშობლებიც დაბნეულები ვიყავით.

- როგორც თქვით, ჯვარი არა გაქვთ დაწერილი. ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ვანო კათოლიკეა?

- ჯვრისწერის წინააღმდეგი ვანო იყო, თუმცა ამის მიზეზი მისი რწმენა არ არის. ისე, მეც მაინტერესებს, მართლა კათოლიკეა თუ არა ჩემი მეუღლე. თვითონ ამბობს, რომ კათოლიკეა. დედამისმა თქვა, რომ მართლმადიდებლურად არის მონათლული, თუმცა ვანო ამას უარყოფს.

ასე რომ, ვერ გავიგე და აღარც ჩავძიებივარ. მე მართლმდაიდებელი ვარ, თუმცა განსხვავებულ რწმენას ჩვენთვის პრობლემა არ შეუქმნია. ფაქტობრივად, ვანო რომ კათოლიკე იყო, გათხოვების შემდეგ გავაცნობიერე. არ მიშლის, რომ ეკლესიაში წავიდე და სანთელი დავანთო. ჩვენ ერთმანეთის რწმენას პატივს ვცემთ. თან ვანო კათოლიკურ ეკლესიაშიც არ დადის. ამ ხნის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ მას ღმერთი თავისებურად სწამს. სახლშიც არ ანთებს სანთელს, ეკლესიაში წასასვლელად კი დროც არ აქვს.

- ხშირად მოდიოდა ხოლმე მიხეილ სააკაშვილი თქვენს ოჯახში?

- საკმაოდ ხშირად მოდიოდა, მე კი არასდროს ვყოფილვარ მასთან ოჯახში. სანდრას რამდენჯერმე შევხვდი. დღეს აღარავის სცალია სტუმრობისთვის, მხოლოდ მეუღლეები ვმეგობრობთ. თუ დედაჩემი ბავშვთანაა, სამსახურიდან ირაკლი ოქრუაშვილის ან გივი თარგამაძის მეუღლესთან მივდივარ ხოლმე.

ჩვენ სამნი უფრო ვმეგობრობთ. სხვა პოლიტიკოსების მეუღლეებს მიღებებზე ვხვდები. მე გივის ბავშვის ნათლია ვარ, ჩემი შვილი გივის დაბადების დღეს, 23 ივლისსაა დაბადებული. ჩვენს შორის სხვა ნათესაური კავშირი არ არსებობს. მიშო ჯერ არ არის მონათლული...

- სიურპრიზებს ხშირად გიწყობთ ხოლმე?

- არა, სიურპრიზების მოწყობა არ უყვარს. ყვავილების ჩუქება უყვარდა ადრე, ახლა დაავიწყდა, რომ ყვავილები არსებობს. მეც გადავეჩვიე სიურპრიზებს, თუმცა დღესასწაულებზე საჩუქრებს ვჩუქნით ხოლმე ერთმანეთს. ახლახან რესტორანში დამპატიჟა. ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა, ძალიან გამიხარდა, რომ ერთი საღამო მე მომიძღვნა“,- ამბობს გამოცემა „რეიტინგთან“ საუბრისას თაკო სალაყაია.


თაკოს დაცვა და ოჯახში არეულობის დაწყება

როგორც ცნობილია, მათი ცხოვრებმა ერთ-ერთმა სისხლიანმა საქმემ „გირგვლიანის“ საქმემ უკან დახია.

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, რო­მელ­შიც ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი სწო­რედ თაკო სა­ლა­ყა­ია გახ­ლდათ, იგი მე­დი­ის­თვის ჩა­ი­კე­ტა და ინ­ტერ­ვიუ არა­სო­დეს აღარ მი­უ­ცია. თუმ­ცა, პე­რი­ო­დუ­ლად დღემ­დე ვრცელ­დე­ბა მე­დი­ა­ში სა­ლა­ყა­ი­ას გარ­თო­ბის ფო­ტო­ე­ბი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილმა მეუღლე დაიცვა და მისი დანაშაული დაფარა. სანდროს მკვლელობის გამო ყოფილ მინისტრს თანამდებობაც უნდა დაეტოვებინა, თუმცა ასე არ მოხდა, რაც პოლიტიკური დაპირისპირებების მაპროვოცირებელი იყო.

ამ საქმის შემდეგ იყო ვანოს დაპატიმრება. მას სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

მე­უღ­ლის და­ჭე­რის შემ­დეგ არ­სად არ ჩნდე­ბა თაკო სა­ლა­ყა­ია. თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, გარ­თო­ბა­სა და სიმ­ღე­რა­ზე უარს არ ამ­ბობს. 2011 წელს გიო ხუ­ციშ­ვილ­თან ერ­თად დუ­ე­ტი „არ მო­უყ­ვე არა­ვის“ ჩა­წე­რა, რო­მე­ლიც გიო ხუ­ციშ­ვი­ლი­სა და უც­ნო­ბი გო­გო­ნას სა­ხე­ლით ტრი­ა­ლებ­და რა­დი­ო­ში.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ვინ არიან გიგი უგულავას ყოფილი ცოლები და აპირებდა თუ არა ის გია ბარამიძის ყოფილ ცოლზე დაქორწინებას?

არ შემიძლია სახლში ვიყო და ქეთი არ მელაპარაკებოდეს - ვინ არის ვაშაძის მეუღლე და როგორ ირიგებს ხოლმე მას პოლიტიკოსი?