Digest Logo

აპირებდა თუ არა გიგი უგულავა გია ბარამიძის ყოფილ ცოლზე დაქორწინებას და ვინ არიან პოლიტიკოსის ყოფილები?

1620841800
გიგი უგულავას ცოლები

თბილისი ყოფილის მერის, გიგი უგულავას ცხოვრება მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მის  ცხოვრებაში იყო ორი ქორწინება, ორი განქორწინება, კარიერის ზენიტი და რამდენიმე პატიმრობა.

გიგის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ექიმი თაკო ცა­გუ­რია გახ­ლდათ, უგულავას მასთან ორი ქალიშვილი - ტასო და თინა უგუ­ლა­ვე­ბი ჰყავს.

ცაგურია-უგულავას ოჯახური იდილია იმ დროს დაინგრა, როდესაც გიგი თბილისი მერი იყო და კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდა. ოჯახის დანგრევის შემდეგ ქალაქის მერმა ლელა კილაძეზე იქორწინა. ადრე ლელაც გახლდათ დაქორწინებული და მას ერთი შვილი ჰყავს.

გიგისთან დაშორების შემდეგ, თაკო ცაგურიამ ოჯახი გიგის საუკეთესო მეგობართან, ლევან გოთუასთან შექმნა. გოთუა ცნობილი პიანისტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, მანანა დოიჯაშვილის ვაჟია.

თბილისის მაშინდელი პირველი ლედი ლელა კილაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა: ვიზაჟისტად საქართველოს ტელევიზიის I არხზე მთავარ სპეციალისტად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ეკონომიკის სამინისტროში, კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად კულტურის სამინისტროში.

მიუხედავად იმისა, რომ ლელა ქმრის თითქმის ყველა სასამართლო პროცესს ესწრებოდა, სიყვარულმა პატიმრობის წლებს ვერ გაუძლო. გიგი უგუ­ლა­ვას მე­ო­რე ოჯა­ხი პა­ტიმ­რო­ბი­სას და­ენგრა, როცა გიგი სას­ჯელს იხ­დი­და, ლელა კი­ლა­ძე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს გაჰყ­ვა ცო­ლად.

გი­გის და ლე­ლას სა­ერ­თო შვი­ლიც ჰყავთ. პა­ტა­რა ალექ­სან­დრე ხან დე­დას­თან არის, ხან მა­მას­თან.

ერთხანს გიგის პირადს ცხოვრებაზე თითქოს ამბები აღარ ვრცელდებოდა და ყოფილი მაღალჩინოსანიც მშვიდად ცხოვრობდა, თუმცა მოულოდნელად ხმა გავარდა რომ, რომ ის მესამედაც აპირებდა დაქორწინებას. თბილისური ჭორების მიხედვით, გიგის რჩეული, არც მეტი არც ნაკლები გია ბარამიძის ყოფილი მეუღლე ეკა ჯაფარიძე იყო.

„ცოლია თუ რაგბის ბურთი, რავა ერთმანეთს გადასცემენ…“ - ამ და მსგავსი შინაარსის პოსტებს იმ პერიოდში აქტიურად წერდნენ სოციალურ ქსელში.

თუმცა მოგვიანებით, ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ბერძენიშვილმა განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ გიგი უგულავა აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით არის დაკავებული. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გიგი უგულავასთან არც გადაუმოწმებიათ, არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია - ეკა ჯაფარიძე მისი შვილის, ალექსანდრეს ნათლიაა“ - აცხადებდა ხათუნა ბერძენიშვილი.

როგორც უგულავა ამბობს, ამ ეტაპზე მარტოა, მას ოჯახური გარემო აღარ აქვს. საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს და ოჯახური ურთიერთობები, მხოლოდ შვილებთან კომუნიკაციას მოიცავს.

„რაც ციხიდან გამოვედი მარტო ვცხოვრობ. საოჯახო ტიპის სახლია. ბავშვები მოდიან, მიდიან, მაგრამ საღამოს ჩუსტები, ტელევიზია და ოჯახური გარემო აღარ მაქვს“, - ამბობს გიგი უგულავა ერთ-ერთ ინტერვიუში.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვინ არის დავით ბაგრატიონის რჩეული - ცოტა რამ პრინცესა ირინას შესახებ

გიორგი გასვიანსა და მის რჩეულს შორის 16-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა - ინტერვიუ წყვილთან

წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა და ცნობილი ოჯახის შვილობა - ცოტა რამ მარიამ როინიშვილზე

🔘ბულვარული ამბები:

შეიძლება, სარკეში ნანახმა ნაოჭმა გული გატკინოთ, მაგრამ ნაოჭებშიც არის სილამაზე - კახიანი

დაღუპული 14 წლის ძმა, 2 ქორწინება და კარიერა - ეკა კახიანის პირადი

10 რჩევა 30 წელს გადაცილებულთათვის - ცხოვრება იწყება ახლა!