
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „რუსთავი 2“-ის ღამის კურიერის სტუმარი იყო, სადაც მან აღნიშნა, რომ სამ წლამდე დედის ძუძუს წოვდა.
„მე სამ წლამდე ვწოვდი დედის ძუძუს და შეიძლება 200 ლიტრის გადამეტება გამომივიდა და ეგეც მიაწერეთ ბარემ ხელფასს“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
როგორც ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, მას წამოსაძახებელი დღესდღეობით არაფერი აქვს.
„მეგობრებო, საერთოდ ბედნიერება და ნეტარებაა, როდესაც პოლიტიკოსს 30 წლის მანძილზე ვერაფერს წამოაძახებენ ხელფასის გარდა“- ამბობს ნათელაშვილი.