
„ივნისი ძალიან საინტერესო თვეა და ასევე ერთგვარ შემაჯამებელ პერიოდად შეიძლება მივიჩნიოთ. ივნისი სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: 1-8 ივნისი და 24-30 ივნისის შუალედი დადებითი პერიოდად უნდა მივიჩნიოთ. 8-23 ივნისი კი საკმაოდ რთული პერიოდია და შესაძლოა სწორედ აქ მოხდეს ძირითადი მნიშვნელოვანი ცვლილებები“, - ამის შესახებ ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა ივნისის თვის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრისას განაცხადა.
ასტროლოგის განმარტებით, პლანეტარული ცვლილებები მნიშვნელოვანი იქნება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.
„ცის კაბადონზე პლანეტარული ცვლილებები, მოასწავებს, რომ 4-8 ივნისის შუალედი ბირთვი საკმაოდ საინტერესო პერიოდია, რადგან ხდება ვენერა-იუპიტერის და მერკური-მარსის დადებითი ასპექტების გააქტიურება.
როგორც პირადი, ისე სასიყვარულო ურთიერთობების მოგვარება და განვითარება მოხდება. კარგი გაგებით გადაფასებების პერიოდია. ვენერა ეს არის ფინანსების მმართველი პლანეტა და ფასეულობების და მისი დადებითი კავშირი, უფრო ზუსტად კი 60-გრადუსიანი სექსტილი სიკეთის პლანეტა იუპიტერთან მიუთითებს გარკვეულ შესაძლებლობებზე, რომ ადამიანებმა დადებითი ცვლილებები განახორციელონ ფინანსებთან. მერკურის გააჩნია კარგი სექსტილი მარსთან, 8 ივნისს ის იძლევა შეერთებას იუპიტერთანაც, მთლიანობაში ეს 4-9 ივნისის შუალედში არის ცის კაბადონზე, ესაა ურთიერთობა და კომუნიკაცია. ბევრი ადამიანი შეძლებს ახალი კავშირების დამყარებას, გაბედულობის ხარჯზე. ეს პერიოდი კარგია მოლაპარაკებების და ინიციატივების გამოვლენისთვის. მერკური ასევე არის წერის უნარი, რაც ადამიანების ლიტერატურულ ნიჭზე მიუთითებს. გააქტიურდება ის ადამიანები, ვისი პროფესია სიტყვით გამოდის და ხშირად უწევს გამოსვლა, საინტერესო პერიოდია მწერლებისა და ფილოსოფოსებისთვის. ეს არის ზოგადი მიმართულება თვის დახასიათებისა, რომელიც ყველა ადამიანს ეხება.
9-დან 23 ივნისამდე კი, შედარებით რთულ პერიოდში გადავდივართ, როდესაც ვენერა გადადის ვერძის ნიშანში - იქნება უკუმავალი და დარჩება ამ ნიშანში 4 ივლისამდე. ეს იქნება ძალიან კარგი განთავსება ვენერასთვის, რადგან ის იქ პოულობს ფინანსურ სიმყარეს. 9 ივნისიდან მერკური გადავა კირჩხიბში, სადაც მისი მმართველი გახდება მთვარე, ეს წარსულის ნიშანია და დაიწყება წარსულთან დაკავშირებული საკითხების ამოტივტივება, რომელიც გაგრძელდება 26 ივნისამდე.
იუპიტერის გადასვლა კირჩხიბში, გააძლიერებს ადამიანებში მოტივაციას რადგან ის არის სოციალური პლანეტა, ხოლო ამჟამად ტყუპში მისი მოძრაობა დაშლილია, დაყოვნებულია. ხოლო კირჩხიბში, ის ადამიანებში გამოიწვევს შორს ძალიან კარგად დაინახავენ პერსპექტივებს და მიზნები გახდება მყარი“, - ამბობს რამაზ გიგაური.
ასტროლოგი ზაფხულის ბუნიობის შესახებ ადამიანებს მოუწოდებს, რომ დაიმუხტონ ამ დღის ენერგიით, რომლის მსგავსი ენერგეტიკულად ძლიერი დღე სულ 4-ია წელიწადში.
„ამ დღეს გაიღვიძეთ დილის 06:42 წუთზე და ილოცეთ, ჯადოსნური დღეა, რომლის მსგავსი წელიწადში სულ 4 დღეა. დასახეთ ნათელი მიზნები, ჩამოწერეთ გეგმები, კარგია ენერგეტიკული წმენდისთვის ეს დღე. კარგია მზის ამოსვლას თუ შეხვდებით ნათელი და სუფთა გონებით“,- ამბობს ასტროლოგი ვიდეო პროგნოზში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ლამაზი რომელი: მე თუ გოლი?“ - ზურიკო დავითაშვილის სახალისო ვიდეო
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით