Digest Logo

ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

1609947618
ნინო ანანიაშვილი

ქართველი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. 

„რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ანანიაშვილი აღნიშნავს, რომ ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან შესახვედრად რუსეთში იანვრის ბოლოს გაემგზავრება.

„გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ.

ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო. თუ გავითვალისწინებთ, ბალეტის მნიშვნელობას ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და იმას, რომ რუსეთი ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუ პირველი არა, მაშინ დიახ, ასეა.

თუმცა ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე.

აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად.

ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა“, - ამბობს ანანიაშვილი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.


🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

როგორ შეიცვალა ქურდული სამყარო საუკუნის მანძილზე და რას ნიშნავს „ქურდული პენსია“

„ბელამ“, ამ გაჭირვების ჟამს აი, ასეთი ტრიუკი გააკეთა - რა მაფიაა ეს არ მესმის - უკმაყოფილო მომხმარებელი