Digest Logo

„ბელამ“, ამ გაჭირვების ჟამს აი, ასეთი ტრიუკი გააკეთა - რა მაფიაა ეს არ მესმის - უკმაყოფილო მომხმარებელი

1609933929
საკონდიტრო ბელას ადანაშაულებენ

საკონდიტრო „ბელას“, მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოთქვას. სასოწარკვეთილთა ჯგუფში ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ საკონდიტრომ საახალწლოდ 12 ლარიანი ტორტების გაყიდვა შეწყვიტა და მოქალაქეებს აიძულებდა ერთის ნაცვლად 2 პატარა ტორტი ეყიდა.

„დაიჯესტი“ მომხმარებლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბელამ“, ამ გაჭირვების ჟამს, აი ასეთი ტრიუკი გააკეთა - 12-ლარიანი ტორტები აღარ გაყიდეს და თქვეს - ან იყიდეთ 2 ტორტი და გადაიხადეთ 25 ლარი (12+12+ყუთი), ან მიბრძანდით, ბატონო, ცალკე 12 ლარიან ტორტს არ მოგყიდითო.

ახლა წინა ისტორია.

ესე იგი, მე და დედაჩემი ვიმყოფებით ძალიან დიდ გაჭირვებაში. ანუ, რაც ეს კორონა და ამბები დაიწყო, შეკვეთები აღარ მაქვს და დავრჩი ფაქტიურად უმუშევარი. დედა პენსიონერია. დეკემბრიდან იმავე ბარნოვის ქუჩის უფასო სასადილოში დავდივართ და ასე გაგვაქვს თავი.

მაგრამ, ახალი წელი - ახალი წელია და გადავწყვიტეთ 1 ცალი 12-ლარიანი ტორტი გვეყიდა, ამ ახალ წელს, რათა რამე ტკბილი და საზეიმო გვქონოდა ისედაც ღარიბ სუფრაზე.

დეკემბრის შუა რიცხვებში დავინტერესდით, ექნებათ თუ არა საახალწლოდ ეს 12-ლარიანი ტორტები. კიო - გვიპასუხეს და დაჯავშნაც არ არისო საჭიროო.

Ok. დადგა, ეს 30 და 31 რიცხვი. გავედი „ბელა“-ში და არ ვყიდითო 12-ლარიან ტორტებს. გინდა თუ არა 2 ცალი შეიძინე და გადაიხადე 25 ლარი. სხვანაირად არ გავყიდითო. ამ დროს დედაჩემს უბნელი შეხვდა და იგივე მოყვა თავის თავზე, რომ 1 ცალი 12-ლარიანი ტორტი არ მიყიდეს (ის ქალიც ჩვენნაირ მდგომარეობაშია).

დავბრუნდი სახლში და მივწერე ბელას, მაინტერესებდა, რატომ აიძულებენ ხალხს 2 ტორტის ყიდვას. რომ ბევრი გაჭირვებულია და ბევრს უბრალოდ არ აქვს საშუალება, რომ 2 ტორტი შეიძინოს. რაზეც ვითომ და შეწუხებულმა „ბელა“-ს თანამშრომელმა ბოდიში მოიხადა უხერხულობისთვის, მთხოვა ისევ მივსულვიყავი „ბელა“-ში და შექმნილი უხერხულობის გამო მეორე ტორტს საჩუქრად გადმომცემდნენ (რას მივიდოდი აბა, უკვე 31 დეკემბრის საღამო იყო), მერე მომწერა რომ ხოო, მაღაზიებიც უკვე დაიკეტაო; გამომართვა მისამართი და ტელეფონი და შემპირდა, რომ შეძლებისდაგვარად 2 იანვარს საჩუქრად გადმომცემდნენ ტორტს. გავიდა 2 იანვარიც, სამიც, ოთხიც და ხუთიც და როგორც თქვენ არ გინახავთ თვალით „ბელა“-ს ნაჩუქარი ტორტი, ისე მეც. გამოდის რომ მომატყუეს.

„ბელა“, რატომ ამბობთ რომ 12 ლარიანი ტორტებს ყიდით, თუკი რეალურად არ ყიდით და საახალწლოდ ხალხს იძულებულს ხდით რომ 2 ტორტი აიღონ?

რატომ მოგინდათ მაინც და მაინც ამ კრიზისის და გაუსაძლისი გაჭირვების დროს ამ ტრიუკის გაკეთება? განა ვერ ხედავთ, რამდენი გაჭირვებული ადამიანია ირგვლივ? უმუშევარს ან პენსიონერს საიდან აქვს 25 ლარი? -ხალხი სიღარიბის ზღვარს მიღმაა მისული.

თუკი ასეთი პრაქტიკა გაქვთ ყოველ წელს რომ მხოლოდ 20 და 25 ლარიან ტორტებს ყიდით საახალწლოდ, რატომ არ გამოაქვეყნებთ ამას მაღაზიის კარებზე ან რატომ იტყუილებიან თქვენი თანამშრომლები მთელი დეკემბრის განმავლობაში, რომ 12 ლარიანი ტორტები ჩვეულებრივ გექნებათ საახალწლოდ? იქნებ ის გაჭირვებული პენსიონერი მთელი დეკემბერი იმაზე ოცნებობდა, რომ საახალწლოდ ტორტს მიირთმევდა? ან იქნებ ვიღაცა თავის ბავშვს პირდებოდა, რომ ტორტს მოგიტან საახალწლოდ შვილოო და ვერ მიუტანა?

რა მაფიაა ეს არ მესმის! ხალხი მიაჩვიეს, რომ ვითომ ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფიანი საკონდიტროა, რეალურად კი 12 ლარიანი ტორტის ყიდვის საშუალება არ მისცეს ხალხს, თან საახალწლოდ! თან ასეთ გაჭირვებულ დროს...

დიდი მადლობა, „ბელა“! საახალწლო სუფრაზე ტკბილეულიდან მხოლოდ უფასო სასადილოდან დარიგებული კანფეტები გვქონდა. ეს კრიზისიც გაივლის, მოვა კარგი დრო, მაგრამ თქვენთან აღარასდროს არაფერს აღარ ვიყიდი“.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვინ და რატომ დადის „იფქლის“ პურზე ფეხით - კომპანიის განმარტება

VIDEO: საქართველოში პირბადეები ტუალეტის ქაღალდისგან მზადდება - ფხაკაძის სკანდალური განცხადება

არასწორია მტკიცება, რომ საქართველო ღატაკი ქვეყნებისთვის განკუთვნილ ვაქცინას მიიღებს - გამყრელიძე