12 აპრილს, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელ ძალადობაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნინუცამ განაცხადა, რომ მსახიობი ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა.
ნინუცას ამ განცხადების საპასუხოდ, ბესო ზანგურმა თქვა, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა გადაცემაში ფულის სანაცვლოდ მოიტყუა და მას ძალადობაში ცილი დასწამა.
სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ „შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა“ განცხადება გაავრცელა და ძალადობას გაემიჯნა. თუმცა, დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ ნინუცა იმ ქალებს შეადარა, რომელბმაც 1937 წელს რეპრესიები დაიწყეს.
სტურუას ამ კომენტარს ნინუცა მაყაშვილიც გამოეხმაურა. მსახიობმა აღნიშნა, რომ რობიკოსგან ეს კომენტარი მოულოდნელი არ ყოფილა.
„სასცილო კომენტარი იყო, როგორც ბესოს, ისე რობერტ სტურუას მხრიდან. მაგრამ არ გამკვირვებია რეჟისორის ეს კომენტარი, რადგან მას ძალინ კარგად ვიცნობ და ვიცი ბესოს მიმართ მისი დამოკიდებულება... საერთოდ, რაც წელების წინ მე, დაედაჩემი და ბევრი სხვა მსახიობი უსამართლოდ გამოგვიშვეს, მას შემდეგ აღარფერი მიკვირს“, - ამბობს ნინუცა მაყაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ნინუცა! ყველა შენთან ერთად ვართ,ყოჩაღ!"... - რას წერს რუსკა მაყაშვილი დის მიმართ ძალადობის ფაქტზე