ახალგაზრდა პრეზიდენტის უცხოელი მეუღლე, რომელიც ქართულად საუბრობდა, ქართველმა ხალხმა ძალიან შეიყვარა.
მასზე ყვებოდნენ მითებს, როგორ მუშაობდა ღამის მედდად საავადმყოფოში, როგორ ეხმარებოდა ხალხს. თუმცა, მეუღლის, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის დაცემასთან ერთად, სანდრას რეიტინგმაც იკლო.
დღეს ამ სტატიაში საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სკანდალების შესახებ გიამბობთ:
🔘ორგანოებით ვაჭრობა
პირველ ლედის ისეთ ბრალდებებს უყენებდნენ, როგორიც იყო ორგანოებით ვაჭრობა... ყვებოდნენ დაუჯერებელ ფაქტებს, როგორ უღებდნენ საავადმყოფოში ჩუმად თირკმელს ადამიანებს და სწორედ სანდრა რულოვსის საშუალებით ჰყიდდნენ. მართალია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა ორგანოების გაყიდვის ამბავი, მაგრამ სანდრას რეიტინგი პრეზიდენტის რეიტინგთან ერთად მნიშვნელოვნად შეირყა.
„ქალი არ დარჩა ამ ციხეში საშვილოსნო რომ არ ამოეჭრათ! გახსოვთ, თქვე ნაგვებო?! - წერდა ლალი მოროშკინა სანდრა რულოსვზე.
🔘სანდრა რულოვსი და ხათუნა ხოფერია
ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებას ეხმაურება და სააკაშვილის მეუღლის შესახებ სკანდალურ დეტალებს იხსენებს:
„სანდრა, ქალი, რომლის პირადი ცხოვრება სპეცსამსახურების კაბინეტებში იწერება!!!! საქართველოს უთავმოყვარეო და ღირსებააყრილი პირველი ლედი!
ქალი, რომელიც თავად იყო საკუთარი ქმრის ძალადობის მსხვერპლი! ქალი, რომელსაც მრავალჯერ ქონდა სურვილი გაქცეოდა მიშას აღვირახსნილობას, ახალგაზრდობაში აღებულ ვალდებულებებს და მშობლების კალთას შეფარებოდა!
ის მიდიოდა და მას აბრუნებდნენ... ისიც ბრუნდებოდა ... ასეთი იყო თამაშის წესები! ბრუნდებოდა კარგად დამუშავებული სცენარით და ერთი კითხვით - ისევ ჩაიფსი, მიხეილ?....
სანდრას ახლანდელი დაბრუნება, სპეცსამსახურის მიერ დაწერილი მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმძიმესი სცენარის ნაწილია. „პოლიტიკური ტრაგიკომედია მეგრულად" - ასე შეიძლება ეწოდოს იმას, რაც ახლა ხდება ზუგდიდში!!!!!!!!.....
კომედიაა - უნიჭოდ შესრულებული მეგრული სიმღერები. დაზეპირებული, კონტექსტიდან ამოვარდნილი მეგრული ფრაზები, ამერიკელი ტაქსისტის ისტორია, მიშასთვის თვალებში ჩახედვა და რაც ვთავარია, აღიარებაშეფარული წინასაარჩევნო დაპირება- ძალადობას აღარ გავიმეორებთ!!! ტრაგედიაა - სანდრას გუნდრუკი და როკვა კასტილებიანთან ერთად მეგისის ნატერფალზე! ტაში და ყიჟინა დაშანტაჟებული, გაუპატიურებული, ნაცემი ასობით ზუგდიდელის მხრიდან! სპეცსამსახურების გავრცელებული ხმები რულოვსის გამარჯვების შესახებ! შეშინებული და გაყურსული ადგილობრივი ხელისუფლება! პასუხგაუცემელი შეკითხვა-გარიგდნენ???...
საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება სანდრა რულოვსის ცხოვრება!!!!
„ცხოვრება", რომელიც სპეცსამსახურების კაბინეტებში იწერება!!! უფრთხილდით, ის ღირსებაშელახული, თავმოყვარეობადაკარგული, მეობაწართმეული საწყალი ქალია, რომელიც აუცილებლად ეცდება ანგარიშის გასწორებას იმ საქართველოსთან, რომელმაც ის საკუთარი ქმრისგან არ დაიცვა!!!!!" - წერს ხოფერია.
🔘2014 წელს სალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსის დასჯას ითხოვდა.
„ალბათ ურიგო არ იქნება, რომ დაჯარიმდეს ამ ავტობუსების შემომტანი - (როგორც ამბობდნენ სანდრა რულოვსი) - გაუმართავი და ეკოლოგიურად უკვე თავის დროზე დაუშვებელი ავტობუსების შემოტანისთვის.... და იმ ტენდრში მონაწილე კომპანიები გაისინჯონ და ვის რამდენი გადუხადეს ესეც გასაჯაროვდეს! ამავე დროს საინტერესო იქნება, გაგება თუ ვინ დგას „სითი პარკის" უკან ... რატომაც ამ კომპანიის მიერ არ შესრულებული ტენდერის პირობებზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ არა ამ კომპანიის მფლობელების ვინაობაზე და შესაძლო კავშირებზე მაშინდელ მერიასთან თუ ნაცმოძრაობასთან!", - წერდა ზურაბიშვილი.
🔘ჩაცმულობა
სადა, თავმდაბალი პირველი ლედი არასოდეს აქცევდა საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას. ჩაცმულობა პირველი ლედის აქილევსის ქუსლი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ გემოვნებას მუდმივად უწუნებდნენ, მას არაოსოდეს უყვარდა გამომწვევად ჩაცმა.
2013 წლის 27 თებერვალს ბაქოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი პრეზიდენტის ფოტოების გამოქვეყნებას სერიოზული სკანდალი მოჰყვა. იმ დღეს სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მეუღლეების თანხლებით შეხვდნენ. სანდრა რულოვსის კაბის სიგრძე კი სერიოზული განსჯის საგანი გახდა.
🔘ზელიმხან ხანგოშვილის საქმე
2020 წელს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი ტელეფონით დაკითხეს.
ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიასა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლებმა დიდი ხნის წინ განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურებს მოიაზრებენ. სავარაუდოდ, სწორედ მათთან იყო დაკავშირებული ცხელ კვალზე დაკავებული მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ კ.
მისივე ცნობით, სავარაუდო „ქილერთან“ დაკავშირებული პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ საქმეში სულ უფრო საინტერესო დეტალები იკვეთება.
უცხოური მედიასაშუალება იუწყება, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის დაასახელეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. გამომძიებლებმა მას სთხოვეს კიდეც, რომ ბერლინში ჩასულიყო ჩვენების მისაცემად.
სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ რულოვსი მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა.
თუმცა, ჟურნალისტი აცხადებს, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს რულოვსის დაყოლიება ბერლინში ჩასვლასა და ჩვენების მიცემაზე. ამიტომ, ის ტელეფონით დაკითხეს.
„ამ ხანგრძლივი სატელეფონო ჩვენების დეტალების შესახებ სასამართლოში არაფერი თქმულა, ისევე როგორც რულოვსის სავარაუდო შეხვედრის მიზანზე ზელიმხან ხანგოშვილთან“, – აცხადებს ჟურნალისტი ვლადიმირ ესიპოვი, რომელიც ხანგოშვილის პროცესს აშუქებს.
როგორც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, მოსკოვი მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ბერლინს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში, გერმანიის მხრიდან პროცესის პოლიტიზების მიუხედავად.
„ყალიბდება აზრი, რომ ბერლინში მიღებულია გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც გერმანიის სასამართლო რუსეთის მოქალაქე სოკოლოვს გამოუტანს, 2019 წელს ჩრდილო კავკასიაში ტერორისტთა ერთ-ერთი მეთაურის, შამილ ბასაევის თანამებრძოლის – ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. საქმეში, რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა გერმანიის იუსტიციის ობიექტურობაზე, დამოუკიდებლობაზე იმედის დამყარება“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ამ დადგმულ პროცესზე ყველა როლი წინასწარ განაწილებულია.
„არ ჩნდება ეჭვი, რომ დაწყებულ სასამართლო მოსმენებზე ხანგოშვილზე თავდასხმის ბრალდება მიეწერება, როგორც უკვე პროცესებზე ითქვა, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს. იმის შესახებ, რომ საქმე თავიდანვე პოლიტიკურია, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის დეკემბერში ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევების შესახებ“, – განაცხადა ზახაროვამ.
ბერლინში ოთხშაბათს დაიწყო სასამართლო პროცესი 2019 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე. ბრალდებული რუსეთის მოქალაქე – ვადიმ სოკოლოვია.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ბერას ყოფილები - 4 სელებრითი, რომელსაც რეპერის შეყვარებულობას მიაწერდნენ