პატრულის თანამშრომლებმა, საზოგადოებას თავი ფრთიანი გამონათქვამებით დაამახსოვრეს. გთავაზობთ პოლიციელების მარგალიტებს, რომელთაგან ზოგიერთი ტელევიზიით მოვისმინეთ, ზოგიც - მძღოლებმა გაავრცელეს:
- ჩვენი ეკიპაჟი დროულად მივიდა შემთხვევის ადგილას, მაგრამ მოხდა დამნაშავის გაქცევა, ვაწარმოებთ ძებნას.
- მოქალაქემ განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც დადგა სიკვდილი.
- კვადრატში მოძრაობისას შევნიშნე, რომ მოქალაქე ახორციელებდა მეორე მოქალაქის ცემას.
- ალო, „რიონიი“ (ალო - დაუშვებელია, წესით - რიონი, მაგ. 305 ვარ,) „სვეტაფორი“ გაიჭედა სტაფილოსფერზე და დარეკეთ სადმე (ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ შუქნიშანი დაზიანდა და მუდმივად ყვითელია ჩართული).
- ბინის ქურდობის ადგილას მივიდნენ პატრულის თანამშრომლები: რიონი, ჩვენ უკვე ადგილზე ვართ და
შემდგომი რა ნაბიჯი გადავდგათ? (რა იცის ოპერატორმა?)
- პეკინზე საცობია. ასმეთაური გადასცემს პატრულის თანამშრომლებს, ავტობუსია გაჩერებული, საცობს ქმნის, მიდით, მძღოლი ნახეთ და უთხარით, გადააყენოსო. სვანი პატრული პასუხობს: ოცდაცამეტი, ავტობუსის მძღოლი ვნახეთ და ვერ ანძრევს. მას მეორე პატრული ეხმაურება - შენ მიეხმარე!
- მოქალაქემ პატრული გამოიძახა (კონკასთან ტაქსში მძღოლი საზურგეზეა გადაწოლილი და მოქალაქე ვერ არკვევს, სძინავს თუ - გარდაიცვალა). ეკიპაჟი მივიდა, ცენტრი ეკითხება მათ, რა ხდება? პატრული პასუხობს: კონკასთან მძღოლთან ვართ, ვანძრევთ, მაგრამ შედეგი არა აქვს.
- ცენტრი გადმოსცემს გატაცებული მაქანის სერიას და ნომერს: ყველას საყურადღებოდ, გატაცებულია ავტომანქანა „მერსედესი“, სერია და ფერია უცნობია.
- ერთ-ერთი რაიონის ოცმეთაური დასახმარებლად მოუწოდებს პატრულს, ყველა ეკიპაჟი ამოდით ქართლის დედასთანო. დარბიან ეკიპაჟები, ეძებენ, დასახმარებელ ობიექტს, გადააწითლეს ტყე, მაგრამ ამაოდ. აღმოჩნდა, რომ „ქართლის დედაში“ ოცმეთაური ფილარმონიის წინ აღმართულ მუზას გულისხმობდა.
- პერიოდულად ქუჩებზე ეკიპაჟები ერთმანეთს ენაცვლებიან, ზოგმა სანაპიროზე უნდა იმოძრაოს, ზოგმა -
რუსთაველზე. პატრული გადასცემს: 305, შენა სანაპიროზე ჩაიწიე, 303 - შენ რუსთაველზე ამოიწიე.
- როდესაც ქალაქში საცობებია, დროდადრო წითელზე უნდა გაატარო ავტომანქანები, დროდადრო - ჩაკეტო, მოძრაობას პატრული არეგულირებს. ასმეთაური გადასცემს: პეკინზე და კოსტავაზე პერიოდულად ათამაშეთ! (ე.ი. გახსნან და ჩაკეტონ მოძრაობა).
- მზის ჩასვლისას ცენტრის პოლიციელი გადასცემს პატრულს, რომ ჩართონ ციმციმები. ერთ-ერთი ოცმეთაური გადასცემს თავის ოცეულს: ახლა დაღამდა და ყველამ ჩართეთ ციცინათელები.
- ავტომანაქანა მოძრაობისას იმ ზოლში დგას, რომელიც სულ თავისუფალი უნდა იყოს. მეგრელი პატრული რაციით და კუთხური კილოთი მიმართავს მძღოლს: ჯიპი, შენ აქ არ უნდა იყო საერთოდ!
წყარო: გაზეთი ყველა სიახლე
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ნეტავ იცოდნენ, ჩემი გული რამხელა სევდას ატარებს - წერილი „სიცილის დედოფალს“ საიქიოში
როგორ გამოიყურებიან „ბედის ირონიის“ მსახიობები - ფოტოები
2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები