ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი, ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე და მსახიობი აჩიკო სოლოღაშილი 8 წლის შემდეგ პირველ შვილს ბიჭს ელოდებიან.
მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ტელეჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე დღეს ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ, ისინი ზუსტად 8 წლის წინ დაქორწინდნენ.
წყვილის ურთიერთობა სავსეა სიურპრიზებით. ორივეს დღის დატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ ერთმანეთისთვის მაინც იცლიან და მათო ქორწინებაც ძალიან ბედნიერია.
View this post on Instagram
როგორც ნუცა ამბობს, მეუღლესთან არასდროს არ კამათობს, რადგან თითქმის იდენტური შეხედულებები აქვთ და პირველ რიგში, მეგობრები არიან.
View this post on Instagram
ნუცამ ჟურნალ სარკესთან, ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს.
– როგორ გახსენდებათ ის დღე, როცა პირველად გამოგიტყდათ სიყვარულში აჩიკო?
– ბევრი არ უწვალია, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ჩვენ მივხვდით, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაბედნიერებდა. პირველად სიტყვა „მიყვარხარ” მესიჯით მომწერა.
View this post on Instagram
ნუცა ერთ-ერთი წარმატებული ჟურნალისტია, მან სარკესთან კარიერის შესახებაც ისაუბრა და მკითხველს უამბობს რას ნიშნავს მისთვის ჟურნალისტობა.
– როგორ გახსენდებათ 8 წლის წინ თქვენი ოჯახური ცხოვრების დაწყება და რა შეიცვალა ურთიერთობაში ამ ხნის განმავლობაში?
– ბევრი არაფერი შეცვლილა. ქორწინებიდან 8 წლისთავზე კიდევ უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი და კიდევ უფრო მეტად ვისწავლეთ ერთმანეთის დაფასება.
აჩიკო ძალიან ყურადღებიანი ქმარია. მისთვის არ არსებობს ჩვეულებრივი დღეები, უყვარს ადამიანების გახარება. მუდმივად ცდილობს, მასიამოვნოს და ყოველთვის ზუსტად იცის, რა მჭირდება.
– როგორ დაიწყო თქვენი ჟურნალისტური კარიერა?
– სულ ვამბობ, რომ ჩემი ჟურნალისტური კარიერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ამ პროფესიაზე თითქმის არაფერი ვიცოდი. ეს იყო დაახლოებით 5-6 წლის ასაკში, როდესაც პირველად გადავწყვიტე, რომ ტელევიზორში გამოჩენა და სხვადასხვა საინტერესო ამბების მოყოლა მსურდა.
– ახლა, როცა უკვე გამოცდილება შეიძინეთ ამ საქმეში, რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია ჟურნალისტი?
– მუდმივ გამოწვევებს, ურთიერთობას სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანებთან და ყოველწამიერად ბეწვის ხიდზე გავლას, რადგან არასდროს უნდა გადააბიჯო საკუთარ პოზიციას და ამასთან – ყოველთვის უნდა სცე პატივი სხვის შეხედულებებს. მაყურებელი სიყალბეს არ გპატიობს.
თუ ეს პროფესია გიყვარს, სირთულეებსაც გაუმკლავდები, მით უმეტეს, როცა მაყურებლისგან ამხელა სითბოს გრძნობ.
View this post on Instagram
– ნუცა, ტელევიზიის გარდა, სხვა საქმითაც ხართ დაკავებული?
– რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ ერთდროულად და თითოეული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მაქვს საკუთარი სარეკლამო ივენთკომპანიაც, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს.
View this post on Instagram
ნუცა ქრონიკის წამყვანია, თუმცა ფეღმძიმობის გამო დროებით არ მუშაობს.
„გაქრობას რაც შეეხება, პირველ რიგში, ყველა მაყურებელს მადლობას ვეტყვი, ვინც ერთი მესიჯი მაინც გამომიგზავნა. გულწრფელად ვამბობ, არ მეგონა, რომ ამდენი გულშემატკივარი მყავდა. ბედნიერი ვარ. ხშირად მწერენ მოსაზრებებს, ალბათ, პოლიტიკური შეხედულებების გამო გამიშვეს სამსახურიდან, რომ ჩემი მეუღლე სხვა არხზე მუშაობს, მაგრამ მაქვს საპატიო მიზეზი, ჩემთან ორმაგი კარანტინია, ორის მაგივრად ვარ კარანტინში. მეუღლისა და ჩემი ბრალეულობა არის ის, რომ მე და აჩიკო ველოდებით ბავშვს და ვეცადე, რომ ყველაფრისგან იზოლირებული ვყოფილიყავი“- ამბობს ნუცა ქავთარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საინტერესო ამბებს⤵️
ბერას ყოფილები - 4 სელებრითი, რომელსაც რეპერის შეყვარებულობას მიაწერდნენ
პირველები ხართ, ვისაც ამ ამბავს ვუყვები - მზია მაღლაკელიძემ უცხოპლანეტელი ნახა
ვინაა და რას საქმიანობს ნინო ლომჯარიას მეუღლე - ცოტა რამ ლომჯარიას პირადზე