Digest Logo

ვინაა და რას საქმიანობს ნინო ლომჯარიას მეუღლე - ცოტა რამ ლომჯარიას პირადზე

1610005853
ნინო ლომჯარია

გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია 1984 წელსა დაიბადა, მან სკოლა ოზურგეთში დაამთავრა და როგორც თავად იხსენებს, იურისტის თვისებებს სკოლიდანვე ავლენდა.

ნინო ლომჯარიას შრომითი ბიოგრაფია 2002 წელს დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მან 2003 წლამდე იმუშავა მოსამართლის ასისტენტად.

2003-2004 წლებში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურიდიული დახმარების ცენტრის ასისტენტი იყო; 2005-2007 წლებში – ისევ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” პროექტ „სახელმწიფო ფონდების ფინანსური გამჭვირვალობის ანტიკორუფციის მონიტორინგის“ იურისტი; 2008-2010 წლებში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საარჩევნო პროექტების კოორდინატორი გახდა; 2011 წელს კი ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქში მუშაობდა სამართლის პროფესორის ასისტენტად.

2011-დან 2015 წლის ჩათვლით „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ; იმავდროულად, 2014-2015 წლებში – სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორიც. 2015 წელს ევროპული და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელის (ENEMO) გენერალურ მდივნად დაინიშნა; 2016 წელს – კვლავ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) იურიდიულ და საარჩევნო კონსულტანტად. 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორპირველი მოადგილეა.

შესაბამისად, ნინო ლომჯარიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2017 წლის იანვრით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე: 1976 წელს დაბადებული შალვა ნეფარიძე და ორი შვილი: 2007 წელს დაბადებული ეკატერინე და 2012 წელს დაბადებული ნიკოლოზი.

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მას 2017 წლის 3 იანვარს აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, ლომჯარია არ ფლობს არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას და ყველაფერი მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას ნინო ლომჯარიას „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 2017 წელს 2.547 ლარი, ანაბარზე კი 9.658 ლარი ჰქონდა. ამასთან, გასულ წელს მისმა შემოსავალმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში” საარჩევნო და სამართლებრივ კონსულტანტად მუშაობისას 41.000 ლარი შეადგინა.

ნინო ლომჯარიას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. სახალხო დამცველის მეუღლე ფლობს 29 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას დაბა ბაკურიანში, 192 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, 124 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს და იმავე მისამართზე მდებარე 68 კვ. მეტრის ბინას დედაქალაქში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი ML Mercedes-ი.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ლომჯარიას მეუღლის წლიურმა შემოსავალმა შპს „იმედი 93“-ის დირექტორის თანამდებობაზე 6.000 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში შალვა ნეფარიძეს „საქართველოს ბანკში“ 18.500 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა გასულ წელს 4.200 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმას თუ როგორ ახერხებს ნინო ლომჯარია პირად ცხოვრებას და წარმატებულ კარიერას ერთად ამის შესახებ ის ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს.

„მე მაქვს ძალიან დიდი მხარდამჭერა ჩემი მეუღლის მხრიდან, ის ყოველთვის მიქმინდა კომფორტს იმ თვალსაზრისით, რომ მე მემუშავა და არ მქონოდა საფიქრალი რა ხდება სახლში. ბევრმა ოჯახურმა საქმემ მის ხელში გაიარა, მაგრამ ამის გამო მას ჩემთვის არასოდეს შეუქმნია პრობლემები. არ მახსდენება, რომ ჩემთვის ესაყვედურა, რომ ვაკლებ ყურადღებას...“- ამბობს ლომჯარია ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნინო ლომჯარიამ თავისი მეუღლე 20 წლის ასაკში ზღვაზე გაიცნო და უკვე 21 წელში ოჯახი შექმნა.

„ოჯახის წევრებისთვის ეს იყო შოკი, რადგან მათ არასოდეს ვუნახივარ ბიჭთან ერთად, სულ ვიყავი ორიენტირებული სწავლაზე და კარიერაზე“- ამბობს ნინი ლომჯარია.

ნინოს და შალვას ორი შვილი ჰყავს ეკატერინე 13 წლის და ნიკოლოზი 8 წლის.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გვანცა ერთი ნახვით შემიყვარდა და 4 თვეში ცოლად მოვიყვანე - ლევან რატიანის ცხოვრების აქამდე უცნობი ამბები

პირველები ხართ, ვისაც ამ ამბავს ვუყვები - მზია მაღლაკელიძემ უცხოპლანეტელი ნახა

ჩემო ოქროებო: შობის ბრწყინვალე დღესასწაული არ არსებობს - ვახო სანაია

პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები