საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევბი მატულობს.
დღეს, კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 696 პაციენტი განიკურნა. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, მათ შორის არიან ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები, რომელბსაც ინფიცირებულთან კონაქტის გამო, იზოლაციაში გადასვლა მოუწიათ.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პრემიერის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი აქვს.
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს, კახა კუკავას კორონავირუსი არის ინფიცირებული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყარო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:
კოვიდდადებითები - ქართველი ცნობილები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ
5 ქართველი, რომელსაც კორონავირუსი ხუმრობა ჰგონია - ექსკლუზიური განმარტებები მათგან