Digest Logo

პოლიტმომღერლები - 5 მომღერალი, რომელმაც დღეს „ნაციონალებს“ უმღერა

1604001004
პოლიტმომღერლები

ვინ, ვის დაკრულზე ცეკვავს და მღერის, ისედაც ყველამ იცის, თუმცა, ცნობადი სახეები ღიად იშვიათად თუ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. კონცერტებზე მათი ერთად ხილვის საშუალებაც თითქმის არ გვაქვს.

დღეს, 29 ოქტომბერს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელ აქციაზე კი ყველა ერთად ვნახეთ.

მაშ ასე, ნაციონალების პოლიტმომღერლები:

ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომრის ბუბა კიკაბიძის ტრიბუნაზე გამოჩენა არავის გაჰკვირვებია, თუმცა რუსულად შესრულებული „თბილისო“ ყველასთვის მეტისმეტი აღმოჩნდა.

მერაბ სეფაშვილმა მიხეილ სააკაშვილს თავისი გმირი ჯერ კიდევ წლების წინ უწოდა. ახლა კი, როცა მიშასთან კილომეტრები აშორებს, თემატურად შესაბამისი სიმღერა მიუძღვნა.

„შენ ახლა შორს ხარ, ძალიან შორს“ „იქნებ დაკარგე ნაცნობი გზა “„ოცნება გაჰყვება დროს“... - ეს ფრაზები მერაბ სეფაშვილის ცნობილი სიმღერიდანაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სოფო ბათილაშვილი აუდიტორიის წინაშე ახალი იმიჯით წარსდგა.

ზოგჯერ მინდოზა, ზოგჯერ მიშა. „ჩემი მინდოზა, ჩემი ძმა“ დღეს მიშას ეძღვნებოდა. საყვარელ პარტიას ლექს-სენიმა კიდევ ერთხელ უმღერა.

ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ ამ კონცერტზე ხილვა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.


🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მხოლოდ ქოცებს! - აჩი ფურცელაძემ „ქართულ ოცნებას“ სიმღერა დაუწერა (ვიდეო)