Digest Logo

„რატომ უნდა მინდოდეს პოლიტიკაში? არც გახარიასგან მქონია შემოთავაზება“ - აჩი არველაძე

1628832509
 აჩი არველაძე

ფეხბურთელი აჩი არველაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ძმები არველაძეები გახარიას გუნდში იქნებიან და ამბობს, რომ გახარიასგან შემოთავაზებაც კი არ ჰქონია. 

„შემოთავაზების მსგავსი არაფერი არ ყოფილა (გიორგი გახარიასგან). იყო მარტივი რამ. გურიაში შევხვდით შემთხვევით. დაინტერესდა, რატომ ვიყავით ჩვენ გურიაში. არ ვიცნობდით საერთოდ ბატონ გიორგის. ასე შორიდან იმან იცოდა, ვინ ვიყავი და მე ვიცოდი, ვინ იყო. რომ გამოვესაუბრეთ, აქ ამიტომ და ამიტომ ვარ-მეთქი. გვაქვს ოზურგეთში მოცვის პლანტაცია და ამ საკითხზე ვართ მერიაში მოსული-მეთქი, რაღაცას ვარკვევდით. ძალიან მინდა ნახვაო.

წარმოგიდგენია, ადამიანი, ყოფილი პრემიერმინისტრი ჩემთვის და არა მგონია სხვა ბევრისთვისაც არ იყოს რაღაც დონეზე, ვიღაცისთვის ძალიან, ვიღაცისთვის ნაკლებად პატივსაცემი ადამიანი, გეუბნება, რომ წამოდი, მაჩვენე, რას აკეთებ. დიდი სიამოვნებით, რა თქმა უნდა-მეთქი. ვაჩვენე, დაინტერესდა, შემეკითხა, მერე მე შევეკითხე, მერე ის, მერე ეს და ასე დაიწყო ეს ურთიერთობა. მერე ეს სურათებიც დაიდო სოციალურ ქსელში და სოციალური ქსელიდან, როგორც გვჩვევია, პირდაპირ გამაქანეს ქალაქის მერად. მერი არა ვარ მე? სადაც მინდა, მივდივარ, სადაც მინდა, მოვდივარ, როცა მინდა, ვდგები, როცა მინდა, ვწვები, რასაც მინდა, ვჭამ, რასაც მინდა, ვსვამ. გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა, ერთის გამოტოვებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო, თუ ყველგან არა“, - ამბობს აჩი არველაძე მაესტროს ეთერში, გადაცემაში „აი უცნობი.“

როგორც აჩი ამბობს პოლიტიკაში წასვლის სურვილი არც არასოდეს ჰქონია.

„არც მანამდე ნდომებია, არც ახლა არ მინდა პოლიტიკა. როგორ შეიძლება, რომ გინდოდეს? ამის შემხედვარე, რაც ჩვენ გარშემო ხდება, როგორც ესენი ლანძღავენ ერთმანეთს, როგორი ზიზღით, რატომ უნდა მინდოდეს?“- განაცხადა აჩი არველაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

23-წლიანი თანაცხოვრება, ძვირად ღირებული სახლი, წარმატებული კარიერა და გზა პოლიტიკისკენ - აჩი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

VIDEO: ძმებ არველაძეებისა და ლიზა ბაგრატიონის მიერ შესრულებული შალახო