Digest Logo

23-წლიანი თანაცხოვრება, ძვირად ღირებული სახლი, წარმატებული კარიერა და გზა პოლიტიკისკენ - აჩი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

1620567376
აჩი არველაძე

48 წლის ფეხბურთელის და თავდამსხმელის - აჩი არველაძის წარმატების შესახებ საქართველოში ლეგენდები დადის. მისი წარმატებული კარიერა ბევრი ქართველი ფეხბურთელისთვის საოცნებოა.

აჩი არველაძეების ოჯახის ერთ-ერთი წარმატებული წევრია, რომლის პირადი ცხოვრება საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს, ამ სტატიაში კი სწორედ აჩი არველაძის პირადზე გიამბობთ.

ბავშვობა, მიტოვებული შეყვარებული, საყვარელი ოჯახი და ძმის წინააღმდეგ თამაში - შოთი არველაძის უცნობი ამბები

ბავშვობა

„ბედნიერი, უზრუნველი ბავშვობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში მოგვიწია დაბადება და ჩვენს მშობლებს შესაძლოა ბევრი შრომა უწევდათ, ჩვენ ძალიან უდარდელი ბავშვობა გვქონდა“- ამბობს აჩი არველაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

კარიერა

არჩილ არველაძე საფეხბურთო კარიერას 1991 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის „დინამოში“ იწყებს, რომელიც იმ დროს „იბერიის“ სახელით ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატზე. დედაქალაქურ კლუბში იგი 1991–1993 წლებში თამაშობს, რა დროსაც ეროვნული ჩემპიონატის 57 მატჩში 35 გოლი გააქვს.

1993 წელს საქართველოდან თურქეთში, კერძოდ ტრაპიზონში ინაცვლებს, სადაც შოთა არველაძესთან ერთად ადგილობრივი „ტრაბზონსფორის“ ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც 1997 წლის ჩათვლით თამაშობს. აქ იგი თურქეთის სუპერლიგის 46 შეხვედრას ატარებს და 17-ჯერ იღებს მეტოქეთა კარს. „ტრაბზონსფორიდან“ 1997 წელს ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ბრედაში“ გადადის, რომლის მაისურით ეროვნული პირველობის 90 მატჩში იღებს მონაწილეობას და 32 გოლის გატანას ახერხებს. 2000 წელს ბუნდესლიგის მონაწილე „კელნის“ რიგებში აგრძელებს კარიერას, სადაც 29-ჯერ გამოდის მოედანზე და 7 გოლი გააქვს. საფეხბურთო კარიერას, ტრავმის გამო, 32 წლის ასაკში 2005 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ ასრულებს.

1994–2002 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 32 შეხვედრას ატარებს და 6 ბურთი გააქვს.

1994 წლის 11 ივნისს იბადანში, ნიგერიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, არჩილ არველაძე ეროვნული ნაკრების მაისურით პირველად გამოდის მინდორზე . 2002 წლის 8 სექტემბერს, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, იგი ბოლოჯერ იცავს საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას.

ოჯახი და საყვარელი ქალი

აჩი არველაძის ცოლს თუ მოუსმენთ, მისი ქმრისნაირი მამაკაცი, ალბათ, ყველა ქალმა უნდა ინატროს, რომელიც არ სვამს, სახლში არ „ბუინობს“, საქმეზე წასული სხვაგან არ გაუხვევს, ოჯახისთვის დღე და ღამე ფუტკარივით შრომობს და ცოლს საყვედურებით ყურებს არ უჭედავს.

„მე და აჩიმ ერთმანეთი საერთო მეგობრის ქორწილში გავიცანით. სოფოს და აჩის დედები მეგობრობენ. შოთი, მისი ცოლი, თამუნა და აჩი მცირე დროით იყვნენ ჩამოსულები თურქეთიდან და რეზისთან ერთად მოვიდნენ. არ შეიძლებოდა, მათთვის ყურადღება არ მიგექცია. მახსოვს, ძმებმა არაჩვეულებრივად იცეკვეს. ის ნახევარი საათი ძალიან ემოციური იყო. აღმოჩნდა, რომ მაშინ მოვეწონე. თუმცა, იმ დღეს ერთმანეთს არ დავკონტაქტებივართ. აჩის დედასთან მამიდაჩემიც მეგობრობს. როგორც მერე მისგან გავიგე, ვიღაცებისთვის გამოუკითხავს ჩემზე, ვინ არისო. აჩის შორიდან ვიცნობდი, მაგრამ არა, როგორც ფეხბურთელს, არამედ, როგორც კიჭასა და თამრიკოს შვილს, რეზის ძმას. ქორწილის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, რომელიც, ასევე მისი მეგობარია, დამირეკა და მითხრა, აჩის ძალიან მოეწონე და თუ წინააღმდეგი არ იქნები, მოვალთო და მოვიდნენ,“ - ამბობს თინი ერთ-ერთ ინტერვიუში.

სახლი

პოლიტიკა

მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნების“ გუნდიდან წავიდა, არის მოსაზრებები, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი გახდება და საკუთარ გუნდს შექმნის.

ლა­პა­რა­კია იმა­ზეც, რომ, შე­საძ­ლოა, ძმე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი­დან რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კა­ში, სწო­რედ გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად მო­ვი­დეს. ეს მო­საზ­რე­ბა მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც აჩი არ­ვე­ლა­ძემ ექ­სპე­მი­ერ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. „სტუ­მა­რი ჩვენს მოც­ვის ბა­ღებ­ში“, - წერ­და არ­ვე­ლა­ძე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, შე­საძ­ლოა, აჩი არ­ვე­ლა­ძეს გა­ხა­რია თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად გა­ნი­ხი­ლავ­დეს. „ტვპირ­ვე­ლი“ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე აჩის კო­მენ­ტარს აქ­ვეყ­ნებს;

„არა, სა­ერ­თოდ ახ­ლოს არ ყო­ფი­ლა ეგე­თი თემა“, - ამ­ბობს არ­ვე­ლა­ძე. ხოლო კი­თხვას, ხე­დავს თუ არა ის თავს ამ პოსტზე (თბი­ლი­სის მე­რის) ასე პა­სუ­ხობს:

„თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ?! - ახლა, 50 წლის ასაკ­ში... არ მი­ფიქ­რია მა­გა­ზე. არ ვიცი, ვე­რა­ფერს გე­ტყვით სა­ერ­თოდ, არ ყო­ფი­ლა ეგე­თი სა­უ­ბა­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, რომ მაგ თე­მა­ზე ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რე­ბი“, - ამ­ბობს არ­ვე­ლა­ძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘 27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

🔘 პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები

🔘 დაკარგული შვილი, ძალადობის მსხვერპლი, მდიდრული სახლი და წარმატებული ქალი - ლელა წურწუმიას უცნობი ამბები