Digest Logo

რესტორნის მომღერლობა, ტრაგედიები და სხვა ამბები ალეკო ბეგაშვილზე

1613673013
დუდუ

„ყოვლისშემძლე დუდუ“ ასე გაიცნო ალეკო ბეგალიშვილი საზოგადოების უმეტესობამ სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“.

მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა თეატრში დაიწყო და არა­ერ­თი როლი აქვს გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი, მსახიობი ფართო საზოგადოებამ სწორედ სერიალიდან გაიცნო.

მსახიობების ოჯახში გაიზარდა, მაგრამ ძმებისგან განსხვავებით, რომლებიც მშობლების კვალს მიჰყვნენ მსახიობობა, თურმე არც არასოდეს უნდოდა. თუმცა „გავლენამ“ თავისი როლი ითამაშა და მერე გენმაც იმძლავრა. მუსიკოსობაზე მეოცნებე ბიჭი ნიჭიერ მსახიობად იქცა. შორეულ მოგონებებში დარჩა ჯგუფი, სადაც უკრავდა და სიმღერები, რომლებიც წლების წინ იწერებოდა.

დღეს სწორედ „ყოველისშემძლე დუდუზე“ იგივე ალეკო ბეგალიშვილზე მოგიყვებათ.

პროფესია


ცოტამ იცის, რომ ის ბენდთან ერთად უკრავს და მღერის, იწვევენ ბარებში. მსახიობის დამატებითი შემოსავალი სწორედ ბარებსა და კაფეებში სიმღერაა.

„ბენდში ვუკრავთ იმ დღიდან, რაც თეატრში ვართ. უბრალოდ ბოლო პერიოდში ინტერნეტში დავდეთ ვიდეო, რომელმაც ბევრი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ ტელევიზიაში, რადიოში მიგვიწვიეს, ყურადღება მოგვაქციეს. საღამოობით კაფეებსა და ბარებში ვუკრავთ. დამატებით ერთ-ორ კაპიკს ვშოულობთ, თორემ ხელფასებით დიდად განებივრებულები არ ვართ. თუ პოპულარული ჯგუფი არ ხარ, კაფეებსა და ბარებში ცოტას გიხდიან. როგორც კი პოპულარული გახდები, მერე ყველა გექაჩება, მანამდე კი არავის უნდიხარ.

ეს დუდუც ასეა. თეატრში სპექტაკლი არ არის, როლს არ ვასრულებდე, მაგრამ ქუჩაში რომ გავდიოდი, კაციშვილი ზედ არ მიყურებდა. დუდუ გამოჩნდა და მაშინ გავხდი მაგარი“- ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

პირადი

მსახიობს პირად თემაზე ლაპარაკი არ უყვარს, თუმცა ცნობილია, რომ ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 17 წლის მა­რი­ა­მი და 15 წლის დათო.

„ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ გოგო პან­კო­ბის­კენ იხ­რე­ბა, თავი გა­და­ი­პარ­სა, ბიჭს ჯექ­სო­ნი მოს­წონს და რა­ღაც ასე­თი ტი­პე­ბი არი­ან, ცოტა მო­გი­ჟო. ჯერ თვი­თო­ნაც არ იცი­ან, რა უნ­დათ... იმე­დია, მალე გა­ერ­კვე­ვი­ან...“- ამბობს ალეკო ბეგალიშვილი.

„ჩემი ცოლის დაქალები“

„კასტინგზე უნდა მოხვიდეო, ეკამ მითხრა, “ჩემი ცოლის დაქალები" რომ გავიგე, აუ, არ მინდა-მეთქი, ეკას ვუთხარი. ჩემთან სახლში ყველა უყურებს. მერე რომ შევხედე, ცუდი არ ყოფილა", - ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

დუ­დუს გა­მო­ჩე­ნა ეკ­რან­ზე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწვევდა, ის მე­გო­ბარს, ქალ­ბა­ტონ მა­კას (მსა­ხი­ო­ბი ნინო კას­რა­ძე), რო­მე­ლიც ადრე თურ­მე მოს­წონ­და, გა­სა­ჭირ­ში გვერ­დით ედგა. დუდუ მა­კას ერ­თა­დერ­თი იმე­დი და და­საყ­რდე­ნი ძა­ლა იყო. ისიც ამარ­თლებს მის იმე­დებს, ყოვ­ლის­შემ­ძლე მა­მა­კა­ცია და ლა­მის „სუ­პერ­მე­ნიც", ყვე­ლა­ნა­ირ რთულ პრობ­ლე­მას მა­შინ­ვე უგ­ვა­რებს.


მიუხედავად იმისა, რომ თავისი გმირისგან ძალიან განსხვავდება, შეძლო იმდენად ბუნებრივი ყოფილიყო, ეკრანზე გამოჩენისთანავე მაყურებლის საყვარელ გმირად იქცა.

„ქალიშვილი დამცინის, სპაიდერმენი ხარო. დუდუს აირონ მენის კოსტიუმი ჩააცვეს. შიშველ ქალს ჩემი ორი თავი ჰქონდა აქეთ-იქით და დუდუებიო, ეწერა. კაიფობენ ეგეთ რამეზე. მოკლედ, მოწყენილ ტიპს გასართობი პონტი რომ გაეჩითება, ერს დუდუს სახით ეგ გაეჩითა“- ამბობს ალეკო ბეგალიშვილი.

ტრაგედია

„სამი წელი დეპრესიული ვიყავი, რადგანაც ახლო მეგობარი დავკარგე“- ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

„1989 წელს ჯარში წავედი, რომ დავბრუნდი, მეორე კურსზე დამსვეს და მაგ პერიოდში მე და ჩემი ორი მეგობარი ავარიაში მოვყევით. ერთ-ერთი დაიღუპა, დიდი ტრაგედია მოხდა. მერე სამი წელი დეპრესიული ვიყავი, რადგანაც ახლო მეგობარი დავკარგე, მდგომარეობიდან გამოსვლა მიჭირდა. მაგრამ წლები რომ გავიდა, მივხვდი, რომ გლოვას აზრი არ ჰქონდა, უარესი იყო… მოკლედ, ამის გამო დიდი პაუზა მქონდა… მერე მინიატიურების თეატრში მოვხვდი, სამხატვრო ხელმძღვანელი მაშინ მამუკა კიკალეიშვილი იყო…“- იხსენებს მსახიობი.

მსახიობს გარდაცვლილი ჰყავს მამა:

„მერვე წელი დაიწყო, რაც მამაჩემი აღარ არის. მთელი ცხოვრება თავის საყვარელ საქმეს ემსახურებოდა. სცენაზე უამრავი როლი განასახიერა. კინოში მთავრი როლებით დიდად არ იყო განებივრებული, მაგრამ ქართულ კინოს მის მიერ დასამახსოვრებელი სახეები ნამდვილად შემორჩა…“- იხსენებს მსახიობი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

„ჯვარზე გაკრული“ ხატია ბუნიათიშვილი, დაწუნებული სიმღერები და სხვა სკანდალური ამბები პიანისტზე

მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია

ფარულავას ყველა კაცი - მათი ნაწილი შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვს

პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი მაკა ცინცაძე, გაყრა 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და მარტოხელა დედობა