პოეტი ნინიკო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ლადო აფხაზავას კომენტარს ეხმაურება, სადაც აფხაზავა რეზო ამაშუკელის შესახებ წერს:
„რა უგვანი არაკაცია ეს უდღეური აფხაზავა, პედაგოგი, რომ ჰქვია და მოსწავლეებს რომ, ვითომ რაღაცას ასწავლის.
რეზო ამაშუკელის ერთი ლექსი მაინც თუ წაუკითხავს ამ კაცუნას? აფხაზავამ და აფხაზავას ნაირებმა ყუბანეიშვილი უნდა იკითხონ მხოლოდ", - წერს მშვიდობაძე.
ლადო აფხაზავამ, მომხდარიდან მალევე დაწერა, რომ კომენტარი მას არ დაუწერია და მომხდარი გაუგებრობისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
„რით ვერ დაიღალა ისე ადამიანი ჩემს მაგივრად, რომ აკომენტარებს.
„სქრინავს " და ავრცელებს, კომენტარებს კი იღებს..
ღმერთმა აცხონოს ეს ადამიანი
არასოდეს ვერიდები ჩემი აზრის დაფიქსირებას, მაგრამ
ამჯერად არა მე არ დამიწერია.
ბოდიში გაუგებრობისთვის", - დაწერა აფხაზავამ.
ცნობისთვის, დღეს, 10 იანვარს 85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ჩემს სათვალეს გამოვიტან აუქციონზე, გავყიდი და 1 თვის კომუნალურებს გადავიხდი“ - მამა პეტრე კოლხი