დღეს, პირველ ნოემბერს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ.
პროტესტი პანდემიის პირობებში მიმდინარეობს, ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში კი მოგეხსენებათ, რეკომენდებულია პირბადის ტარება,.
ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ერთ-ერთ კადრში ჩანს, რომ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, სამედიცინო ნიღაბს, მხოლოდ ვირუსის დასაცავად არ იყენებს.