ბელორუსის ციხეში ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ მინდია გორაძემ, იგივე ლავასოღლიმ სულ რამდენიმე კვირა გაატარა, თუმცა სახელი და გავლენები დატოვა.
გორაძე ბელორუსიდან უკრაინაში გაემგზავრა, საიდანაც მონტენეგროში გაადეპორტეს.
ბელორუსის ციხეში შესვლისთანავე, მან თავისი პირობები წამოაყენა და განაცხადა, რომ „ზონა გაწითლებულია“. სამართლადამცავებმა მას არაერთი ფსიქოლოგი მიუგზავნეს, რათა გაეჩუმებინათ და გაეტეხათ, თუმცა მან უარესი გააკეთა - პირი ამოიკერა. მის ამ „თავგანწირვას“ სხვა პატიმრებიც შეუერთდნენ.
„გორაძის წავსლის შემდეგ, ციხეში „პალაჟენეცი“ საშა პოზნიაკი გახდა. მას „პალაჟენეცობა“ სწორედ გორაძემ უბოძა და ახლა ის ნომერ პირველი პატიმარია. უფრო მეტიც, ის მცირე დრო, რაც ლავასოღლიმ გისოსებსმიღმა გაატარა, საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მთელ ბელორუსულ კრიმინალურ სამყაროში ნამდვილ ლეგენდად ქცეულიყო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ გორაძეს ბელორუსი ახლა ხელში უჭირავს და სადაც უნდა იყოს, მისი ერთი სიტყვა საკმარისია სიტუაციის სრულად სამართავად“, - ბელორუს სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს იქაური მედია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ტირანზე შეყვარებული ქალები - ვინ იყო სტალინის უცნობი საყვარელი?
სტალინის სხვა მხარე - ბანკის ძარცვა და ფულის გათეთრების სქემა
როგორ გახდა თბილისელი კრიმინალი გოგონა „კაგებეს“ პოლკოვნიკი
თბილისელ ხუჭუჭთმიან, ტანწერწეთა, ცისფერთვალება ლამაზმანზე ჭორები მთელ საბჭოეთში დადიოდა. სასიყვარულო პარტნიორების ხშირი ცვლითა, ამას თავადაც უწყობდა ფეხს, თუმცა ეს მისი გატაცება კი არა ფულის შოვნის მთავარი გზა იყო.
კაცებს 2 მთავარი კრიტერიუმით ირჩევდა. მისი მომავალი ობიექტი უნდა ყოფილიყო მარტოხელა და მდიდარი.
მუშაობის სპეციფიკა სათქმელად მარტივია: კაცებს ჯერ თავს აყვარებდა, შემდეგ ძარცვავდა. ასე მან 470 ათასი მანეთი იშოვა.
საბოლოოდ გოგონა გამოიჭირეს.
ასე აღმოჩნდა 1963 წლის 5 მარტს მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის სკამზე 23 წლის ანეტა გროვერი.
ბოროტმოქმედ გოგონას სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მოსკოვის ბუტირკის ციხის ქალთა კორპუსში (შავ სამყაროში „კოშკინ დომს“ -„კატის სახლს” უწოდებდნენ) გაამწესა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ანეტა გროვერი 1930 წელს თბილისში, ინჟინრების ოჯახში დაიბადა. 1937 წელს ზიგმუნდ და ირენ გროვერები ცრუ ბრალდების გამო გაასამართლეს და „ჩეკას“ სარდაფშივე დახვრიტეს. მათი ერთადერთი, 7 წლის ქალიშვილი კი უპატრონო ბავშვთა სახლში გაგზავნეს.
ანეტა გონებაგახსნილობითა და გარეგნობით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა. კარგად სწავლობდა, ყოველთვის მოწესრიგებული და მშვიდი იყო. მისი ცხოვრება ერთი ძალადობრივი ფაქტის შემდეგ შიეცვალა.
1946 წლის ახალი წლის ღამეს, ანიტა კარნავალისთვის ემზადებოდა. გოგონა ფერიას ასახიარებდა და თავისივე შეკერილი კაბის გამოსაცვლელად გასახდელში შევიდა. მას უკან პედაგოგი მიჰყვა. ნასვამი კაცი.
თანატოლებს შორის ანეტა უზადო გარეგნობითა და გონიერებით გამოირჩეოდა. საუკეთესოდ სწავლობდა და ძალიან დისციპლინირებული ბავშვი იყო. თუმცა, 1946 წლის 1 იანვარს მომხდარმა ინციდენტმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და გოგონა კრიმინალურ გზას დაადგა. 37 წლის ჰასან ბაბაევმა კარი გასაღებად გადაკეტა. გოგონას გაუპატიურება სცადა, თუმცა ანიტა არ დაემორჩილა. მუცელში მაკრატელი გამოყარა, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელში და ფანჯრიდან გადახტა. მას პოლიციისთვის არ მიუმართავს. ეს სიკვდილს გადარჩენილმა ჰასანმა გააკეთა და ცხადია, ჩვენება თავის სასარგებლოდ მისცა. 5 დღის შემდეგ ანეტა დაიჭირეს და გაასამართლეს. დანაშაულის შესახებ მას ამჯერადაც არაფერი უთქვამს.
ის ერთი წლით ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა დაწესებულებაში გაგზავნეს. აქ მან ავტორიტეტი მალე მოიპოვა. ზედმეტსახელი - ხუჭუჭთმიანიც, აქ შეარქვეს.
17 წლის ანეტამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 1947 წლის 10 იანვარს დატოვა და ქუჩაში აღმოჩნდა. მას სამშობლოში დაბრუნების არც სურვილი ჰქონდა და არც ფული. ის ალისა საბლინამ, ცნობილი კანონიერი ქურდის, ანტონ საბლინის ქვრივმა შეიფარა. ქალმა მშიერი გოგონა ბაზარში შენიშნა.
ალისასთან ანეტამ სამი წელი გაატარა. ერთ მშვენიერ დღეს კი კვლავ ქუჩაში აღმოჩნდა, რადგან მისი დედობილი ქუჩაში მანქანამ გაიტანა, ბინა კი სახელმწიფომ წაიღო და „ხუჭუჭთმიანი“ უსახლკაროდ დარჩა.
სწორედ ამ შემთხვევის მერე დაადგა ანეტა გროვერი ბოროტმოქმედების გზას. თავდაპირველად ის თავს წვრილმანი ქურდობით ირჩენდა – ეს ფული მას ჭამასა და ბინის ქირის გადახდაში ჰყოფნიდა. 1951 წელს კი „ხუჭუჭთმიანმა“ ქურდობის ახალი სქემა მოიფიქრა: ის მამაკაცებს აყვარებდა თავს, ნდობაში შედიოდა მათთან, ცოლობას ჰპირდებოდა, შემდეგ კი მათ ბინებს ძარცვავდა. ორწლიანი კრიმინალური მოღვაწეობის განმავლობაში, გაძარცვული „საქმროებიდან“ არცერთს ნაკოცნიც კი არ ჰქონდა ანეტასთვის და „კატის სახლში“ ის ქალწულად შევიდა...
ბუტირკის ციხეში ხუჭუჭთმიან ქალწულ გოგონას მტრულად შეხვდნენ პატიმარი ქალები და მისი ბოთლით გაუპატიურებაც კი მოინდომეს, მაგრამ, ანეტა გროვერმა არც იქ დათმო – ორ ქალს მან ღრმა ჭრილობა მიაყენა ბოთლით და ამის გამო კარცერში გამოამწყვდიეს. ოთხი დღის შემდეგ კარცერის კარი გაიღო, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, ორმოციოდე წლის მამაკაცი შიგნით შევიდა, კარი მიიხურა და ანეტას უთხრა:
– უშიშროების მაიორი თემურ ჯორბენაძე!
– რაზე შეწუხებულხართ? – ირონიით ჰკითხა მაიორს ანეტამ.
– თქვენს გადასარჩენად, ჩემო მშვენიერო ქალწულო, – უთხრა ანეტას ჯორბენაძემ და დაამატა: – ხვალ კარცერში ყოფნის ვადა გაგდით და საკანში დაგაბრუნებენ, იქ კი თქვენ სიკვდილი გელით – არავინ გაპატიებთ იმას, რაც ჩაიდინეთ.
მაიორი მართალს ამბობდა – ანა ვორსისა და ნონა სომოვას დაჭრას არავინ აპატიებდა „ხუჭუჭთმიანს“. ორივე ქალი კრიმინალური ავტორიტეტი იყო და ანეტას უკვე გამოტანილი ჰქონდა სასიკვდილო განაჩენი.
–სანაცვლოდ ჩემგან რას მოითხოვთ ? – ჰკითხა ანეტამ ჯორბენაძეს.
– სწავლას, სწავლასა და სწავლას, როგორც დიდმა ლენინმა გვიანდერძა, – მიუგო მაიორმა გოგონას...
ანეტა გროვერი მაიორმა ჯორბენაძემ იმავე დღეს წაიყვანა. „ხუჭუჭთმიანი“ უშიშროების სამინისტროს კონსპირაციულ ბინაში მოათავსა და სამი დღე არავის შეუწუხებია. შემდეგ მას კვლავ მაიორი ჯორბენაძე ესტუმრა და უთხრა:
– ჩვენ თქვენი პიროვნება კარგად შევისწავლეთ. ჩვენთან თანამშრომლობას გთავაზობთ. თუ თანახმა ხართ, მაშინ, სპეციალურ სკოლაში ისწავლით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში დაგაბრუნებთ.
„ხუჭუჭთმიანმა“ ციხეს უშიშროების სკოლა არჩია და სწავლა დაიწყო. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი, 1954 წლის ოქტომბერში, მან ეს სკოლა დაამთავრა, უმცროსი ლეიტენანტის ჩინი მიიღო და ანეტა გროვერი საიდუმლო აგენტი გახდა. კურატორად მას მაიორი თემურ ჯორბენაძე დაუნიშნეს, რომელმაც თავის აგენტს მეტსახელი – „ქალწული“ შეარქვა.
ანეტა გროვერი მრავალმხრივად მომზადებული აგენტი იყო და, ჯერ უშიშროების სამინისტროს, შემდეგ კი – უშიშროების კომიტეტის („კაგებე“) საიდუმლო დავალებებს ასრულებდა. მან სულ მოკლე დროში შეძლო ხელმძღვანელობის დიდი ნდობის მოპოვება და ის განსაკუთრებულ ნომენკლატურულ აღრიცხვაზე აიყვანეს.
1962 წელს საბჭოთა უშიშროებამ ერთ-ერთ, ეგრეთწოდებულ ნავთობმომპოვებელ აღმოსავლურ სახელმწიფოში უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა. ანეტა გროვერის მეშვეობით, „ჩეკისტებმა“ ამ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მემკვიდრე მოიტაცეს და მამამისი აიძულეს, საბჭოეთისთვის სასარგებლო ნავთობპოლიტიკა გაეტარებინა. ამ ოპერაციას „ჯადოსნური ღამე“ ეწოდებოდა. შემდგომში გროვერი გატაცებული ხელისუფლის შვილის ცოლი უნდა გამხდარიყო და, „ობიექტი“ მას შემდეგ გაიტაცეს საძინებლიდან, როდესაც „ქალწულმა“ ის დააძინა...
სინამდვილეში კი „ქალწული,” იგივე ანეტა გროვერი, 1963 წელს, 33 წლის ასაკში გათხოვდა და 43 წლის თემურ ჯორბენაძეს გაჰყვა ცოლად. მათ ქალ-ვაჟი შეეძინათ და სიცოცხლის ბოლომდე ერთად ცხოვრობდნენ.
თემურ ჯორბენაძე 2000 წელს, 80 წლის ასაკში, პოლკოვნიკის ჩინით გარდაიცვალა. ანეტა გროვერიც პოლკოვნიკი გახდა და 73 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა.