იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, იგივე სტალინი. კაცი, რომელმაც ისტორია რადიკალურად შეცვალა... კაცი, რომლის სახელიც დღემდე უკვდავია... მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი, რომლებსაც გაგიჟებით უყვართ სტალინი - უფროსი თაობის წარმომადგენლებს და მეორე, რომლებსაც ეზიზღებათ მისი სახელის ხსენება, რადგან მისმა იდეოლოგიებმა ბევრი ადამიანი შეიწირა.
საინტერესოა როგორი ქალები მოსწონდა დიდ ბელადს.... „დაიჯესტი“ სტალინის უცნობი სიყვარულის ისტორიას მოგიყვებათ.
როგორც ცნობილია, ჯუღაშვილი ვინმე სტეფანია პეტროვსკაიას ეტრფოდა და მისი ცოლად მოყვანა უნდოდა.
1910 წელს ბაქო ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველო თბილისში გზავნის წერილს, სადაც ჯუღაშვილისა და პეტროვსკაიას ჟანდარმერიის სარეგისტრაციო ბარათებზეა საუბარი...
ამ ბარათზე დატანილია ჯუღაშვილის რამდენიმე ფოტო - პროფილში, ანფასში და ფეხზე მდგომი. ასევე დაკრულია მცირე ფურცელი წარწერით:
„სოსო ჯუღაშვილი (სტალინი)”. შესაძლებელია, ფურხელი საბჭოთა პერიოდშია დაწებებული, რადგან ქართულ ენაზე საქმის წარმოება რუსეთის იმპერიაში არ ხდებოდა. ასეთ წარწერებს აკეთებდნენ 1920-იან წლებში ე.წ. რევოლუციის მუზეუმის თანამშრომლები.
რაც შეეხება სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათს, მის უკანა მხარეს ვკითხულობთ:
„სასიყვარულო კავშირი - ჯუღაშვილი“...
მაშ ასე, სტეფანია ოდესაში დაბადებული თავადის ასული იყო. დიახ, სტალინს თურმე რევოლუციური მისწრაფებების მქონე თავადის ასული შეჰყვარებია.
ეს ქალბატონი საკმაოდ დახვეწილი და განათლებული ყოფილა.
ცნობილია, რომ სტალინის ირგვლივ მუდმივად ტრიალებდნენ ქალები, რომელთა შესახებ ინფორმაციები სხვადასხვა ნაშრომებშია თავმოყრილი.
ბევრი ცნობაა მისი მეუღლეებისა და მეგობარი ქალების შესახებ, თუმცა, სტეფანია პეტროვსკაიას შესახებ მწირი ინფორმაციები არსებობს.
ცხადია, საიდუმლო პოლიციას, ჟანდარმერიას ან „ოხრანკას“ ასეთი სასიყვარულო კავშირის შესახებ ცნობები ყოველთვის სჭირდებოდა.
როგორც ვიცით, სტალინი 1908 წლის მარტში ბაქოში დააპატიმრეს და გადაასახლეს (სოლვიჩეგოდსკში).
პირველად სწორედ იქ შეხვდა სტეფანია პეტროვსკაიას, ეს უკანასკნელი მოსკოვში რევოლუციური საქმიანობისთვის იყო დაჭერილი და გადასახლებული.
სტალინი ამ გადასახლებიდან გამოიქცა და ისევ ბაქოში დაბრუნდა რევოლუციური საქმიანობის გასაგრძელებლად.
ამ დროს სტეფანია პეტროვსკაიაც გათავისუფლდა და ოდესაში ან მოსკოვში კი არ დაბრუნდა, ბაქოში ჩავიდა სტალინთან.
მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება. 1910 წლის მარტის დასაწყისში ერთადვე დააპატიმრეს.
დაკითხვისას პეტროვსკაია პირდაპირ აცხადებს, ინტიმური კავშირი მაქვს ჯუღაშვილთანო. იოსები კი ჟანდარმერიის ოფიცერს ასე პასუხობს:
„მე მას გადასახლებიდან ვიცნობ!“.
სტალინი:
„მინდა პეტროვსკაიაზე დაქორწინება“...
არსებობს ცნობა, სადაც დაპატიმრებული სტალინი ბაქოს ქალაქისთავს წერს:
„მე მინდა სტეფანია პეტროვსკაიაზე დაქორწინება და გთხოვთ, ამის ნებართვა მომცეთ“.
სტალინს ნებართვა კი მისცეს, მაგრამ ისევ გადასახლებაში უკრეს თავი, რაც პეტროვსკაიასთან დაშორების მიზეზი გახდა.
მათ წლების მანძილზე ურთიერთობა აღარ ჰქონიათ.
რაც შეეხება მის პირველ სიყვარულს, რომელიც მოგვიანებით მეუღლე გახდა, ეკატერინე სვანიძე იყო.
სტალინის ძველმა მეგობარმა, ალექსანდრე სვანიძემ, 28 წლის იოსებ ჯუღაშვილი თავის დას - ეკატერინა სვანიძეს გააცნო. ეკატერინა, რომელსაც მოფერებით კატოს ეძახდნენ, საქართველოში დაიბადა 1885 წლის 2 აპრილს. სტალინმა თავისი ათეიზმი გვერდზე გადადო და წყვილმა 1906 წელს თბილისში, მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერა ჯვარი.
მათ 1907 წლის 18 მარტს ვაჟი - იაკობი შეეძინათ, რომელსაც სტალინი მოფერებით იაშას ეძახდა. კატო იამვე წლის 5 დეკემბერს, სავარაუდოდ, სტალინის მკლავებში, ტიფით გარდაიცვალა. ამ დროს ის 22 წლის იყო.
კატოს სიკვდილმა დიდი გავლენა იქონია სტალინზე და ის მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ დედამისის გარდა, რომელსაც ასევე ეკატერინა ერქვა, კატო ერთადერთი ქალი იყო, რომელიც ოდესმე ჰყვარებია. ცოლის დაკრძალვაზე, რომელიც, აღსანიშნავია, რომ ისევ მართლმადიდებლური წესებით ჩატარდა, სტალინმა თქვა:
„ამ ქმნილებამ ჩემი ქვის გული გაადნო. ახლა კი ის მკვდარია და მასთან ერთად მოკვდა ჩემი უკანასკნელი თბილი გრძნობაც კაცობრიობისადმი“.
დიდი ბელადის მორიგი სიყვარული, ნადეჟდა ალილუევა იყო.
ნადეჟდა დაიბადა 1901 წლის სექტემბერში, ბაქოში, მუშა-რევოლუციონერის, სერგეი ალილუევის ოჯახში. გოგო რევოლუციონერების გარემოცვაში იზრდებოდა, თუმცა თავად თავიდან პოლიტიკით არ ინტერესდებოდა.
ალილუევების საოჯახო ისტორიაში შემონახულია ერთი საინტერესო ამბავი: ორი წლის ასაკში ნადეჟდა სანაპიროზე თამაშის დროს ზღვაში ჩავარდნილა. დახრჩობისგან გოგონა იხსნა 23 წლის მამაცმა ახალგაზრდამ - იოსებ ჯუღაშვილმა.
რამდენიმე წლის შემდეგ, ალილუევები პეტერბურგში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნადეჟდა ტემპერამენტიან და მტკიცე გოგო იყო.
მას 16 წლის ასაკში იოსები შეუყვარდა და რევოლუციის მოსახდენად ერთად გაემგზავრნენ. ერთი წლის შემდეგ, 1918 წელს ისინი დაქორწინდნენ. თუმცა, ურთიერთობა არც ისე თანაბრად ლაგდებოდა.
ერთხელ ცოლმა მიტოვება გადაწყვიტა, რადგანაც ქმარი მუდამ ბავშვების მოვლას აძალებდა. ნადეჟდა ცდილობდა დამოუკიდებლობა მოეპოვებინა და ქმრისთვის ფული არ ეთხოვა. მუდამ ეჭვიანობდა, რადგანაც სტალინი ამის საბაბს მუდამ აძლევდა.
1932 წელს, რევოლუციის ერთი წლის თავის აღნიშვნისას, ნადეჟდამ თმა შეიჭრა, დაიხვია და შავი კაბა ჩაიცვა. ყველა აღნიშნავდა სტალინის ცოლის არაორდინალურ სილამაზეს. ერთმა სტუმარმა ლამაზი ქალბატონების სადღეგრძელო შესვა, ნადეჟდას არ დაულევია რასაც სტალინის გაბრაზება მოჰყვა. მან ცოლს ხმამაღლა დაუყვირა: „ეი, შენ, დალიე!“, ნადეჟდამ კი უპასუხა: „მე ასეთ მომართვას არ ვიმსახურებ“ და ქუჩაში გავარდა.
მეორე დილას სტალინის ცოლი გარდაცვლილი ნახე... თავში ტყვია დაიხალა. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ სტალინს წერილი დაუტოვა, თუმცა რა ეწერა მასში მხოლოდ სტალინდმა იცის...
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ყველას ეგონა, რომ ლავრენტიმ მომიტაცა - ვინ იყო „ეშმაკის“ ცოლი?
„მაგარ სახლში“ ვარ, ცხელი ჯაკუზი, გადასარევი გოგოები - როგორ ხვდებოდა ქმრის ღალატს კვაშალის ცოლი?