Digest Logo

VIDEO: როგორ სახლში ცხოვრობს თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად და როგორია მათი სიყვარულის ისტორია

1633605078
თენგიზ ცერცვაძე

ცნობილი ინფექციონისტს თენგიზ ცერცვაძეს და მის მეუღლეს „პრაიმ შოუს“ გადამღები გუნდი  დაბა ქვიშხეთის აგარაკზე ესტუმრა. 

წყვილმა გადაცემაში მათი სიყვარულის ისტორია მოჰყვა, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი.

„ჩვენი ამბავი დაიწყო დიდი ხნის წინ, კლინიკაში. ანა ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსია და მოხვდა იმავე კლინიკაში, იქ გავიცანით ერთმანეთი. მე თავიდანვე გულში ჩამივარდა, თვითონ არ ვიცი. ვცდილობდი, ხშირად შევხვედროდი და მეტი დრო გამეტარებინა მასთან. არ ყოფილა ტრაფარეტული ეპიზოდი, როდესაც ერთი მეორეს უტყდება სიყვარულში. თვითონ სიტუაციამ შექმნა ისეთი გარემო, რომ ამის თქმა ზედმეტი იყო. ჩვენი გაცნობიდან დიდი ხანი გავიდა დაქორწინებამდე, მაგრამ ეს ერთგვარად შეიძლება პოზიტივიც იყო, რადგან ჩვენმა ურთიერთობამ წლებს გაუძლო და როდესაც დავქორწინდით, უკვე არ იდგა ის კითხვის ნიშანი, ჩვენი ოჯახი და წყვილი წარმატებული იქნებოდა, თუ ერთმანეთს ვერ გავუგებდით და დავცილდებოდით“- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇 

🔵გარდაცვლილი ცოლი, 28 წლის წინ დაკარგული და თავიდან ნაპოვნი სიყვარული, ოჯახი და კარიერა - პაატა იმნაძის უცნობი ამბები

🔵ვინ არის და რას საქმიანობს პაატა იმნაძის შვილი? ფოტო-ამბები

🔵„არ ჩამოხვიდეთ ბათუმში დასასვენებლად, მაღალი რისკია“ - ექიმი სოფო ბერიძე

🔵ტრაგედია პოლიტიკოსის ცხოვრებაში, 13-წლიანი ქორწინება, რუსი მეუღლე და 3 შვილი - კახა კუჭავას ცხოვრება პოლიტიკის მიღმა