Digest Logo

გარდაცვლილი ცოლი, 28 წლის წინ დაკარგული და თავიდან ნაპოვნი სიყვარული, ოჯახი და კარიერა - პაატა იმნაძის უცნობი ამბები

1628681105
პაატა იმნაძე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და მოსახლეობას საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს აძლევს. 

ბევრი მოწოდება და რჩევა გვესმის დააავდებათა კონტროლის ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელისგან, თუმცა ბევრმა არ იცის, როგორია პაატა იმნაძის პირადი ცხოვრება, სწორედ ამიტომ, „დაიჯესტი“ დღეს პაატა იმნაძის პირადზე გიამბობთ, როგორი მეოჯახეა, როგორი მამა და როგორ იპოვა მან 28 წლის წინ დაკარგული სიყვარული.

კარიერა

დაიბადა 1953 წლის 11 თებერვალს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1979-1991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1991-1994 წლებში დოცენტი; 1989-1992 წლებში ეპიდემიოლოგიის და ჰიგიენის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა ნაწლავის მიკროფლორა და იმუნური სტატუსი“.

2003-2006 წლებში იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტროპიკულ დაავადებათა კვლევის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. 2004-2011 წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის იმუნიზაციის ექსპერტთა კომიტეტის წევრი.

1992-2010 წლებში მუშაობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორად; 2010-

2013 წლებში — სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელად; 2013 წლიდან კი გენერალური დირექტორის მოადგილეა.

1997 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის დოცენტი; 1997–

1998 წლებში მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერ მუშაკი; 2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

პაატა იმნაძეს არის ღირსების ორდენის კავალერი (2003), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საპატიო მედლისა (2002) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2014). თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ავტორია 105 სამეცნიერო ნაშრომისა და მიკრობიოლოგიის ორი სახელმძღვანელოსი.

ქართველი მიკრობიოლოგი და ეპიდემიოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერი (2003) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საპატიო მედლის ლაურეატი (2002).

28 წლის წინ დაკარგული და ნაპოვნი სიყვარული

„ხათუნა 1989 წელს, შობის დღესას­წაულზე, მეგობრის ოჯახში გავიცანი. მაშინ 36 წლის ვიყავი, ხათუნა 24-ის. ლენინგრადიდან იყო ჩამოსული, სადაც ასპირანტურაში სწავლობდა. იმ საღამოს
სახლში გავაცილე. შემდეგში მეტწილად სატელეფონო ურთიერთობა გვქონდა, იმიტომ, რომ მალევე დაბრუნდა ლენინგრადში. მძიმე პერიოდი იყო, ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და 9 აპრილის კომისიაში ვიყავი გაერთიანებული. დატვირთული გრაფიკი მქონდა. ისე მოხდა, რომ ლენინგრადის მერე უნგრეთში გადაწყვიტა საქმიანობის გაგრძელება. დიდი მიღწევები­ ჰქონდა თავის საქმეში, ნეირობიოლოგიაში მუშაობდა, თავის ტვინზე ექსპერიმენტებს ატარებდა. მოკლედ, დავშორდით. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეს გამგზავრება იყო...“- ამბობს პაატა იმნაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

- ისიც ამ სფეროში მუშაობდა?

-არა, მხატვარი იყო. ტყუპი ქალიშვილი­ შეგვეძინა - ტატა და ლიზი. ან სამსახურში ვიყავი ხოლმე, ან საზღვარგარეთ. ისეთი წლები იყო, საერთაშორისო დახმარებისა და კავშირების გარეშე ძნელი იყო კვლევითი დაწესებულების გადარჩენა.

ერთხელ ჩემს შვილებს ჰკითხეს, დედა უფრო გიყვართ თუ მამაო? მათ უპასუხიათ, დედა ნელა გვიყ­ვარს, მამა - ჩქარაო. ვერ მნახულობდნენ და ასეთი ფორმულირება მოუნახეს მამის სიყვარულს.

ძალიან ვნანობ, რომ შვილებს მეტ დროს ვერ ვუთმობდი. მაქსიმალურად ვცდილობდი საბავშვო ბაღში, სკოლაში ზეიმებზეც შემერბინა, რომ დაენახათ, იქ ვიყავი და ვგულშემატკივრობდი.

როგორც ცნობილია ხათუნასაც ჰქონდა ოჯახი, მას 2 შვილი ჰყავს.

„მე და ხათუნას 28 წელი ერთმანეთი არ გვენახა და ცოტა ხნის წინ შემთხვევით შევხვდით. დეკლარაციას ვავსებდი და ბანკში ინფორმაციის გასაგებად შევდიოდი, ის გამოდიოდა... რომ დავინახე, ცოტა დავიბენი... მერე ცოტა ხანს სოციალურ ქსელში გვქონდა ურთიერთობა, შემდეგ ჩაი დავლიეთ ერთად, კიდევ რამდენჯერმე შევხვდით და მალევე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის ქართული ტრადიციული სახე მიგვეცა. შვილებმაც მხარი დაგვიჭირეს. თაფლობის კვირა პორტუგალიაში გვქონდა.

ბედნიერი ვარ, მყავს შვილები, არაჩვეულებრივი შვილიშვილი, გვერდში მიდგას ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ. პროფესიული თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ახალგაზრდა გამიზრდია. მიხარია­, რომ ჩემს საქმეშიც რაღაც გავაკეთე. მეტი რა უნდა ვინატრო,“- ამბობს იმნაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუს დროს.

გარდაცვლილი ცოლი

პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე - მაკა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი 2011 წელს, სიმ­სივ­ნით და­ე­ღუ­პა. წყვილს ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა, რომ­ლე­ბიც დე­დის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მა­მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უ­ახ­ლოვ­დნენ.

„ძა­ლი­ან მომ­წონს ის ფაქ­ტი, რომ ყვე­ლა დე­დას მამ­სგავ­სებს. რო­დე­საც დედა გარ­და­იც­ვა­ლა სხვა სი­ახ­ლო­ვე ვიგ­რძე­ნით მა­მას­თან. სამ­სა­ხურ­ში აღარ და­დი­ო­და და სულ ჩვენ­თან იყო. რო­გორც შე­ეძ­ლო, მარ­ტი­ვად გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ეს ტრა­გე­დია. ერ­თმა­ნე­თი გვყავ­და, ასე გა­მო­ვი­და“ - ამბობს ლიზი იმნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

ვინ არის და რას საქმიანობს პაატა იმნაძის შვილი? ფოტო-ამბები

„არ ჩამოხვიდეთ ბათუმში დასასვენებლად, მაღალი რისკია“ - ექიმი სოფო ბერიძე

ტრაგედია პოლიტიკოსის ცხოვრებაში, 13-წლიანი ქორწინება, რუსი მეუღლე და 3 შვილი - კახა კუჭავას ცხოვრება პოლიტიკის მიღმა